დიზაინის პრინციპები

როგორ გამოვიყენოთ დიზაინის ძირითადი პრინციპები სახლის მოწყობისას

ზოგიერთ ადამიანს სტილის თანდაყოლილი შეგრძნება აქვს , ზოგიერთები კი სწავლობენ მას , ივითარებენ უნარებს , რაც ხშირ შემთხვევაში წარმატებული დიზაინით სრულდება . თუ თქვენ არ გაქვთ ცოდნა ამ სფეროში , სტატიაში სწორედ თქვენთვისაა რამდენიმე პრინციპი და რჩევები დიზაინერებისგან . მათი გათვალისწინება აუცილებლად დაგეხმარებათ , თქვენს სახლს შესძინოთ კრეატიულობა და პრეზენტაბელურობა .

როგორ გამოვიყენოთ დიზაინის ძირითადი პრინციპები სახლის მოწყობისას

1 .  მიჰყევით კენტი რიცხვების პრინციპს

თქვენ შეიძლება უკვე იცნობდეთ სამის წესს ფოტოგრაფიაში . კენტი რიცხვებით დეკორირებას შეუძლია ჰარმონიულიბა და ვიზუალური ინტერესი შექმნას , ამასთან დაკავშირებით დიზაინერი სესილია უოლქერი ამბობს :

  • ამ წესის მთავარი იდეა ის არის , რომ დეტალები და ნივთები , რომლებიც დაჯგუფებულია კენტი რაოდენობით , მეტად დასამახსოვრებელი , ეფექტური და მიმზიდველია , ვიდრე ჯგუფი ლუწი რაოდენობის ნივთებით .
როგორ გამოვიყენოთ დიზაინის ძირითადი პრინციპები სახლის მოწყობისას

ამ წესის გამოყენებისას გაითვალისწინეთ , რომ სხვადასხვა სიმაღლის , ფაქტურისა და ფორმის ნივთები უფრო ლამაზად გამოიყურებიან ერთად , თუმცა მათ უნდა ჰქონდეთ საერთო , რადგან ისინი ერთმანეთთან კავშირში იყვნენ განსხვავებულობის მიუხედავად . მაგალითისთვის შეხედეთ ფოტოს , 3 ვაზა , სამივე განსხვავებული სიმაღლის . მთავარი მასალა – მინა , მათი საერთოა , ასევე დაწნული სადგამები . თუმცა აქ განსხვავებული ელემენტებიცაა : ქვიშა , წყალი , ლაიმის ფაქტურები .

როგორ გამოვიყენოთ დიზაინის ძირითადი პრინციპები სახლის მოწყობისას

2 . იპოვეთ თქვენი ოთახის მთავარი ელემენტი

ოთახის მთავარი წერტილი მისი ყველაზე განსაკუთრებული ელემენტია . ეს არის საგანი , კედელი ,  დეკორატიული ელემენტი ან ნებისმიერი რამ , რომელსაც ოთახში შევლისას პირველს ამჩნევს თვალი .
ოთახის მოწყობის დაწყებისას კარგი სტარტია სწორედ მთავარი ელემენტის პოვნა . ბევრ ოთახს თავიდანვე აქვს მნიშვნელოვანი საგანი : განიერი დიდი ფანჯრები კარგი ხედით , ან მაგალითად ბუხარი . თუ თქვენს ოთახს ეს ელემენტები არ აქვს , მაშინ ამ საკითხის გადაწყვეტის გზებს და რჩევებს გაეცანით :

როგორ გამოვიყენოთ დიზაინის ძირითადი პრინციპები სახლის მოწყობისას

– შეღებეთ ერთი კედელი განსხვავებული ფერით , და გააფორმეთ აქსესუარებით ან თაროებით , გირჩევთ ინტერიერის დიზაინერი Coral Nafie .
– გადაწყვითეთ , რა ფუნქციის მინიჭება გინდათ ოთახისთვის , და მის მთავარ ელემენტად შეარჩიეთ ისეთი საგანი , რაც ოთახის ფუნქციაზე იმეტყველებს , მაგალითად , თუ სივრცის გამოყენება გსურთ წიგნის საკითხავად , მისი მთავარი წერტილი წიგნების თარო იქნება .
– Nafie ასევე გვირჩევს დიდი ზომის ავეჯის გამოყენებას მნიშვნელოვან ფიგურად .
– ასევე შეგიძლიატ დიდი ზომის ხელოვნების ნიმუშების ან დიდი ზომის სარკის მთავარი ელემენტად გამოყენება .

როგორ გამოვიყენოთ დიზაინის ძირითადი პრინციპები სახლის მოწყობისას

3 . მიჰყევით ზომების მთავარ წესებს

რამდენიმე რჩევა ავეჯის ზომებთან დაკავშირებით , რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ :

– ჟურნალების მაგიდა : ჟურნალების მაგიდა  დაახლოებით 35 სანტიმეტრით მოაშორეთ დივანს , გირჩევთ დეკორატორი მარია კილემი . თუმცა ზოგიერთი დიზაინერი ამ მანძილის 45 სანტიმეტრამდე გაზრდას ამჯობინებს .
– დაკიდებული ხელოვნება : როდესაც ხელოვნების ნიმუშები დაკიდებულია , მისი ცენტრი თვალის სიმაღლის მიხედვით შეარჩიეთ , რაც საშუალოდ იატაკიდან 150 – 160 სანტიმეტრია , ამბობს Driven By Décor – ის მთავარი დიზაინერი .
– როდესაც ნახატს დივანის თავზე კიდებთ , დარწმუნდით , რომ იგი არ აღემატება დივანის სიგანის 2 / 3 – ს .ასევე ავეჯსა და ნახატს შორის უნდა დატოვოთ 12 – 25 სანტიმეტრი .
– დაკიდებული ფარდები : Crate and Barrel ამბობს , რომ ფარდა უნდა ფარავდეს ფანჯრის დაახლოებით 8-10 სანტიმეტრს თითოეულ მხარეს . ფარდის საკიდი ფანჯრიდან 10 საინტიმეტრით უნდა იყოს დაშორებული , თუმცა თუ თქვენ გინდათ რომ ვიზუალურად სიმაღლის გაზრდა , მაშინ შეგიძლიათ გადააჭარბოთ 10 სანტიმეტრს , თუმცა არ უნდა გადაცდეთ 20 სმ – ს . თუ თქვენ გინდათ რომ ისინი განიერად გამოიყურებოდნენ შეგიძლიათ 10 სანტიმეტრის წესი დაარღვიოთ  და იგი 30 სანტიმეტრამდე გაზარდოთ .
– ტელევიზორი :  მანძილი ავეჯსა და ტელევიზორს შორის მის ზომაზეა დმაოკიდებული . ყველაზე მარტივი წესია , რომ თქვენი ტელევიზორის დიაგონალი გაამრავლოთ ორზე , და სწორედ ამ მანძილით დააშოროთ ავეჯისგან .

როგორ გამოვიყენოთ დიზაინის ძირითადი პრინციპები სახლის მოწყობისას


ხალიჩები :  ხალიჩებისთვის სამი მთავარი წესია , რომელიც შეგიძლიათ გაითვალისწინოთ .

ALL ON ( ყველაფერი ზედ ) : თუ ხალიჩა დიდი ზომისაა , თქვენ შეგიძლიათ მთელი ავეჯი მის ზედაპირზე განათავსოთ . თუმცა გაითვალისწინეთ , რომ ამ შემთხვევაში თითოეულ მხარეს  30-40 სანტიმეტრი უნდა დარჩეს . გირჩევთ დეკორატიული ელექტრონული ჟურნალი Houzz – ი .

როგორ გამოვიყენოთ დიზაინის ძირითადი პრინციპები სახლის მოწყობისას

ALL OFF : თუ თქვენ პატარა სივრცე გაქვთ , თქვენ უნდა აირჩიოთ მცირე ზომის ხალიჩა  და ავეჯის უმეტესობა განალაგოთ მის ირგვლივ . თუმცა houzz -ი გვირჩევს , რომ ხალიჩის ზომა ძალიან პატარა არ იყოს .

FRONT ON :  ბევრი დიზაინერის არჩევანი სწორედ ამ პრინციპზე ჩერდება , რაც გულისხმობს ავეჯის მხოლოდ წინა ფეხების ( სადგამის , ნაწილის ) განთავსებას ხალიჩაზე . ასე ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება და ერთ მთლიანობად  იქცევა .

თუმცა ეს პრინციპები არ ნიშნავს იმას , რომ მათი დარღვევა არ შეიძლება , ასე რომ , არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების .

როგორ გამოვიყენოთ დიზაინის ძირითადი პრინციპები სახლის მოწყობისას

4 . ყურადღება მიაქციეთ პასიურ სივრცეს



პასიური სივრცე არის ისეთი ადგილი თქვენს ინტერიერში , სადაც არ არის განთავსებული არცერთი ნივთი , ხშირ შემთხვევაში ეს არის თეთრი აუთვისებელი კედლები , რომლებიც ცარიელია და დაუკმაყოფილებლობის შტაბეჭდილებას ქმნის . თუმცა არ დაგავიწყდეთ , რომ ხშირად LESS IS MORE , ანუ ცოტა ნიშნავს ბევრს .

პასიური სივრცის დეკორირებისას მნიშვნელოვანია არეულობის თავიდან არიდება . პასიური სივრცის დეკორაციებით გახალისება შეგიძლიათ , თუმცა მთავარია , რომ ამ ნივთებმა არ შექმნას ქაოსი .

როგორ გამოვიყენოთ დიზაინის ძირითადი პრინციპები სახლის მოწყობისას

ამ წესების მიუხედავად , თქვენი სახლი აუცილებლად უნდა ჰგავდეს საკუთარს , სტატიაში მხოლოდ რამდენიმე გზაა სახლის მოწყობისთვის , რაც არ ნიშნავს იმას , რომ მათი არ გათვალისწინება არ შეიძლება . თქვენი სახლი თქვენი გემოვნებით უნდა იყოს მოწყობილი , მიუხედავად იმისა , დაარღვევთ თუ არა რომელიმე წესს .

როგორ გამოვიყენოთ დიზაინის ძირითადი პრინციპები სახლის მოწყობისას

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ

Comments

comments