მსოფლიოს საუკეთესო ინტერიერები ბარებსა და რესტორნებში

კარგი გარემო და ინტერიერი რესტორანში არანაკლებ მნიშვნელოვანია , ვიდრე გემრიელი საჭმელი . სტატიაში გაეცნობით საუკეთესო და რაც მთავარია საინტერესო ინტერიერის მქონე ბარებსა და რესტორნებს .

1 . გიგერის ბარი მუზეუმი გრიუგერში ( შვეიცარია ) – ბარის მთელი ინტერიერი ძვლების ფორმისაა , ავეჯიც იმავე ფორმებს იმეორებს და საოცარი გარემო იქმნება .

2 . კაფე ,, სიმართლე “ სამხრეთ აფრიკაში , კეიპტაუნში . ე.წ.  steampunk – ის მოყვარულებისთვის უდაოდ საუკეთესო ადგილია . ინტერიერი ერთ დიდ მექანიზმს ჰგავს და მისი ყველა დეტალი განსაკუთრებულია .

3 . რესტონარი THE JANE ანტვერპენში (ბელგია) , რომელიც რესტავრირებულ ეკლესიაშია მოწყობილი . ინტერიერში ვიტრაჟები და ძალიან მაღალი ჭერი საოცარ გარემოს ქმნის , დიდი ზომის ჭაღი კი დინამიურობას სძენს ეკლესიურ მშვიდ სივრცეს .

4 . ვინტაჟური ველოსიპედების ბარი ბუქარესტში ( რუმინეთი ) , ბარის სახელიდანაც ნათელია , რომ ინტერიერის მთავარი იდეა – ველოსიპედია , წითელი , ყვითელი და ცისფერი ფერები ბეტონის კედლებს, მეტალის დიდ რაოდენობას და ღია ფერის ხის აქცენტებს ძალიან უხდება .

5 .  კაფე ლოგომო ფინეთში .  ინტერიერი შავ-თეთრია , ერთი შეხედვით მეტროს სქემას მოგაგონებთ , და ამ მონოქრომატულ განწყობას სტაფილოსფერი  ხაზი და ჭაღი არღვევს .

6 . პაბი JOBEN BISTRO , კლუჟ-ნაპოკი – რუმინეთი .  ინდუსტრიული სტილის მოყვარულები აუცილებლად მოიხიბლებიან ამ პაბის ინტერიერით , ბეტონის კედლები , ანდერგრაუნდ განწყობა , თბილი განათება და ბევრი საინტერესო დეტალი დაგხვდებათ აქ .

7 . რესტორანი ამო ჰონგკონგში – ინტერიერი უბრალოდ უნდა ნახოთ , იატაკიდან ჭერამდე – ყველაფერი ავთენტური და ძალიან განსაკუთრებულია . ბოლო 2 წლის ტრენდი მოვარდისფრო მეტალის ფერები უხვადაა გამოყენებული და მთლიანობაში მდიდრულ , საინტერესო გარემოს ქმნის .

8 . საკონდიტრო ROCAMBIKESC ჟირონში ( ესპანეთი ) -ინტერიერი პასტელურ ფერებშია და მისი თითოეული დეტალი თქვენში ტკბილეულის ასოციაციას გააჩენს .

9 . ბარი ოზონი , ჰონგკონგში – ჰონგკონგის შენობებით გაოცების შემდეგ , ინტერიერითაც არ დარჩებით იმედგაცრუებულნი , ოზონში შესვლისთანავე საოცრად ხალხმრავალ , დიდ , თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად მყუდრო და ათასი ნათურით განათებულ სივრცეს ნახავთ .

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ

Comments

comments