ესტია

ესტია

ქართული ორნამენტებისა და ფერების ისტორია არის ის რამაც გადაწყვიტა ესტიის დაბადება .

ტრადიციული ორნამენტები , თბილისის უნიკალური ჭიშკრები , კარებები და აივნები , ესაა  რაც გვიყვარს , რასაც ვხატავთ და გვინდა ყველას გავუზიაროთ ჩვენებურად და განსხვავებულად .

estia showroomi saxelosno

ესტია  ბერძნული მითოლოგიაში ხელსაქმის , ოჯახური ფუსფუსისა და კერიის ქალღმერთია . ასე დავარქვით ჩვენს სამხატვრო სახელოსნოს – მაღაზიას , სადაც იქმნება და იყიდება ჩვენი პროდუქცია , ტარდება მასტერკლასები ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის .

interieris dizaini

estia showroomi saxelosno

estia showroomi saxelosno

ესტია 2014 წელს შეიქმნა  სამი მეგობრის – ლიკა დიმიტრიადის , ნათია კალმახელიძისა და ნათია ნოზაძის მიერ და მერე    ბევრი მეგობარი შეიძინა . ესტიის სიმბოლოა ბროწეული ,  ბროწეული კი –  მუდმივი განახლების . ჩვენი სურვილიც მუდმივი სიახლეა – ძველის  ახლებურად მიწოდება და დანახვა .

estia showroomi saxelosno

estia showroomi saxelosno

ჩვენი პროდუქცია მოსწონთ ტურისტებს , ქართველებს , ძალიან  მოსწონთ ბავშვებს , რომლებიც ხშირად  გვსტუმრობენ და თვითონ  ცდილობენ ხატონ  ჩვენს მასტერკლასებზე .

estia showroomi saxelosno

ესტიის  მიერ შექმნილ სახლის აქსესუარებში – სარკეები იქნება ეს თუ საკიდები , სკივრები თუ ჩაიდნები ცოცხლდება  ქართული ორნამენტები , თბილისის დახვეული კიბეებიანი სახლები და ეზოები , და ყოველდღიურობას ალამაზებს .

estia showroomi saxelosno estia showroomi saxelosno estia showroomi saxelosno

 

 

გვესტუმრეთ, ჩვენი მისამართია წინამძღვრიშვილის 60 , თბილისი

ტელ. 0099532 2 432006

e-mail: arts.estia@gmail.com

FB: estia.handmade.arts

 

 

 

 

 

Comments

comments