ღვინის მუზეუმი

ღვინის მუზეუმი

ბორდოს ამბიციური მერი ალან ჟუპპე , იდეოლოგი და სულისჩამდგმელია ახალი მუზეუმის , რომელიც მიძღვნილია რეგიონის მთავარ სიმდიდრეს – ღვინოს . თავიდანვე ალანმა გადაწყვიტა , რომ ეს მუზეუმი უნდა გამხდარიყო ადგილობრივი  ” გუგენჰეიმი ”

gvinis muzeumi bordoshi

 

იმისთვის რომ გაკეთებულიყო მუზეუმი , რომელიც შეძლებდა არა მარტო საინტერესოდ ღვინის ისტორიის გადმოცემას , არამედ გამხდარიყო თანამედროვე ბორდოს ღირშესანიშნაობა , საჭირო იყო მკაფიო და ეფექტური იდეა . წარმოდგენილი 115 პროექტიდან , ჟიურიმ შეარჩია ფუტურისტული ფორმა , რომელიც წარმოადგინა ფრანგულმა არქიტექტურულმა ბიურომ XTU .

interieris dizaini

სპირალისებურ შენობას , ხშირად  ადარებენ ხან დეკანტერს , ხან წყლის ჭავლს , რომელიც ღვინის ჭიქაზე იწრიტება . შენობას დაერქვა სახელი –  la Cité du Vin ( ღვინის ქალაქი )

gvinis muzeumi bordoshi

 

მდორედ მოხრილი  ფორმა შექმნილია კომპიუტერული მოდელირებით და ხის მასალის კონსტრუქციით , რომელიც გამოყენებულია ისევე როგორც მეტალი . შენობას ერთი მხრიდან , ეფექტური ხის არკები აქვს ( მათი რაოდენობა 574 ია ) ღვინის გადამზიდავი ხის გემივით .  მეორე მხრიდან კი ეკოლოგიური სივრცეა .   ბორდოში ეკოლოგიურობას ძალიან დიდი ყურადღება ენიჭება – ღვინის მწარმოებლები დამოკიდებულები არიან ეკოლოგიაზე , ხოლო ქალაქის მთლაინი ეკონომიკა კი – ღვინოზე .

შენობის კარკასი შემორტმულია 3000 ალუმინისა და შუშის პანელით , რომლებიც დაფარულია მზეზე ლამაზად არეკვლადი  ფერადი ლაკით .

gvinis muzeumi bordoshi

 

მუზეუმის მთლიანად ინტერაქტიულ ექსპოზიციაზე ფრანგულ ბიუროსთან ერთად მუშაობდნენ ბრიტანელი სპეციალისტები საგამოფენო დიზაინის კუთხით –   Casson Mann Limited .

ექსპოზიცია შედგება 20 ინსტალაცისგან , რომელიც მიძღვნილია ღვინის კულტურას , ღვინის მწარმოებელ რეგიონებს და ღვინის დაწურვის პროცესს .

gvinis muzeumi bordoshi

 

განყოფილება ” ღვინის პორტრეტებში ” მოგვითხრობენ მრავალფეროვან საოჯახო ღვინოებზე : თეთრზე , წითელზე , ვარდისფერზე – როგორ ქმნიან მათ , გამოყავთ და ასხავენ . ინსტალაცია ბუფეტი ” მეხუთე გრძნობა ” შედგება სპეციალური ჭურჭლისგან , რომელშიც გაერთიანებულია ხილის სურნელი .

gvinis muzeumi bordoshi

 

რადგან ღვინო უმჯობესია ერთხელ გასინჯოთ , ვიდრე 100 ჯერ ნახოთ – მუზეუმის დათვალიერება ითვალისწინებს დეგუსტაციასაც , ბაკალი ღვინო უკვე შედის ბილეთის ფასში . ვინც მზად არის თემის უფრო ღმად შესწავლისთვის , სტუდიაში Belvedere , რომელიც განთავსებულია მუზეუმის ბოლო პანორამულ სართულზე , ტარდება დეგუსტაციები ღვინის ისტორიის მცოდნეებთან ერთად . სასმელების გაცნობის გაგრძელება შესაძლებელია რესტორანში , ტაპას – ბარში ან ღვინის ბუტიკში , სადაც იყიდება ღვინო 80 ქვეყნიდან .

gvinis muzeumi bordoshi

gvinis muzeumi bordoshi

gvinis muzeumi bordoshi

gvinis muzeumi bordoshi

gvinis muzeumi bordoshi

 

 

 

 

 

 

 

Comments

comments