ერთ ოთახიანი ბინის დაგეგმარება

ერთ ოთახიანი ბინის დაგეგმარება

საერთო ოთახის დაყოფა ფუნქციონალურ ზონებათ , შენახვის სისტემის გათვალისწინეა და აბაზანის ფართობის გადიდება – ძალიან მნიშვნელოვანია . განსაკუთრებით ეს ეხება ბავშვიან ოჯახებს , რომლებიც ცხოვრობენ ერთ ოთახიან ბინებში .

interieris dizaini

ერთ ოთახიანი ბინა შეგვიძლია გადავაკეთოთ იდეალურ საცხოვრებლად , როგორც ბავშვებიანი ოჯახისთვის , ასევე მარტოხელებისთვის . უდიდესი მნიშვნელობა აქვს მყუდრო გარემოს შექმნას იმ სივრცეში სადაც ბავშვები არიან . განვიხილოთ დაგეგმარების სხვადასხვანაირი ვარიანტები და ნიუანსები .

tixrebis gegmareba

რას წარმოადგენს ბინა სერიით II – 18 – 01

სახლი ( ბინა )  , რომელიც ეკუთვნის სერიას II – 18 – 01 წარმოადგენს საცხოვრებელს აშენებულს ბლოკით , რომელსაც საერთოდ არ აქვს საყრდენი კედლები . მთავარი უპირატესობა ამ სახლის არის აივანი , რომელიც საკმაოდ დიდია , მაგრამ სამზარეულოს ზომები ნამდვილად ვერ გაახარებს დიასახლისის გულს .

tixrebis gegmareba

 

 

ოჯახური წყვილისთვის

შესაძლებელია საცხოვრებელიფართი დავყოთ ზონებათ , სასტუმრო , სადაც დგას დივანი და ტელევიზორი , მსუბუქი სტელაჟით , ერთი კედლის გასწვრივ მოთავსებულია კარადა , რომელშიც ინახება ტანსაცმელი .

აბაზანაში შესასვლელი მოიაზრება მეორე კედლიდან . პატარა ზომის გარდერობი კი ჰოლში მოთავსდება . იქვე იქნება სარეცხი მანქანა და თაროები საჭირო ნივთების შესანახათ .  სამზარეულოში სასურველია კუთხის ავეჯის მოთავსება პატარა მგვალი მაგიდით . ექსპერტთა აზრით , ბინის დაგეგმარებამ განიცადა მინიმალური ცვლილებები .

tixrebis gegmareba

 

ბავშვიანი ოჯახი

ბავშვიანი ოჯახებისთვის იდეალური ვარიანტია გამყოფი  სანიტარული კვანძი , რომელიც იკავებს ჰოლის ნაწილს . უნიტაზის გატანა სანიტარულ კვანძში საშუალებას მოგცემთ დააყენოთ ჩასაწოლი ტიპის აბაზანა .  სპეციალურად დაპროექტებული დიდი ჩასაშენებელი კარადები საშუალებას მოგცემთ შეინახოთ ნივთები ჰოლში და საბავშო ზონაში . მშობლებისთვის დასაძინებელი ადგილი განკუთვნილია დივანზე , მის გვერდზე კი მოწყობილია მოხერხებული და ფუნქციონალური სამუშაო ზონა .

tixrebis gegmareba

ბინა – სტუდიო  ერთი ადამიანისთვის ან წყვილისთვის

ჰოლის დახმარებით გადიდებულია სააბაზანო , რომელიც ახლა წარმოადგენს სააბაზანოს საშხაპე კაბინით , სარეცხი მანქანით და სათავსოთი . შესასვლელსა და სასტუმრო ოთახში პატარა კარადები განთავსდება . ფანჯარასთან ახლოს მოიაზრება სივრცე , სადაც განთავსდება სამუშაო მაგიდა . სამზარეულოში უნდა დავდგათ მოხერხებული გარნიტური და მოძრავი ტიხრები .

როგორც ექსპერტები თვლიან , თავიდანვე უნდა მოხდეს იმ საზღვრების მკაფიოდ დადგენა , რომელიც გამოყოფს ჰოლს ოთახიდან . უშუალოდ ოთახიდან სანიტარულ კვანძში კარის გაჭრა დაუშვებელია  ,  თუ არ არსებობს მეორე სანიტარული კვანძი .

tixrebis gegmareba

Comments

comments