თბილი იატაკის სახეობები

თბილი იატაკის სახეობები

გათბობის რომელი ხერხი ავირჩიოთ ?

ტერმინი ” თბილი იატაკი ” გამოიყენება როცა გათბობის ალტერნატიულ სისტემაზე ვსაუბრობთ . როგორც სახელიდან ჩანს სითბოს გამტარი ელემენტი არის იატაკის საფარი . ” თბილი იატაკი ” დიდი პოპულარობით სარგებლობს , როგორც კერძო სახლებში , ისე ბინებში .

interieris dizaini

თბილი იატაკი ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს სითბოს დამატებით წყაროს , მაგრამ შეიძლება ძირითადიც იყოს . დიფუზიის ეფექტის წყალობით თბილი ჰაერი მოძრაობს დაბლიდან მაღლა , ათბობს მთელ სივრცეს და უზრუნველყოფს კომფორტულ ტემპერატურას . თბილი იატაკის გამოყენება მოსახერხებელია , მას აქვს ტემპერატურის რეგულატორი , რომელიც საიმედოა , ეკონომიურია და აქვს მოქმედების ხანგძლივი ვადა .

თბილი იატაკის სახეობები

არსებობს იატაკის გათბობის ორი სახეობა :

  1. თბილი იატაკი , რომელიც თბება მილებში მიწოდებული ცხელი წყლის ხარჯზე . ის დამონტაჟებულია იატაკის საფარის ქვეშ , მოჭიმულ იატაკში .
  2. ელექტრო თბილი იატაკი , რომლის ელემენტებიც ასევე იატაკის საფარის ქვეშ არის დამალული . ისინი მუშაობენ ელექტრო ენერგიაზე .

თბილი იატაკი რომელიც მუშაობს ცხელი წყლის ხარჯზე

ეს მეთოდი ცნობილია უძველესი დროიდან და მას შემდეგ არც შეცვლილა . მისი მუშაობის პრინციპი ძალიან იოლია . მილების სიტემა ლაგდება მოჭიმული იატაკის ქვეშ , შემდეგ იფარება სითბოგამტარი მასალით ( კაფელი , ხე და ა.შ ) და ირთვება გათბობის ლოკალურ ან ცენტრალურ სისტემაში . ფაქტიურად ეს იგივეა რაც რადიატორი , განსხვავება მდგომარეობს მხოლოდ იმაში , რომ ისინი ჰორიზონტალურად არის განლაგებული . ის საკმაოდ საიმედოა , ექსპლუატაციაში საკმაოდ ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთაა , თუმცა აქვს ნაკლოვანებებიც .

ჩვეულებრივად , თბილ იატაკს უერთებენ გათბობის ცენტრალურ სისტემას და შესაბამისად ის მუშაობს მხოლოდ გათბობის სეზონის დროს , რაც არცთუისე მოსახერხებელია , რადგან სეზონის შუა პერიოდშიც ჩდება  სითბოს ალტერნატიული წყაროს აუცილებლობა .

თუ თქვენ მიუერთებთ თბილ იატაკს ლოკალურ სისტემას ( გაზის ან ელექტროენერგიის ) ეს არ იქნება იაფი ფუფუნება , რადგანაც ის მოითხოვს სპეციალურ აღჭურვილობას და პროფესიონალების დაქირავებას .

მილებს რომლებშიც გადის ცხელი წყალი , აქვს განსაზღვრული დიამეტრი და მონტაჟდება გარკვეულ სიმაღლეზე , ეს მოითხოვს სქელ მოჭიმულ იატაკს . თუ თქვენი ბინა დაბალჭერიანია , იატაკის აწევა რამოდენიმე სანტიმეტრითაც კი პრობლემას შეგიქმნით .

ყველაზე დიდი მინუსი ასეთი იატაკის არის წყლის გაჟონვის რისკი არსებობა . სამწუხაროდ არც ერთი სისტემა ასეთი პრობლემისგან დაზღვეული არ არის . შედეგად ეს გამოიწვევს გათბობის ხარისხის დაცემას , მოჭიმული იატაკის დაშლას და საბოლოოდ ძვირადღირებულ რემონტს .

იატაკის ელექტრო გათბობა

იატაკსი ელექტრო გათბობის სისტემა არის უფრო სრულყოფილი და თანამედროვე . არსებობს ამ სისტემის ორი სახეობა :

კაბელური და აპკისებური . მას გამოიყენებენ როგორც ბინების და სახლების , ასევე არასაცხოვრებელი ფართების გასათბობათ .

კაბელური თბილი იატაკი

iatakis gatbobis saxeobebi

როგორც დასახელებიდან ჩანს – სისტემა მუშაობს კაბელის გათბობის ხარჯზე , რომელიც გარდაქმნის ელექტრონერგიას სითბოთ . კაბელის სისქე და სიძლიერე შეიძლება იყოს სხვადასხვა . ხშირ შემთხვევაში ეს არის მზა სექციები , რომლების გაერთიანებულია ერთ საერთო ელექტონულ ჯაჭვად . დამატებითი დაცვის უზრუნველყოფისთვის ყველა ელემენტი იფარება საიზოლაციო ლენტით , რომელიც არ ცხელდება და არ დნება .

ტემპერატურის კონტროლისთვის იყენებენ თბორეგულატორების სპეციალურ სისტემას . მათი დახმარებით თქვენ შექმნით თქვენთვის კომფორტულ ტემპერატურას , რომლის შენარჩუნება მოხდება ავტომატურად , ელექტროენერგიის მინიმალური დანახარჯით .

აპკისებური თბილი იატაკი

აპკისებური თბილი იატაკის მუშაობის პრინციპი ძალზედ მარტივია და დამოკიდებულია გამოყენებული მასალების სახეობებზე .

  1. წყალგაუმტარი მასალა , რომელშიც ჩართულია კარბონის ბრტყელი რეზისტული ელემენტი . ასეთ სისტემას უწოდებენ კარბონატულს .
  2. თბილი იატაკის ბიმეტალური სისტემა შედგება ორფენიანი თხელი ბიმეტალური ფოლგისგან , რომელიც გერმეტულად შედუღებულია პოლიურეტანულ ფირფიტასთან .

ორივე სახეობა ფართოდ გამოიყენება , არის საიმედო და ეფექტური .

ელექტრო თბილი იატაკის თვისებები :

  1. ელექტრულ სისტემას აქვს პატარა სისქე და ამიტომ მონტაჟის დროს შეიძლება გამოვიყენოთ მინიმალური სისქის მოჭიმული იატაკი . შემდეგში ის უნდა მოვაპირკეთოთ ლამინატით , კაფელით , ხით , კავროლინით და ა.შ . საბოლოოდ მივიღებთ თბილ იატაკს , ისე რომ არ შევცვლით ოთახის გაბარიტებს .
  2. მონტაჟის მარტივი პრინციპი – მზა ელექტრო ელემენტები ლაგდება წინასწარ მომზადებულ ზედაპირზე , შემდეგ ხდება მათი ერთმანეთთან შეერთება და ელექტრო ქსელში ჩართვა . ბოლოს იგება დამამთავრებელი ფენა – იატაკის საფინალო საფარი .

პრაქტიკულად ელექტროენერგია 100% – ით გარდაიქმნება სითბოთ და დანაკარგების გარეშე გადაეცემა იატაკის საფარს .

Comments

comments