ლოფტი

ლოფტი : ძველი ქარხნებიდან ქალაქის თანამედროვე აპარტამენტებამდე

ლოფტი თანამედროვე ქალაქური ინტერიერის დიზაინის სახელწოდებაა და იგი ხასიათდება ღია სივრცეებითა და ინდუსტრიული დეკორატიული ელემენტებით ( ძალიან მაღალი ჭერი ,  დაუმუშავებელი  კედლები , თვალშისაცემი მილები, ქვის იატაკი და ა . შ .

loft - saintereso interieris dizaini

დღესდღეობით ეს სტილი მთავარი ტრენდია როგორც ამერიკაში , სადაც ეს მიმართულება დაიბადა , ასევე ევროპაში . ლოფტს ხშირად კრეატიული , თავისუფლების მოყვარული ხალხი ირჩევს . მიუხედავად იმისა , რომ ერთი შეხედვით ამ  სტილის დეკორაციები არ საჭიროებს დიდ ბიუჯეტს , ლოფტი ითვლება ერთ-  ერთ ძვირ სტილად .

loft - saintereso interieris dizaini

სიტყვა ,, loft “ სიტყვასიტყვით ქარხნის ან საწყობის ბოლო სართულზე განთავსებულ მანსარდს , სხვენს ნიშნავს . ასეტი ინტერიერები თავდაპირველად ქარხანას მოგაგონებთ , თუმცა თუ კარგად დააკვირდებით შეამჩნევთ უნიკალურ შტრიხებს , რაშიც ხშირად გამოიხატება მფლობელის გემოვნება .

loft - saintereso interieris dizaini

ლოფტები ხშირ შემთხვევაში 100 კვადრატულ მეტრზე დიდია და განათებულია ბუნებრივი მზის შუქით , რასაც უზრუნველყოფს დიდი , განიერი ფანჯრები . აქ დიდი სივრცეებია და იშვიათადაა დანაწევრებული .

loft - saintereso interieris dizaini

როდესაც ამ სტილის ინტერიერში იმყოფებით , თქვენი თვალისთვის ოთახის ნებისმიერი კუთხე მარტივად დანახვადი და აღქმადია , საცხოვრებელში მხოლოდ სააბაზანო , საძინებელი და საკუჭნაოა გამოყოფილი კედლებით ან ტიხრებით .

loft - saintereso interieris dizaini

სხვადასხვა არქიტექტურული გადაწყვეტების ჰარმონიული მიქსი ამ სტილის მთავარი კონცეფციაა . ლოფტში  წარსულის ელემენტები ( დაუმუშავებელი აგურის კედლები , ძველი ჩარჩოები , მეტალის კიბე და სავენტილაციო სისტემები , რომლებიც თვალსაჩინოა ) ბუნებრივად გამოიყურება თანამედრობე ტექნიკასთან , განათებებთან , მეტალის დეტალებსა და სარკეებთან ერთად .

loft - saintereso interieris dizaini

ლოფტის მთავარი დამახასიათებელი შტრიხები
–  თავისუფალი და გახსნილი გეგმარება . ტიხრებისა და ზონების მინიმალური რაოდენობა ამ სტილის დევიზია .
–  მაღალი ჭერი – იდუსტრიულმა ლოფტმა  აღიარება პირველ რიგში , ხესა და მეტალს , გამოფენილ  სავენტილაციო კონსტრუქციებსა და საკომუნიკაციო მილებთან ტანდემში მყოფი მაღალი , მიუწვდომელი ჭერებით მოიპოვა .
–  დაუმუშავებელი კედლები – ბეტონის სიჭარბე , თაბაშირი და აგური – ინდუსტრიული სტილისთვის დამახასიატებელი მტავარი ელემენტებია .
–  ღია ფერები – მიუხედავად ამ სტილის სიუხეშისა , თანამედროვე ლოფტი არ არის ძალიან მუქი და არ ახშობს ბუნებრივ განათებას . ამის მისაღწევად ლოფტში არ გამოიყენება ფარდები .
–  ბუხრები და ღუმელები – ჩვეულებრივ ისინი უზრუნველყოფდნენ ქარხნის გათბობას , თუმცა ლოფტის ეს ელემენტები ამ სტილის ჰაილაითია და ისინი ასოცირდებიან ამ ინტერიერთან .
–  კიბე – მაღალჭერიანი სივრცეები საშუალებას იძლევა , რომ საცხოვრებელში იყოს ანტრესოლი , საძინებელი ან ამუშაო სივრცისთვის . კიბის მთავარი მასალები ხე და მეტალია .
– ფუნქციონალური ავეჯი – ამ სტილისთვის მიღებულია თანამედრობე დიზაინის ავეჯისა და გასული საუკუნის დეტალების კომბინირება . ირჩევენ ნეიტრალურ ტონებს ან პრიალა აქცენტებს .

loft - saintereso interieris dizaini

ტიპური ლოფტი დიდ სივრცეს წარმოადგენს  აგურის კედლებით , ბეტონის ან ბუნებრივი იატაკით , ავეჯის მცირე რაოდენობით , პრიალა აქსესუარებით და ტანამედროვე ტექნოლოგიით . თანამედროვე პრაქტიკაში ლოფტის სტილის რამდენიმე ვარიაცია გამოიკვეთა :


– ბოჰემური – კლასიკური ქარხნის შტრიხები აბსოლუტურად შენარჩუნებულია . ავეჯი და აქსესუარები ცრეატიულია . თანამედროვე დიზაინერული გადაწყვეტები კომბინირებულია ძველ ნივთებთან . ბოჰემური ლოფტი ნახატებითა და სხვადასხვა დეკორატიული ნივთების სიჭარბით გამოირჩევა , თანაც არ არის აუცილებელი , რომ ისინი ერთმანეტს უხდებოდნენ , ხშირ შემთხვევაში ავანგარდული ნახატები , სკულპტურები და მუსიკალური ინსტრუმენტები გამოიყენება .

loft - saintereso interieris dizaini


-გლამურული – ეგრეთწოდებული გლამურული ლოფტი გამოირჩევა ფერების არატრადიციული კომბინაციით . აქ ყურადღება ექცევა დეკორატიულ ელემენტებს – სანათებს , ჭაღებს , ბაროკოული სტილის სარკეებს , დიდ მცენარეებს ბეტონის ქოთანში .

loft - saintereso interieris dizaini


– ინდუსტრიული – ეს ლოფტის ყველაზე პოპულარული სახეობაა . ამ შემთხვევაში გამოიყენება მეტალი , სავენტილაციო მილები , ხის ელემენტები , მაქსიმალურად ფუნქციონალური ავეჯი მარტივი გეომეტრიული შტრიხებით – ისინი ქმნიან ქარხნის ინტერიერით შთაგონებული კომფორტული საცხოვრებლის შთაბეჭდილებას , რაც ლოფტის სტილის მთავარი მიზანია .

ლოფტის განმასხვავებელი ელემენტები
 
ამ უნიკალური სტილის ინტერიერის შესაქმნელად , დაუნაწევრებელი დიდი ოთახი დიდი ფანჯრებით და ტიპური ბეტონის ან აგურის კედლები იდეალურია . მთელი სივრცე თანამედრობე და ძველი ტექსტურებითა და მასალებით უნდა იყოს მოპირკეთებულიი . ჭკვიანურად კომბინირებული ელემენტები , მცირე ზომის დაბალჭერიან აპარტამენტშიც კი მოახერხებენ ურბანული ინდუსტრიული შარმის შეტანას .
ზონირებისას მიზანშეწონილია მხოლოდ სააბაზანოს , საძინებლისა და საკუჭნაოს გამოყოფა კედლებით , თუმცა ხშირად გამოიყენება მინის ტიხრები , დეკორატიული თაროები  , იატაკი და ავეჯი კონკრეტული ზონების გამოსაყოფად .


loft - saintereso interieris dizaini


იატაკის მოპირკეთება ლოფტში – ბეტონი იატაკის კლასიკური მოსაპირკეტებელი მასალაა ამ სტილში , თუმცა ცივ ქალაქებში ის არაკომფორტულია , ამ შემთხვევაში გამოიყენება :


– მოზაიკური ბეტონო
– ხე , ლამინატი
-პარკეტი
-კერამიკული ფილები ( სააბაზანოსა და სამზარეულოში )
-ხელოვნური ქვა ან მარმარილო .

იატაკისთვის სხვადასხვა მასალების გამოყენების წყალობით , სამზარეულო და საძინებელი სივრცეები საერთო სივრცისგან შეიძლება გამოიყოს, მირებულია ხალიჩებისა და ქვეშაგების გამოყენებაც .

ჭერი – მაღალი ჭერისთვის კლასიკური ინდუსტრიული ელემენტების დამატებით , როგორიცაა ხე ,  სავენტილაციო მილები – თქვენ მოახერხებთ ინდუსტრიული სულისკვეთება შეიტანოთ დაბალჭერიან აპარტამენტშიც კი , თუმცა ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია ჭერის მოპირკეთება თაბაშირიტ ან მისი თეთრად შეღებვა .

ფანჯრები – ოთახის კარგი განათებისთვის , ფანჯრები შეძლებისდაგვარად განეირი უნდა იყოს . ამერიკული ლოფტის იდეალური კომბინაციაა – ვიტრაჟები იატაკიდან ჭერამდე ქალაქის ლანდშაფტის ხედით .
ფანჯრის ჩარჩოები ხშირ შემთხვევაში ხის ან ხისფრად შეღებილია , არ გამოიყენება ფარდები ან ჟალუზები , თუმცა ზოგ შემთხვევაში თეთრი კოტონის როლერები არაჩვეულებრივად გამოიყურება .

განათება ლოფტში

ლოფტი ხასიათდება განსხვავებული განათების ელემენტებით , სანათების დიდი რაოდენობის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ იდეალურად გაანათოთ სივრცე , გამოიყენება მასიური ჭაღები ურბანული ინტერიერისთვის არადამახასიათებელი ელემენტებით , ხშირად მეტალის ჩარჩოთი . იატაკის სანათები კომფორტულ და მყუდრო გარემოს ქმნის , ისინი მასიური  და არატრადიციული სილუეტების მქონენი არიან და ე . წ . LED სანათებთან ერთად ჰარმონიას ქმნიან . ლოფტი ბოლო წლებში მყარად ინარჩუნებს ერთ-ერთი პოპულარული სტილის სახელს , იკვეთება მისი სხვადასხვა ვარიაციები  და  უფრო მრავალფეროვანი ხდება .

სტატია მოამზადა – ლინდა დევაძემ

Comments

comments