როგორ მოვაწყოთ მისაღები ოთახი

1 . დაიწყეთ გეგმით , და არა ბალიშებით

ოთახის მოწყობისას ბევრი ადამიანი თავიდანვე ყიდულობს სხვადასხვა დეკორატიულ ნივტებს , ბალიშებს , და შემდეგ აღმოაჩენენ , რომ მათთვის ან ადგილი აღარ არის , ან უბრალოდ არ უხდება სივრცეს . მსგავსი შემთხვევის თავიდან ასარიდებლად , პირველ რიგში ჩამოაყალიბეთ გეგმა, და დაფიქრდით , თუ რისთვის გჭირდებათ ეს ოთახი , სტუმრების მისაღებად, წვეულების მოსაწყობად , ტელევიზორის საყურებლად , და მხოლოდ ოთახის დანიშნულების გარკვევის შემდეგ დაიწყეთ მის ვიზუალურ მხარეზე ფიქრი .

2. არ დაზოგოთ ფული დივანზე

მნიშვნელოვანია , რომ მისაღებში იყოს კომფორტული დივანი , რადგან ის ამ სივრცის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია . კარგად დააკვირდით ფაქტურას , ნაჭერს , გაითვალისწინეთ თქვენი ცხოვრების წესი და საკუთარი არჩევანი მოარგეთ მას .

3 . ყურადღება მიაქციეთ განათებას

მისაღებ ოთახში უპირატესობა მაინც ბუნებრივ განატებას ენიჭება , თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ხელოვნური განათების დამატება . სიმყუდროვის შესაქმნელად გამოიყენეთ ტორშერები , სანათები , სწორად შეარჩიეთ მასაა , რისგანაც იგი მზადდება .

4 . არ დაგავიწყდეთ ხალიჩები

იმის გარდა , რომ ხალიჩები სითბოს უზრუნველყოფან , შეიძლება მათი საშუალებით ოთახში ზონების გამოყოფა , ისინი კომფორტულ და მყუდრო გარემოს შექმნიან თქვენს სახლში , მათი არჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის ზედაპირსა და ფერებს .

rchevebi , rogor movacyot misagebi otaxi

5 . აქცენტები მაგიდაზე

ჟურნალების მაგიდა შეიძლება მისაღები ოთახის ცენტრალური ფიგურა გახდეს . არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების . შეგილიათ გამოიყენოთ ექსტრაორდინალური ჟურნალების მაგიდა რომელიც მთავარი ყურადრების მიმქცევი ნივტი იქნება თქვენს ოთახში .

6 . მასალები

მრავალფეროვანი გარემოს შესაქმნელად მნიშვნელოვანია სხვადასხვა მასალების გამოყენება , მეტალი , ხე , მინა  და სხვა .

rchevebi , rogor movacyot misagebi otaxi

7 . ბალიშები

ბალიშები ერთ-ერთი სუაკეთესო საშუალებაა ფერების შემოსატანად და ოთახის გასაცოცხლებლად . თუ თქვენი ოტახი არც ისე ფერადია ამ ნივთების გამოყენებით შეძლებთ მის გაფერადებას , გამოიყენეთ მკვეთრი ფერის ბალიშები სხვადასხვა პრინტით .

rchevebi , rogor movacyot misagebi otaxi

8 . ხასიათი

ყველაფერთად ერთად თქვენ არ უნდა დაივიწყოთ თქვენი ხასიათი , დმაოკიდებულება , ინტერესები , რაც ხშირ შემთხვევაში აქსესუარებში გამოიხატება .  აქსესუარები, ფოტოები , ნახატები დასრულებულ იერს სძენს სივრცეს .

rchevebi , rogor movacyot misagebi otaxi

სტატია მოამზადა – ლინდა დევაძემ

Comments

comments