PURO hotel

PURO hotel – სასტუმრო ვარშავაში

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ახალი სასტუმრო PURO გაიხსნა , მისი დიზაინი ბრიტანული DeSallesFlint სტუდიის მიერ არის შექმნილი . სასტუმროს დათვალიერებისას  დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაჯვარედინზე აღმოჩნდებით და ამ ორი განსხვავებული მხარის ელემენტების საინტერესო შერწყმას აღმოაჩენთ .

PURO HOTEL

სასტუმროს ინტერიერი იდეალურად იცავს ბალანსს ვინტაჟურ მწვანე ფერებს , ხავერდს და ორნამენტებიან დეტალებსა და მინიმალისტურ მოდერნისტურ ელემენტებს შორის . აღსანიშნავი ფაქტია  რომ სასტუმროს 148 ოთახს ამშვენებს ხელით შექმნილი სპარსული ხალიჩები ,

PURO HOTEL

სასტუმროში გამოყენებული ავეჯის დიდი ნაწილი ევროპულ ცნობილ ბრენდებს ეკუთვნის : Baxter , Moroso, Kettal , Carl Hansen & Co. , Gubi , Fredericia Fogia , & Tradition …

PURO HOTEL

სასტუმროს შენობა Jems AArchitecki -ს მიერაა შექმნილი , რომელმაც მოახერხა , რომ სასტუმრო ყოფილიყო ტრადიციულ არქიტექტურასა და თანამედროვე შენობებს შორის გადებული ერთგვარი ხიდი .

PURO HOTEL

სახურავზე განთავსებულია ღია ბარი , საიდანაც შეგიძლიათ დატკბეთ ხედებით . გამოყენებული ავეჯი აგრძელებს ინტერიერში არსებულ თემატიკას : მასიური მაგიდები , თბილი ფერები , დაწნული ავეჯი და ხავერდი .

PURO HOTEL

სასტუმროს ინტერიერი 2018 -2019 წლების ტენდენციების მიხედვითაა შექმნილი  რასაც მასში გამოყენებული ფერები – მწვანე , ყავისფერი , პასტელური მუქი ფერები და ამ წლების უცვლელი  ქსოვილი – ხავერდი ადასტურებს .

PURO HOTEL

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ

Comments

comments