მსოფლიოს უჩვეულო სახლები

1 . სახლი – სასრიალო , იაპონია

იაპონურმა არქიტექტურულმა სტუდია LEVEL – მა სამსართულიანი სახლი დააპროექტა ოჯახისთვის . სახლის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს , რომ სასრიალო აკავშირებს სამივე სართულს . სახლი მორგებულია სამ ბავშვზე , თუმცა არც უფროსები ამბობენ უარს სასრიალოს გამოყენებაზე და გართობაზე .

2 . ქვის სახლი , პორტუგალია

ერთი შეხედვით , სახლი უბრალოდ დიდ ქვას ჰგავს , თუმცა მას აქვს კარიც და ფანჯრებიც , და დროთა განმავლობაში ტურისტების ყურადღებას უფრო და უფრო იქცევს .

3 . ეკლესიიდან თანამედროვე სახლამდე , ჰოლანდია

ეკლესიის სახლად გადაკეთებას ჰოლანდიის რიგი მოქალაქეების პროტესტი მოყვა , თუმცა ZECC – ისთვის ამას ხელი არ შეუშლია . 1970იანი წლების შემდეგ ათასამდე ეკლესია დაიხურა ჰოლანდიაში , არქიტექტორმა კი გადაწყვიტა მისი გამოყენება ,  ექსტერიერიდან ინტერიერში გადანაცვლებისას თანამედროვე საცხოვრებელს დაინახავთ , მაღალი გუმბათოვანი ჭერები და ფერადი ვიტრაჟული ფანჯრები სახლს განსაკუთრებულობას მატებს . თეთრი კედლები , ბუნებრივი ხისფერი იატაკი და ავეჯი ჰაეროვან და სასიამოვნო გარემოს ქმნის .

4 . გამჭვირვალე სახლი იაპონიაში

ექსტერიერებისა თუ ინტერიერების უჩვეულობაში იაპონია მოწინავე ადგილს იკავებს . SOU FUJIMOTO ARCHITECTS – მა დააპროექტა გამჭვირვალე სახლი , მისი კომფორტულობა ცალკე საკითხია , თუმცა ინტერიერი დღის განათების სიუხვის გამო სასიამოვნოდ , სუფთად და ჰაეროვნად გამოიყურება . თეთრი ფერისა და მინის გარდა სახლში ღია ხისფერი აქცენტები და გამწვანებებით შემოტანილი ფერებია .

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ

Comments

comments