Gao Guqi – ს ავეჯის ბრენდი Fnji

დაარსებიდან 10 წლის აღსანიშნავად , დამოუკიდებელმა ჩინურმა ავეჯის ბრენდმა Fnji – მ Crest Line – ის კოლექციას დაამატა ახალი ავეჯი და პეკინში თეატრალური შოუ გამართა .

 Fnji – ს 10 წლის იუბილეს შოუს სახელწოდებით Dream Flow , ჩატარდა პეკინის Hey Town Art Center- ში , 2020 წლის 1 სექტემბერს .

  გადაცემაში Fnji – მ წარადგინა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი ავეჯის დიზაინი გასული ათწლეულის განმავლობაში , დრამატული 20 მეტრის სიგრძის კონვეიერის სარტყელის გასწვრივ , რომლის მიზანი იყო აჩვენოს ბრენდების ბოლო ათწლეულების მახასიათებლები .

  შოუს თან ახლდა მუსიკა Song Zhao – ს შესრულებით და თანმხლები საცეკვაო წარმოდგენა . სარტყელის უკან ობიექტები ლურჯი ფარდებით იყო მოცული .

  Fnji – ს დამფუძნებელი Gao Guqi , შოუს კულმინაციასთან ერთად გამოჩნდა თავის მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად და მიბაძა ტრადიციული ჩინური კიტის ფრენის მოქმედებას , რომელიც დაპროექტებული იყო სცენაზე . ამის შემდეგ სცენის უკანა მხარეს ფარდები ჩამოხსნეს და გამოაცხადეს ‘’ Fnji ‘ s 2020 Crest line – ის ახალი კოლექცია ‘’ .

  ბოლო 10 წლის განმავლობაში Fnji -ს ყველა კოლექცია , მათ შორის Crest Line , ატარებს კულტურისთვის დამახასიათებელ ხასიათს . ეს აჩვენებს , რომ ბრენდის ავეჯი შთაგონებულია ბუნებრივი საგნებით , ასევე ჩინური კულტურითა და ტრადიციებით , ძირითადად იყენებს ბუნებრივ მასალებს , როგორიცაა ხე , ტყავი და ქვა .

  სადაც ეს შესაძლებელია , ბრენდი ცდილობს შეინარჩუნოს არსებული სტრუქტურა და ტექსტურები , რომ დეტალები უფრო ნაზი და დახვეწილი იყოს შეხებისას , რომლის მიღებაც სამრეწველო წარმოებით შეუძლებელია .

   ამ დროისთვის სულ Fnji – ს სამი კოლექცია იყო , პირველი , სახელად Earth Line , პრაგმატული ფორმის იყო , რომლის ესთეტიკა მიყვებოდა ჩინეთის ‘’ მშობლიური დიზაინის ენას ‘’ . მეორე კოლექცია სახელწოდებით Fnji Fore , შეიქმნა უფრო ექსპერიმენტული , სადაც გამოიყენა მრავალფეროვანი მასალის პალიტრა , რომელიც ავეჯს უფრო მეტ შესაძლებლობებს ანიჭებდა .

 ‘’ 10 წლის შემდეგ , ბუნების , ბავშვობის და ტრადიციული ჩინური კულტურის შთაგონებით , Fnji ‘ s Crest Line – ის ახალი კოლექციები ინტერნალიზირდა და აღქმული იქნა ,  როგორც უფრო ორგანული და ბიომიმეტიკური დიზაინის ენა , აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელი თავისუფლების გამოხატვისთვის ‘’ . – განაცხადა ბრენდმა .

  ის ავლენს ესთეტიკურ ბალანსს და შთაგონებას სამყაროს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის , თანამედროვეობას და ტრადიციას , მეხსიერებას და მომავალს შორის ‘’ .

 Crest Line დგას უფრო ძვირადღირებული პროდუქტების რიგში , რომელიც ემყარება ბუნების თემებს და ბავშვობის მოგონებებს . ამ წელს ბრენდმა კოლექციას შვიდი ახალი პროდუქტი დაამატა . ეს მოიცავს Kite Bed – ს , რომელიც გამოირჩევა მერცხლის კუდის მსგავსი კიდეებით და  Strafish , რომელიც გავს სოკოს ფორმას , რომელიც Guqi – მ ერთხელ იაპონიაში ნახა . Fnji -ს პირველი საქანელა Peascod Rocking შთაგონებული იყო  peapod – ის გამარტივებული ფორმის მიხედვით .

   ამას თან ახლავს აისბერგის ფორმის დივანი , რომელიც შედგება დანიური ბრენდის კვადრატის ქსოვილით მოპირკეთებული კუთხოვანი ბლოკებისგან.

  ასევე არის ტყავის სავარძელი და Fnji ‘ s Mantis სკამის შეზღუდული გამოცემა , რომელიც განახლდა ძროხის ტყავის ზოლით , ბრენდის 10 წლისთავის აღსანიშნავად კოლექციაში ასევე შედის King ‘ s Round Table , რომელიც ბრენდის პირველი ავეჯია და შექმნილია მეტალით .

   ‘’ Fnji – ს მაღალი დონის ხაზის გამოშვებამ ჩინეთის ავეჯის დიზაინი შემდეგ ეტაპზე აიყვანა , რაც უბრალოდ არ აკმაყოფილებს ოჯახის ცხოვრების ყოველდღიურ ესთეტიკას , არამედ უფრო კულტურულ პროდუქტს წარმოადგენს ხალხისა და ეპოქის ‘’ – განმარტა ბრენდმა .

  დიზაინის სიძლიერე გამოიყენება მომხმარებლების ცხოვრების სტილის შესაცვლელად . ეს იყო ყოველთვის Fnji – ს საძიებო გზა ათი წლის განმავლობაში . Fnji – სგან ჩვენ ვნახეთ ჩინური დიზაინის მეტი შესაძლებლობები .

  დაარსების დღიდან , 2010 წელს , Fnji – მ გახსნა მაღაზიები ჩინეთის მასშტაბით ,  თითოეული მაღაზიის დიზაინი შექმნილია იმისთვის , რომ ასახოს ურბანული გარემო .

ტექსტი მოამზადა – ია კაკაბაძემ

Comments

comments