Maestro chair

Lee Broom ‘ s Maestro chair

ლონდონელმა დიზაინერმა ლი ბრუმმა წარადგინა სკამი , რომელიც ინსპირირებულია მუსიკალური ინსტრუმენტებით . წარდგენისთვის ორკესტრს დაავალა დებიუსის მუსიკის შესრულება სკამებზე მჯდომი ვირტუალური წარმოდგენისთვის .

 ამჟამად მაესტროს იხილავთ ლონდონის დიზაინის ფესტივალზე და  თავის მაღაზიაში – შოორდიჩში ვიტრინის ინსტალაციაში .

   ბრიუმი ასევე აჩვენებს სკამს კინემატორგრაფიული მოკლემეტრაჟიანი ფილმის საშუალებით იმის ნაცვლად , რომ შეძლოს ისეთი ექსტრავაგანტული , შთამბეჭდავი შოურუმების პრეზენტაციების დადგმა , რომლის საშუალებითაც , როგორც წესი , დებიუტი აქვს თავის პროდუქტებს .

 ფილმში ლონდონის ორკესტრი ერთიანდება კლასიკური კომპოზიციების შესასრულებლად , მათ შორის კლოდ დებიუსის Clair de Lune .

 ‘’ ფილმის იდეა ნამდვილად გამომდინარეობს იქიდან , რომ შარშან მანჰეტენზე ნიუ იორკის ფილარმონიის სპექტაკლი ვნახე ‘’ -განაცხადა ბრიუმმა .

‘’ ეს მალე გახდა ჩემი ამბიცია , ვუყურო ცოცხალ ორკესტრს , რომელიც უკრავს ჩემს საყვარელ მუსიკალურ ნაწარმოებებს , რომელიც ზის ჩემს სკამზე ავეჯის წარდგენისას ისე , როგორც ეს აქამდე არ გაკეთებულა ‘’ .

  ფილმი დრამატიზებულია დინამიური განათებით სავარძლების ქვეშ , რომელიც რეაგირებს მუსიკასა და ორკესტრის უკან მცურავი მთვარის CGI გამოსახულებაზე .

 შემოქმედებითმა სტუდიამ Satore – მ ადრე შექმნა სცენარის დიზაინი ბიონსეს 2011 წლის გასტონბერის ფესტივალზე გამოსვლისთვის , ხოლო ჩამოკიდებული სავარძელი ცოტა ხნის წინ გამოჩნდა მომღერლის ვიზუალურ ალბომში Black is King .

 მაესტროს სავარძელი და მისი მრგვალი ფოლადის ჩარჩო შეიქმნა იმისთვის , რომ შეამოეთავაზებინა  მუსიკალური ინსტრუმენტების ტალღისებური ხვეულები და სახვევები .

 ‘’ მუსიკა უამრავ ინფორმაციას გვაწვდის ჩემს დიზაინერულ ნამუშევრებზე , როდესაც ვქმნიდი მაესტროს დიზაინს , ძირითადად კლასიკურ მუსიკას ვუსმენდი და სწორედ ამან მიბიძგა კლასიკური ინსტრუმენტების დიზაინის დათვალიერებაზე . ისინი წარმოუდგენელი დიზაინის ნიმუშებია , რომლებიც არამხოლოდ დახვეწილად გამოიყურება , არამედ აქვს სპეციფიკური ფუნქცია და მე მომწონს პარალელები სკამსა და მას შორის ‘’ – განაცხადა ბრუმ .

 მილები რომლებიც შეიძლება გაკეთდეს სპილენძის , ქრომის ან შავი ფერისგან ედება ერთმანეთს და ქმნის სამსართულიან წრიულ საზურგეს .

 თავისთავად ნახევარსფეროს სავარძელი შეიძლება დაფარული იყოს თითქმის ნებისმიერი ქსოვილით , ბრუმის ლონდონის ქარხანაში ახლად დაარსებული საამქროს წყალობით .  

 ‘’ ახლა უფრო მეტად , ვიდრე ოდესმე , ხალხს სჭირდება ვარიაცია და რაღაც უნიკალური . ჩვენ ამას ვხედავთ ჩვენი უამრავი პროდუქტით , ამიტომ სკამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია , რომ მომხმარებელს გადასაფარებლისთვის რაც შეიძლება მეტი ვარიანტი ჰქონდეს ‘’ – ამბობს ბრუმი .

ტექსტი მოამზადა – ია კაკაბაძემ

Comments

comments