აგურის კედელი ინტერიერში

აგურის კედელი ინდუსტრიულ სტილთან ერთად გახდა პოპულარული და სხვა სტილის ინტერიერებშიც დაიმკვიდრა თავი . აგურის ეფექტის მიღება შესაძლებელია აგურის პრინტიანი შპალერით ან ფილებით . მთავარი გამოწვევა იმ კედლის შერჩევაა , რომელიც აგურით უნდა მოპირკეთდეს . მნიშვნელოვანია იმის ცოდნა , რომ ყველა კედლის ამ მასალით შეფუთვა არ არის მიზანშეწონილი , თუ რა თქმა უნდა , მისი , როგორც დეკორატიული დეტალის დანიშნულებით გამოყენება გინდათ .

aguris gamoyeneba interiershi
aguris kedeli interiershi

როგორ სტილს უხდება აგური ? ამ კითხვაზე პასუხია – თითქმის ყველას . ერთნაირი წარმატებით ხდება მისი გამოყენება ინდუსტრიულ და სკანდინავიურ სტილებში . ამას ხელს უწყობს აგურის მრავალფეროვნება , როგორც მისი სტრუქტურითა და ფაქტურით , ასევე ფერითაც .

თუ თქვენს სახლში აგურის კედლები ბუნებრივი მდგომარეობაა , მაშინ გაგიმართლათ და ისღა დაგრჩენიათ  უბრალოდ ამოირჩიოთ ერთი კედელი , გაასუფთაოთ და ლაკით დაფაროთ .

aguris gamoyeneba interiershi
aguris kedeli interiershi

მოსაპირკეთებელი აგური თითქმის იგივეა , რაც ნამდვილი აგური , თუმცა უფრო თხელი და მსუბუქია და რაც მთავარია ფერების დიდი არჩევანია ამ მასალაში .

aguris gamoyeneba interiershi
aguris kedeli interiershi

აგურის ფილები ერთ-ერთი ხშირად გამოყენებადია ინტერიერებში , ის მსუბუქი , თხელი და მრავალფეროვნებით გამორჩეული მასალაა .

აგურის პრინტიანი შპალერი ნაკლებად ბუნებრივად გამოიყურება , თუმცა , თუ გამოკვეთილკი ფაქტურების მქონე მასალები არ მოგწონთ , ის თქვენთვის იდეალურია . და რაც მთავარია ძალიან დიდი არჩევანია .

aguris gamoyeneba interiershi
aguris kedeli interiershi

Comments

comments