ავეჯის განლაგებისას დაშვებული გავრცელებული შეცდომები

ერთი შეხედვით ავეჯისთვის ადგილის პოვნა მარტივ ამოცანად გვეჩვენება , თუმცა პროცესში აღმოვაჩენთ რომ ყველაფერი არც ისე იოლია . სტატიაში გაეცნობით გავრცელებულ შეცდომებს , რომლებსაც ავეჯის განლაგებისას ვუშვებთ :

1 . კარადა – საბჭოთა კავშირის დროს დამკვიდრებული სტერეოტიპები ახლაც იჩენს ხოლმე თავს , საერთო ოთახში პირველი და მთავარი როლი ყოველთვის ე.წ. ,, სტენკას “ ჰქონდა მინიჭებული , თუმცა თანამედროვე ინტერიერები შორსაა ამ იდეისგან . თაროები და კარადები უფრო მინიმალისტური გახდა , აქცენტი კომფორტზე კეთდება , საბჭოთა ინტერიერები სასიამოვნო დასასვენებელმა გარემომ ჩაანაცვლა . დიზაინერები გვირჩევენ ყურადღება დივანზე , ჟურნალების მაგიდაზე  , სავარძლებზე , ტელევიზორის კედელზე გავამახვილოთ , მინიმალისტური წიგნის თაროები და კარადებიც უფრო საინტერესოს გახდის სივრცეს .

2 . ცარიელი ცენტრალური სივრცე – გავრცელებული შეხედულებაა , რომ მისაღები ოთახის ცენტრი აუცილებლად ცარიელი უნდა იყოს , სივრცისა და სიმსუბუქის შეგრძნება ინტერიერში კარგია , თუმცა არა ვიზუალის ხარჯზე . აუცილებლად აითვისეთ ოთახის შუა სივრცე და დატვირთეთ ფუნქციურად .

3 . ბევრი ავეჯი პატარა ოთახში – წინა პუნქტისგან განსხვავებით აქ ყველაფერი პირიქითაა , პატარა სახლის მფლობელები ხშირად უშვებენ ამ შეცდომას და პატარა სივრცეში რაც შეიძლება ბევრ ავეჯსა და სხვადასხვა დეტალს ამატებენ . მცირე ზომის ოთახისთვის იდეალური იქნება ტრანსფორმირებადი ავეჯი . გამოიყენეთ პატარა კომოდები , სადაც ზედმეტი ნივთების შენახვას შეძლებთ .

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ

Comments

comments