ენერგოეფექტური სახლები

ენერგოეფექტურია სახლი , რომელიც იმაზე ბევრად ნაკლებ რესურსს მოიხმარს , ვიდრე ჩვეულებრივი სახლები . რა თქმა უნდა , როგორც ტექნიკურად , ასევე ვიზუალურად გარკვეულ დათმობებზეა წასვლა საჭირო , რის გამოც ხალხი მიიჩნევს , რომ დახვეწილი დიზაინისა და ენერგოეფექტურობის ინტეგრაცია ძალიან რთულია .

სახლი ყველაზე მეტ ენერგიას გაგრილებასა და გათბობაზე მოიხმარს , ამიტომ არქიტექტორებმა ძველი „ ტექნოლოგიამდელი „ მეთოდების თანამედროვეობაში გადმოტანა დაიწყეს , რაც არასასურველი მზის სხივებისგან თავის ასარიდებლად გამოყენებულ საჩრდილობლებსა და ვიწრო ფანჯრებში გამოიხატება , ან პირიქით ბუნებრივი სინათლის და სითბოს მაქსიმალური გამოყენებისთვის – განიერ ვიტრაჟებში .

eko saxlebi

იმის გამო , რომ ხალხის უმეტესობა თავს იკავებს მსგავსი პროექტებისგან არქიტექტორები ძირითადად თავისთვის აშენებენ და ცდილობენ დაანახონ , რომ ცდებიან და ჩვენი პლანეტის გადარჩენისთვის ძალიან მალე სავალდებულო გახდება მსგავსი ტიპის შენობების აშენება.

1. ბამბუკის სახლები ( ელორა ჰარდი , ბალი , ინდონეზია )

ცალკე მდგომი ბამბუკის სახლები ძალიან მომხიბვლელია და ამასთანავე , უამრავი საინტერესო მახასიათებელი აქვს . შენობის მთავარი მასლა ბუნებრივია , თითოეული ღერო სხვადასხვა ფორმისაა რაც სახლების ინდივიდუალურ ფორმას განაპირობებს . ბამბუკი გამოირჩევა ვენტილაციის უნარითაც და ესთეტიურობის მხრივ შეიძლება აღარც განვიხილოთ .

eko saxlebi

2. P . A . T . H . ( ფილიპ სტარკი , საფრანგეთი)

იდეაზე ფრანგი დიზაინერი ერთ – ერთ ფორმასთან – „ რიკო „ , ერთად მუშაობდა . საბოლოოდ , P . A . T . H . სახლი შეიძლება ნებისმიერი ზომის იყოს , როგორც მთლიანად შემინული ასევე ხისა და მინის კომბინაციით ან მხოლოდ ხით . ენერგოეფექტური მახასიათებლებიდან აქ გამოყენებულია სახურავის ქარის ტურბინები , წვიმის წყლის შემგროვებელი და გამფილტრავი ავზები  და ასევე სახურავზე დასამონტაჟებელი ფოტოვოლტარული პანელები .

3. Pop – up house ( Multipod Architects , სამხრეთ საფრანგეთი )

მის აშენებას დაუჯერებლად მცირე დრო დასჭირდა . მშენებლებმა მხოლოდ სახრახნისის გამოყენებით ეს ყველაფერი 4 დღეში დაასრულეს . ასეთი სახლის ფასი მიახლოებით  41 , 000 დოლარია . მას თბოიზოლაციისა და თერმული თვისებების გამო გათბობა არ სჭირდება.

ტექსტი მოამზადა – მარი ზურაბიშვილმა

Comments

comments