პატარა აპარტამენტი იტალიაში

არქიტექტურულმა ფირმამ STUDIO RARO შექმნა პატარა აპარტამენტის დიზაინი ტრენტოში , იტალიაში . ინტერიერი მინიმალისტურია და საინტერესო ელემენტებს შეიცავს .

სახლში შესვლისთანავე ყვითელი ტუმბო მოგხვდებათ თვალში , თუმცა ეს ტუმბო ერთი მოძრაობით სამზარეულოდ იქცევა , სამზარეულოში ყველა საჭირო დეტალია , ნიჟარა , გაზის ზედაპირი , კედელში ჩაშენებულ კარადაში კი – მიკროტალღური და ელექტრო ღუმელები .

საინტერესოდაა გადაწყვეტილი საძინებელი სივრცე , რომლის ორი კედელი შუშისაა . საძინებელი იატაკის უფრო მაღალ დონეზეა და მასში შესვლა ტრანსფორმირებადი კიბით შეიძლება , კიბის ქვედა ნაწილი კი დამატებით სათავსოდ შეიძლება გამოიყენოთ .

საძინებელსა და მისაღებს შორის სასადილო სივრცეა . ყვითელი აქცენტების გარდა სხვა ყველა ფერი ნეიტრალურია , თეთრი ფარდები , ღია კრემისფერი დივანი და სავარძელი , საინტერესო ჟურნალების მაგიდა და ბუხარი მყუდრო და სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის .

apartamentis interieri

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ

Comments

comments