გრანჟი ინტერიერში

 გრანჟი ინტერიერში არის ერთ – ერთი ყველაზე მოდური ტრენდი თანამედროვე ინტერიერის მოწყობის სტილებს შორის . შეუხამებლის შეხამება , ძველისა და ახლის თანაცხოვრება , არაორდინალურისა და საინტერესოს სინთეზი , ეს არის გრანჟის განმასხვავებელი ნიშნები . აღსანიშნავია ის ფაქტიც , რომ დიზაინერებს შორის არსებობს ამ სტილის რამოდენიმე ინტერპრეტაცია და განმარტება , მათ შორის ორი ძირითადი : პირველის და ყველაზე პოპულარულის თანახმად , გრანჟი არის ფრანგი ბურჟუაზების მიერ პროვინციული ცხოვრებისთვის ადაპტირებული კლასიკური ინტერიერი . ადაპტაცია გულისხმობს კლასიკას პათოსის გარეშე , მშვიდ და ხელმისაწვდომ ინტერიერს . ეს სტილი გაჩნდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში და მიზნად ისახავდა ძვირადღირებული და ფუფუნების საგნებით აღსავსე კლასიკის კონტრმაგალითის , ალტერნატივის პოვნას , მისი საუკეთესო თვისებების შენარჩუნებით . ის ადამიანის გულს სიმშვიდით და ესთეტიური კომფორტით იგებს . მდიდარი ფრანგი არისტოკრატები , რომლებიც ცდილობდნენ პარიზის ხმაურიანი გარემო თავიდან აეცილებინათ , სახლდებოდნენ პროვინციებში , სადაც ქმნიდნენ კომფორტულ „ ოჯახის ბუდეებს “ , პრაქტიკულად და მარტივად აწყობდნენ ინტერიერს , ამიტომაც გრანჟი ინტერიერში გვაგონებს ცნობილი მხატვრების ტილოებიდან გადმოსულ საგვარეულო სახლებს .

grabjis stili interiershi

აქ თითქოს ყველაფერი უარყოფს ფუფუნებას . მაგრამ ყველაფერი ზედმეტად მარტივი იქნებოდა , რომ არა ერთი ნიუანსი : გრანჟის სტილში ყველა დეტალი უნდა იყოს შესრულებული უმაღლეს დონეზე . გრანჟს შეიძლება მშვიდი კლასიკა ვუწოდოთ . შესაბამისად, ამ სტილის განმასხვავებელი ასპექტების სიაში , პირველ რიგში , უნდა აღვნიშნოთ ის , რომ გრანჟი უპირველეს ყოვლისა კლასიკის პროტოტიპს წარმოადგენს , მაგრამ მიუხედავად ზომიერი სიმკაცრისა , მაინც , უფრო წყნარია . ეს არის საშუალო კლასის ყოველი წარმომადგენლისთვის ხელმისაწვდომი კლასიკა . აქ ვერ ნახავთ ხეში ნაკვეთ დეტალებს , მოოქროვილ ნივთებს , პატინას და სხვა პათოსურ დეკორაციებს . ეპითეტები , რომლებითაც გარანჟის სტილში შესრულებილი ინტერიერის დახასიათება შეიძლება , არის სიმარტივე , რესპექტაბელურობა , სიმყუდროვე და რაც მთავარია თავშეკავებულობა . მეორე ვერსია ამ სტილის განმარტებისა სიეტლში დაიბადა .

grabjis stili interiershi

არის მოსაზრება , რომ მისი სახელი წარმოიშვა ინგლისური სიტყვისგან “Grunge”, რაც პირდაპირ თარგმანში „ ჭუჭყს “ ნიშნავს . ინტერიერის ამ ინტერპრეტაციას გააჩნია თავისი განმასხვავებელი ნიშან – თვისებები . პრაქტიკიკულად შეუძლებელია ეს სტილი რომელიმე სხვაში შეგეშალოს . ხელოვნებაში ამ სტილის აღწერა შეიძლება შემდეგნაირად , თუ თქვენ ხედავთ ქუჩაში ადამიანს , რომელიც ჩაცმულობით უსახლკაროს გავს , მაგრამ ახლოს მისვლის და კარგად დაკვირვების შემდეგ ხვდებით , რომ ყველა მისი ნივთი და აქსესუარი მაღალი ხარისხისაა , ხოლო გაცვეთილობა მხოლოდ ვიზუალური ეფექტია , იცოდეთ, რომ ეს არის სიეტლის გრანჟი . გრანჟის ავეჯი არა მხოლოდ ასახავს ისტორიას , არამედ ასევე აყალილბებს ცხოვრების წესს : დემოკრატიული , მაგრამ კომფორტისა და ტრადიციის წილით . ამ სტილის ნივთები , გარდა რესპექტაბელური ხიბლისა , გამოირჩევიან ფუნქციონალურობით და სიმყუდროვით . ავეჯს , უმეტეს შემთხვევაში აქვს რბილი , გლუვი ფორმები , რაც სიმარტივის მიუხედავად უნარჩუნებს ელეგანტურობას . მისი ფერი და ასევე მასალა , ჩვეულებრივ , ღია ტონებში ვარირებს .

grabjis stili interiershi

უპირატესობა ენიჭერა ნატურალურ მასალებს და ტექსტილს : ბამბა , ხე , სელი და სხვა . დღეს ბევრი მწარმოებელი ქმნის ელიტარულ , ხელოვნურად დაძველებულ , მაგრამ უმაღლესი ხარისხის ავეჯს , გაპრიალების , ხეზე კვეთის , მოოქროვების ან ძვირადღირებული დეკორის გარეშე . მრგვალი მაგიდა , თაროები , დივან – სავარძლები მრგვალი ფეხებით ქმნის ელეგანტურ , მაგრამ არა ეპატაჟურ ინტერიერს . ასევე ამ სტილში მიზანშეწონილია ახალი , თანამედროვე ავეჯის თანაცხოვრება ძველ , კარგად რესტავრირებულ ნივთებთან , რომლებსაც არაერთი თაობა ხმარობდა , მთავარი კრიტერიუმი მხოლოდ ის არის , რომ ნებისმიერი ავეჯი უნდა იყოს კომფორტული და მყუდრ ო. ასევე გრანჟის სტილში გაფორმებული ოთახი უნდა იყოს ნათელი და ფართო . მისაღები ოთახი , ჩვეულებრივ , თავისუფალი გეგმარებით ხასიათდება და აქ ზონირება ავეჯით ხდება . არ არის მიზანშეწონილი მისი დიდი რაოდენობის ნივთებით დატვირთვა . აქ უნდა იყოს საკმარისი ადგილი წყნარად დასვენებისთვის და სასიამოვნო საუბრისთვის . სახლის სიმყუდროვეს შეავსებს კედელზე დაკიდული  სურათები , ლამაზ ჩარჩოებში . დღის შუქის მაქსიმალურად ინტეგრირებისთვის საცხოვრებელ სივრცეში , ხშირად იყენებენ მონოტონურ ფარდებს , ლამბრეკენების გარეშე . განათება რბილია და გაფანტული .

grabjis stili interiershi

 განათების ელემენტები :

1 . გრანჟი არ იტანს გაუმართლებელ ფუფუნებას , ის პროპაგანდას უწევს გონივრულ ფილოსოფიას , რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს კლასიკას ყველაფერი ზედმეტის გარეშე .

 2 . გრანჟი არ არის ისეთი დაუდევარი , ისეთი არააკურატული როგორიც ქანთრი ან პროვანსი .

 3 . გრანჟი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მატერიალების ხარისხს . მოსაზრება , რომ  რადგან გრანჟში არ არის ფუფუნების საგნები , მოოქროვილი ნივთები და ხის ნატიფი დეტალები , ის უფრო იაფია კლასიკაზე , მცდარია. ამ სტილში ინტერიერის აქსესუარების და მასალების შერჩევისას დიდი დრო ეთმობა და პირველ რიგში ექცევა ყურადღება , თუ რამდენად ხანგამძლეა ესა თუ ის მატერიალი .  

4 . გრანჟს უყვარს კომფორტი და სიმყუდროვე . ეს პრინციპში შეიძლება ითქვას ყოველ სტილზე ინტერიერში , მაგრამ ამ სტილის შემთხვევაში იგულისხმება დასასვენებელი ადგილები , რბილი სავარძლები და დივნები , ადგილები , სადაც შესაძლებელია ჩამოჯდე და სასიამოვნო საუბარი გამართო კომპანიასთან ერთად .

5 . გრანჟს აქვს საერთო ინტერესები პროვინციულ , რუსტიკალურ სტილთან . გრანჟი უარს ამბობს ფუფუნების საგნებზე და დეკორზე და ზოგ ძვირადღირებულ ელემენტს უფრო მარტივი პროტოტიპით ანაცვლებს .

 6 . გრანჟი კარგად ითავსებს ხელოვნების ნიმუშებს . დეკორი არ შემოიფარგლება მხოლოდ ოჯახის ფოტოარქივის ნიმუშებით . გრანჟის მოყვარულები ხშირად ხელოვანი ხალხი , ან კითხვის მოყვარულები არიან . ამიტომ წიგნებს და ნახატებს ინტერიერში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა .

grabjis stili interiershi

 განვიხილოთ კერძო მაგალითი . ბინა, რომელსაც მოცემულ სურათზე ხედავთ მდებარეობს მოსკოვში , ლენინის პროსპექტზე . საერთო ფართი  154,6 მ 2 – ს შეადგენს . ბინა გრანჟის სტილშია შესრულებული და გამოირჩევა განსაკუთრებული დახვეწილობით , ტრადიციულობით და ზომიერი სიმკაცრით . დიზაინერებმა შესანიშნავად გამოიყენეს თავისუფალი გეგმარება და შექმნეს სასიამოვნო სასაუბრო და დასასვენებელი სივრცე , რაც გრანჟის ერთ – ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია . პროექტი გამოირჩევა დასმული ამოცანის ფუნქციონალური გადაწყვეტით და უწვრილესი დეტალებისადმი დიდი ყურადღებით . გრანჟს არ აქვს მკაცრი კანონები და მოთხოვნები, სტილი არის ფრანგი ბურჟუაზების მიერ შესრულებული კლასიკის ადაპტაცია , აქცენტიც მოცემულ ინტერიერში ამ ფაქტზეა გაკეთებული  .

grabjis stili interiershi

იგრძნობა ჰარმონიულობა , ბინა არის პრეზენტაბელური , მაგრამ ამავდროულად მარტივად და ზომიერად მოწყობილი . გეგმარება ითვალისწინებს ოთახებს , არამარტო ოჯახის წევრებისთვის , არამედ სტუმრებისთვისაც . ინტერიერში ფიგურირებს კომფორტული , რბილი ავეჯი , შესრულებული ნატურალურ ხესა და ნატურალურ ქსოვილში , ოდნავ მოძველებული და რესტავრირებული კარადები , აკურატული ფანჯრები ნაქსოვი ფარდებით , მონოტონური რბილი ხალიჩები , მრავალფეროვანი ტორშერები , სანათები და ჭაღები . რეზიდენციის მთავარი ნაპერწკალი მაინც საერთო ოთახის ზონირებაა . სამზარეულო – მისაღები – სასადილო .

grabjis stili interiershi

ოთახი შესრულებულია ღია ფერებში , ავეჯი ძირითადად თეთრია , მუქი ფერის ხის მარტივი ფეხებით . ორნამენტით მოხატული მრგვალი მაგიდა , აქვე განთავსებულია დივანი დეკორატიული ბალიშებით , მონაცრისფრო – მოთეთრო ფერთა გამაში , ხოლო მის წინ ძველებური კომოდი და კარადა ხვეული კიდეებით . ნიშაში , ფანჯარასთან, დიზაინერებმა მოათავსეს ორი კომფორტული სავარძელი , იდეალური პრივატული საუბრისთვის . ბინაში კარგად არის შერწყმული პროვინციალური ფრანგული სიმყუდროვე და არისტოკრატული დახვეწილობა, რაც დიდი ოჯახისთვის კომფორტულ გარემოს ქმნის.

grabjis stili interiershi
grabjis stili interiershi
grabjis stili interiershi

სტატია მოამზადა – ლინდა დევაძემ

Comments

comments