კინემატოგრაფია და ინტერიერის დიზაინი

მესამე ნაწილი

სტატიაში გაგაცნობთ კორეელი რეჟისორის – ბონგ ჯუნ ჰოს ოსკარის ფილმ ,,პარაზიტში“ წარმოდგენილ ინტერიერის დიზაინსა და არქიტექტურას . ფილმი ასევე წარდგენილი იყო საუკეთესო პროდაქშენ დიზაინის ნომინაციაში და დამსახურებულადაც გაიმარჯვა .


ფილმში მთავარ პერსონაჟებს შორის კლასობრივი თუ სოციალურ-ეკონომიუკური სხვაობის ხაზგასასმელად მათი საცხოვრებლების ნახვაც კი საკმარისია . სწორედ ეს იყო რეჟისორის მიზანიც . ღარიბი პერსონაჟების საცხოვრებელი სარდაფს წარმოადგენდა , მთელი ქუჩის არქიტექტურა და დიზაინი თავად რეჟისორმა გადმოიტანა კორეის მიტოვებული ქალაქიდან .


ფილმში გამოყენებული სეტები ნამგოონგ ჰეიონჯასა და ლი ჰა ჯუნს ეკითვნით .
მათ დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს თითოეულ დეტალს და დიზაინის ყველა ელემენტს და ამ ყველაფერს დიდი შრომა დაჭირდა . სურათის შესაქმნელად სახლის ერთ-ერთი ლამაზი ნაწილის – კიბის შექმნა ცალკეულად გახდა საჭირო .

პერკების საცხოვრებლის ერთ-ერთი ფასადი განიერ , მასიურ შუშას წარმოადგენს , რომლის ზომებიც სპეციალურად კამერის რატიოს შესაბამისია , ამ გზით სახლის ფასადი კადრში იდეალური სიმეტრიით ხვდება .

მდიდრული სახლი კონტემპორარი სტილშია გადაწყვეტილი . სწორი ხაზები , ბეტონის და და შუშისგან შექმნილი თანამედროვე არქეტექტურა და ინტერიერი ხაზს უსვამს მთავარი გმირების სოციალურ მაღალ კლასს .

ინტერიერში გამოყენებული ავეჯი სკამებიდან სანათებამდე – შეიძინეს ცნობილი თანამედროვე კორეელი დურგლის – ბაკ ჯონგ სუნისგან . მაგიდის დიზაინიც კი გადმოსცემდა სოციალურ ფენებს შორის სხვაობას – ჟურნალების მაგიდა რამდენიმე ნაწილისგან შედგება : მაღალი (მაღალი ფენის მეტაფორა) და დაბალი ( დაბალი ფენის მეტაფორა ) .

როგორც ხვდებით , ფილმის დეტალები იმდენად დიდ როლს თამაშობს , რომ თითოეულ ელემენტს შეუძლია ცალკეულად გადმოსცეს ფილმის იდეა .

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ

Comments

comments