აივნის მოწყობა

ქალაქის აპარტამენტებში მცხოვრები ბევრი ადამიანისთვის მყუდრო გარე სივრცე ოცნებას წარმოადგენს , თუ თქვენ გაქვთ აივანი , მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა . თქვენ გაეცნობით რჩევებსა და იდეებს თქვენი აივნის მოსაწყობად .

1 . დაამატეთ პატარა მაგიდა თქვენს აივანს

დილის ყავის მყუდრო აივანზე დალევა დიდი სიამოვნებაა , თქვენ ამისთვის მხოლოდ მცირე ზომის მაგიდა და 1 ან 2 სკამი დაგჭირდებათ . მისი ზომა თქვენი აივნის ზომაზეა დამოკიდებული .

aivnis gaformeba

2 . ე . წ . ჩაშენებული დასაჯდომი

ჩაშენებული ან გაჭედილი ბენჩით თქვენ გაზრდით სივრცეს , ასევე თქვენ ქარის შემთხვევაში არ გექნებათ სანერვიულო  , რაც დიდი პლუსია .

aivnis gaformeba

3 . გამწვანება

აივანს ყველაზე მეტად მცენარეები უხდება . იგი ეზოს შთაბეჭდილებას ქმნის და გარემოს უფრო სასიამოვნოს ხდის . რაც უფრო მეტი და დიდი მცენარე იქნება აივანზე , მით უფრო ლამაზია იგი .

aivnis gaformeba

4 . ბალიშები

სულაც არ არის საჭირო აივანზე ავეჯი იყოს , უბრალოდ აიღეთ რამდენიმე ფერადი იატაკის ბალიში და განათავსეთ თქვენს აივანზე  , ისინი მოხმარებისასაც კომფორტულია , რადგან მარტივია მათი გადაადგილება .

aivnis gaformeba

5 . ხალიჩა

აივანზე ხალიჩის განთავსება უფრო მყუდრო იერს ანიჭებს სივრცეს , დიზაინერების რჩევაა , ხალიჩას ჰქონდეს განსაკუთრებული პატერნი , რომელიც აივნის შუაგულში ცენტრალური წერტილი იქნება .

6 . გამოიყენეთ კედელი

დაკიდეთ კედელზე მცენარე , რომელიც ნებისმიერ ამინდს გაუძლებს , როდესაც აივანი ძალიან პატარაა , ეს დეტალი დაგეხმარებათ , არ დაკარგოთ სივრცე მცენარეების ქოთნებით .

aivnis gaformeba

7 . განათება

აივნის განათებისთვის ჭაღის გამოყენება დაგეხმარებათ რომ იგი მყუდრო იყოს , თუმცა უნდა გაითვალისწინოთ მისი გამძლეობა ამინდის მიმართ .

aivnis gaformeba

8 . დაკიდებული სკამი ან ჰამაკი

თუ გსურთ ბუნება და სახლის გარემო გააერთიანოთ , ეს საუკეთესო გზაა

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ

Comments

comments