CTO Lighting

CTO Lighting არის ძვირადღირებული განათების კომპანია . მათი მიდგომა აერთიანებს ხარისხისა და ოსტატობის ტრადიციულ ღირებულებებს , აქცენტს აკეთებენ მდგრად განვითარებასა და კოლაბორაციაზე .

  დიდი ხნის განმავლობაში ბრიტანული ფუფუნების ნაწილად ითვლებოდა ისეთი სასტუმროები , როგორიცაა The Savoy და The Dorchester მარმარილოთი გაფორმებული ლობებით , რბილად განათებული ლაუნჯებით და ექსცენტრიულობის სხვადასხვა ხარისხით , რაც დამახასიათებელია ძველი ინგლისური შარმისთვის . დღეს ეს მხოლოდ ერთი ობიექტივია ბრიტანულ ფუფუნებაზე . ასევე არსებობს ახალი თაობის დიზაინერები , რომლებიც ხელახლა განიხილავენ ოსტატობასა და მდგრადობას .

  CTO Lighting აბალანსებს დიზაინს და დახვეწილობას და უკვე ატარებს ბრიტანული ფუფუნების ხელკეტს . 1998 წლიდან , როდესაც კრისმა და კლერ ტერნერმა დააარსეს კომპანია , ძირითადი ღირებულებები არ შეცვლილა . უმაღლესი ხარისხის  მასალების , წარმოებისა და დიზაინისადმი ვალდებულებით მრავალი დიზაინის ტენდენცია შექმნეს 90 – იანი წლების ბოლოდან დღემდე .

  CTO სანათების კოლექციები მოიცავს ძირითად მიდგომას . თითოეულ სეზონურ კოლექციას აქვს იატაკის , მაგიდის , და კედლის ნათურების ახალი სერია . მიუხედავად ამისა , კოლექციებს შორის არის უწყვეტი კავშირი . სანათების დიზაინი მიღებულია მარტივი კლასიკური ფორმებიდან – რბილი სფეროები , მოღუნული და წვრილი ცილინდრები .

  ზუსტი ოსტატობა აძლიერებს თითოეული მასალის თვისებებს . კოლექციების ყველაზე დომინანტი მასალა სპილენძია , რომელიც შექმნილია ტრადიციული საიუველირო ტექნიკის გამოყენებით . მასალის დადების შემდეგ , შემდეგი გამოწვევაა მარადიული დიზაინი , ამ ხელოვნების დასაუფლებლად , დრომ უნდა გამოსცადოს ის , გააცნობიეროს დიზაინის ისტორია , ამასთან იფიქროს ისეთ ღირებულებებზე , რომლებიც ისტორიას უძლებს და გარკვეულწილად , გაითვალისწინოს , თუ რა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი მომავალში .

  როდესაც გილბერტ სკოტმა შექმნა თავისი გოთური შენობა ლონდონში 1873 წელს , სადაც დღეს  St Pancras Renaissance სასტუმრო მდებარეობს , მან უკომპრომისო დამოკიდებულება მიიღო ხარისხის მიმართ . საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ , CTO Lighting – ს დაევალა  ბარისა და დასასვენებელი ოთახებისთვის განათების სქემის შემუშავება . შეიძლება გასაკვირი იყოს , რომ თანამედროვე განათება , რომელიც ანათებს მე – 19 საუკუნის არქიტექტურას , შესანიშნავად ესადაგება მას . მიუხედავად იმისა ,  რომ გოთური სტილი შეიძლება მოდიდან გადავიდა – ფასეულობები , რომლებიც არქიტექტორსაც და დიზაინერსაც აქვთ , მარადიული . ხარისხისა და მუდმივი დროის ფასეულობები ჩანს მრავალი დიზაინერის ნამუშევარში , რომლებიც ბრიტანული ფუფუნების სინონიმია . სტუდიები როგორებიცაა დევიდ კოლინსის სტუდია , მარტინ ბრუდნიცკი , და კელი ჰოპენი , ქმნიდნენ ბრიტანულ საკულტო ინტერიერს . CTO ითვალისწინებს სამივეს , როგორც კოლაბორაციონისტებს .

  თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია CTO Lighting – ისთვის . გასული საუკუნის 90 – იან წლებში , კრისმა , ტრენინგში მიიღო მონაწილეობა დიზაინსა და წარმოებაში მუშაობის გამოცდილებით , და კლერმა , მოდის ინდუსტრიის შემოქმედებიტმა დირექტორმა , ერთმანეთს შეუთავსეს თავიანთი უნარები და შექმნეს კომპანია . დღეს თანამშრომლობის ხასიათი ბევრად აღემატება მათ პარტნიორობას , იგი ვრცელდება თანამშრომლებთან , კლიენტებთან  , და თანამშრომლებთან ურთიერთობებზე .

  ბრიტანული კარგი დიზაინის სიძლიერე იმაშია , რომ ის ღიაა მსოფლიოსთვის , პოლიტიკის გარეშე . ლონდონის დიზაინის სცენა ხშირად გავს გზაჯვარედინს , სადაც ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს და ცვლიან იდეებს . სანამ CTO Lighting – ის კოლექცია წარმოდგენილია ლონდონის შოურუმში , პროდუქტები იწარმოება დიდ ბრიტანეთში და ვრცელდება გლობალურად მთელ მსოფლიოში . ორი საერთაშორისო დიზაინერის განცხადებით , ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ , რომ CTO Lighting – ით ბრიტანული ფუფუნების მემკვიდრეობა კარგ ხელშია .

ტექსტი მოამზადა – ია კაკაბაძემ

Comments

comments