აქცენტირებული კედელი ინტერიერში

აქცენტირებული კედელი ინტერიერში

გაფორმების მეთოდები

საკუთარი სახლის გაფორმებისას მეპატრონეები ხშირად ფიქრობენ იმაზე , თუ როგორ შექმნან ექსკლუზიური და ექსტრავაგანტული ინტერიერი . თუმცა დროთა განმავლობაში ამ ყველაფერმა შეიძლება ხელი შეუშალოს ცხოვრების სიმშვიდეს და იქცეს გაღიზიანებისა და ცუდი ანწყობის მიზეზი . იმ შენობაში , სადაც ზედმეტად ნათელი ფერებია , უჩვეულო ავეჯი და აქსესუარებია,  მუდმივად ყოფნა ყველას არ შეუძლია .

dekori kedeli

ასეთ შემთხვევაში აქცენტირებული კედელი არის თავისებური კომპრომისი ინტერიერის დიზაინში . ის გამოირჩევა ოთახი დანარჩენი ნაწილისაგან არაჩვეულებრივი ფერის , ფაქტურისა და ორნამენტის წყალობით . აქცენტირებული კედელი აწონასწორებს ოთახის შიდა მოწყობილობასაც .

dekori kedeli

ასეთი კედლის წყალობით ინტერიერი ხდება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი . მას შეუძლია მიიქციოს ყურადღება თავისკენ , ან პირიქით , დაგეხმაროთ უსახურ ნივთებსა და სამშენებლო დეფექტებს თვალი აარიდოთ . ოთახის ასეთი გამოკვეთილ ინაწილით შეიძლება სხვადასხვა კომპოზიციების , ფერებისა და დეტალების გაერთიანება .

interieris dizaini

თუ თქვენ გადაწყვიტეთ დეკორის ასეთი ელემენტის შექმნა თქვენს ბინაში , ღირს გაითვალისწინოთ ზოგიერთი რჩევა და წესი .

dekori kedeli

ფერთა გამა

კედლის ფერით აქცენტირება ითვლება ყველაზე უბრალო და გავრცელებულ მეთოდათ . ამისთვის საკმარისია შევღებოთ ერთი კედელი უფრო კონტრასტული ფერით . ორიგინალური კონტრასტული ერთფეროვანი ფონის მოხატვა უზორებითა და ორნამენტებით – ტრაფარეტის მეშვეობით .

dekori kedeli

შეღებვის გარდა კედლეზე აქცენტის გაკეთება შესაძლებელია სხვა სახის შპალერით . მთავარია ავირჩიოთ ფერი  , რომელიც არ მიესადაგება ოთახის სხვა ძირითად ფერებს .

არ არის რეკომენდირებული აქცენტის გაკეთება ორზე მეტი ფერით . ფერების ზედმეტი გატაცებიტ ინტერიერის ჰარმონია დაირღვევა . გამონაკლისად ითვლება თემატური გამოსახულებები და ბავშვთა ოთახები .

dekori kedeli

ფერით აქცენტი შეიძლება იქცეს დამაგვირგვინებელ აკორდათ სხვადასხვა აქსესუარების ფერთა შერწყმისას  . მაგალითად , სადა ცისფერი კედელი გააერთიანებს ინტერიერის ყველა ცისფერ ელემენტს .

აქცენტი ფაქტურით

რელიეფური ნახატი კედელზე ახდენს ყურადღების ფოკუსირებას . აქ აქცენტი კეთდება არა ფერზე , არამედ მსხვილი უზორებსა და ორნამენტებზე , რომლებიც ხელს უწყობენ რელაქსაციას. ასეთი კედელი მისაღებია სასტუმრო ოთახისთვის .

dekori kedeli

ხელოვნური ქვით ან მასიური შპალერით , რომელიც ქვის წყობას გამოხატავს , კედლის მოპირკეთება ქმნის ისეთ აქცენტს , რომელიც ავსებს ოთახს ბუნებრივი სურნელით . ასეთი მეთოდით შეიძლება სასადილო , სასტუმრო ან სამზარეულო ოთახების გალამაზება .

მასიური აპლიკაცია კედელზე – შესანიშნავი მეთოდია ყურადღების მისაქცევათ .

dekori kedeli

თავისებურ რიტმულობას მიანიჭებს პანელის გეომეტრიული ფიგურები , რომლებიც ხის მასალისგან მზადდება და განლაგებულია ჭადრაკისებურად .

სად უფრო ხელსაყრელია აქცენტირებული კედლის მოწყობა ?

თუ თქვენ გსურთ ოთახის ზონირება , მაშინ ასეთი კედლე იოლად მოგიგვარებთ ამ პრობლემას . ასეთი მეთოდით შეიძლება სასადილო ოთახი გამოვყოთ სასტუმრო ოთახისგან , ამასთანავე არ არის აუცილებელი სხვა ფერებისა და ფაქტურის გამოყენება . სავსებით საკმარისი იქნება ორივე ფუნქციონალური ზონის კელებზე მოვათავსოთ განსხვავებული აქსესუარები : სურათები ან სარკეები .

dekori kedeli

სხვადასხვაგვარი  შპალერი დაგეხმარებათ საბავშო ოთახის ტრანსფორმირებაში .

საძინებელი – არის ყველაზე ხელსაყრელი ადგილი კედელზე აქცენტის შესაქმნელათ . კედელი საწოლის თავთან დიზაინერების ფანტაზიისთვის შესანიშნავი ადგილია .ეფექტის მიღწევა შესაძლებელია სხვადასხვა ფერის შპალერის ან ტრაფარეტის ტექნიკის მეშვეობით . ამასთანავე ორგანულობის შესანარჩუნებლათ სჯობს შევარჩიოთ სხვა აქსესუარებიც ანალოგიური დეტალებით ან შეფერილობით .

dekori kedeli

განსხვავებულათ გამოიყურება ხით მოპირკეთებულ იკედელი საწოლის თავთან . ასეთი ვარიანტი უფრო უხდება ეკოლოგიურ სტილს . თუ არ არის საწოლის თავთან აქცენტის გაკეთების საშუალება , გავაკეთოთ იგი სხვა კედელზე .

კლასიკური სტილსი კაბინეტში აქცენტირებული კედლის გაფორმება უნდა მოხდეს ავეჯთან შეთავსებით . ავირჩიოთ მასალა ტყავის იმიტაციით , რომლითაც გაკეთებულია სავარძლები და სკამები . ძალიან საინტერესო იქნება გეომეტრიული ფიგურები ასეთ კედელზე .

dekori kedeli

სამზარეულოში აქცენტირებულ კედლეს შეიძლება ჰქონდეს სხვა ფუნქციაც . მაგალითად , მასზე განლაგდეს თაროები ან სხვა აქსესუარები .

თუსასტუმრო ოთახი ორ ფერშია გაფორმებული , მაშინ აქცენტირებული კედლის ფერი უნდა იყოს ამ ორი ფერის გამაერთიანებელი .

ყურადღება შევაჩეროთ

საბავშო ოთახის გაფორმებისას აქცენტირებული კედელი შეიძლება იქცეს ბავშვთა შემოქმედების საინტერესო ადგილათ . აპლიკაცია გლუვ ზედაპირზე – შესანიშნავი გასართობია ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის . ნახატი , რომელსაც თქვენ გეგმავთ რომ კედელზე გადაიტანოთ , შიეძება იყოს გამზადებული , ან თქვენს მიერ შექმნილი  . ეს შეიძლება იყოს თემატური სურათი , ლოგიკური გაგძელებით . საფუძვლათ გამოიყენებთ ერთფეროვანი მისაკრავები , რომელზედაც დაწებდება დეტალები . ( მაგ : შემოდგომის ფოთოლი , კაშკაშა ფერები ან თოვლის ფიფქები ) . ბავშვი დამოუკიდებლად შეძლებს შექმნას მრავალფეროვნება თავის ოთახში .

dekori kedeli

ხშირად აქცენტირებულ კედელზე საბავშვო ოთახებში აკრავენ შპალერს თვით ბავშვთა ნახატებით . ეს შეიძლება იყოს საგანმანათლებლო ნახატები . მაგალითად ასოებით , ციფრებით ან ცხოველთა გამოსახულებით .

ზემოთ ნათქვამის გასაერთიანებლათ შეგვიძლია დარწმუნებით თქვათ , რომ აქცენტირებულ კედელს შეუძლია ვიზუალურად მოახდინოს ოთახის ტრანსფორმირება და შქმნას მატებითი სივრცის შეგრძნება .

dekori kedeli

dekori kedeli

dekori kedeli

dekori kedeli

dekori kedeli

 

 

Comments

comments