სიდნეის ოპერა

როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო სიდნეის ოპერა?

1956 წლის თებერვალში სამხრეთ უელსის პრემიერმა ჯოზეფ კაჰილმა საერთაშორიშო კონკურსი გამოაცხადა სიდნეის ოპერის შენობისთვის . არქიტექტორები ნახაზების რაოდენობაში არ იყვნენ შეზღუდულნი , ერთადერთი მოთხოვნა იყო სივრცის გამოყოფა დაახლოებით 100 მანქანისთვის .

222 კონკურსანტიდან  საუკეთესო ვარიანტები ამოარჩიეს და „ გააცოცხლეს “ რენდერების საშუალებით .

ფილადელფიის კოლაბორაციული ჯგუფის დიზაინი :

მეორე ადგილი სწორედ ამ პროექტმა მიიღო, მას წყალქვეშა ნავთან აიგივებდნენ . პროექტზე 7 ფილადელფიელი არქიტექტორი მუშაობდა და მასში ბეტონის დამუშავების უახლესი ტექნიკები იყო გამოყენებული .

rogori sheizleboda yofiliyo sidneis opera
rogori sheizleboda yofiliyo sidneis opera

პაულ ბოისევაინისა და ბარბარა ოსმუნდის დიზაინი :

წინა პროექტთან შედარებით ჰოლანდიურ-ბრიტანული ჯგუფის დიზაინი შედარებით კონსერვატიული გახლდათ , რის გამოც დაიკავეს მესამე ადგილი .

მიუხედავად ამისა , მსაჯები გაოცებუნი იყვნენ შენობის სტრუქტურითა და სასეირნო სივრცით .

rogori sheizleboda yofiliyo sidneis opera
rogori sheizleboda yofiliyo sidneis opera

სერ ევგენი გოუსენის დიზაინი

ამ პროექტს კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია , მაგრამ სერ ევგენი გოუსენი შეგვიძლია განვიხილოთ , როგორც დიზაინერი , რომელმაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ტალღა გამოიწვია .

rogori sheizleboda yofiliyo sidneis opera
rogori sheizleboda yofiliyo sidneis opera

პიტერ კოლარისა და ბალთაზარ კორაბის დიზაინი :

პროექტმა მეოთხე ადგილი დაიკავა , მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი , რომ პიტერი და ბალთაზარი ავსტრალიელ ნომინანტებს შორის უდაოდ გამორჩეულნი იყვნენ . მსაჯებმა გეგმარებას  „ ძალიან დახვეწილი “ უწოდეს .

rogori sheizleboda yofiliyo sidneis opera

S. W. მილბურნი და პარტნიორების დიზაინი :

მათი პროექტი პაულ ბოისევაინისა და ბარბარა ოსმუნდის შენობისგან დიდად არ განსხვავდებოდა . მათი სასიეირნო სივრცე ჰაერში აწეული შენობის ქვეშ მდებარეობდა .

rogori sheizleboda yofiliyo sidneis opera

ტექსტი მოამზადა – მარი ზურაბიშვილმა

Comments

comments