სახლი ინდუსტრიულ სტილში

დიზაინერებმა ალექსანდელი სენჩუგოვმა და ევგენია აბორინამ შექმნეს კონცეპტუალური ინტერიერი ორი აპარტამენტის კომბინირებით ( 265 კვ.მ. ) . ინტერიერი ინდუსტრიული ელემენტებითაა დატვირთული . გახსნილი გეგმარება მდიდრულ გარემოს ქმნის დიდი სამზარეულოთი  და თანამედროვე სასადილო სივრცით .

თანამედროვე დივანი დასასვენებელ სივრცეს გამოყოფს დანარჩენი ზონებისგან . დიდი ფანჯრები ბუნებრივ განათებას უზრუნველყოფენ და დიდ სივრცეს ვიზუალურად კიდევ უფრო ზრდიან .

ინდუსტრიული სტილის ინტერიერი

ინტერიერში გამოყენებული ხე , მეტალი და ბეტონის კედლები ინდუსტრიულ ხასიათს ქმნიან .

ტელევიზორის კედელი შავ-თეთრი მცენარეების პრინტიანი შპალერითაა მოპირკეთებული .

ჭაობისფერი სკამები , და ამავე ფერის დეტალები ბალიშების სახით , ნაცრისფერ ინტერიერს აცოცხლებს . ხის თბილი , ოდნავ მუქი დაძველების ეფექტიანი იატაკი კი საოცრად ათბობს გარემოს .

ინდუსტრიული სტილის ინტერიერი

ინტერიერში გამოყენებული განათებები და საინტერესო ჭერი ინტერიერს საინტერესოს ხდის . მეტალის ელემენტებით და ორიგინალური ბრებითაა გაფორმებულია კედლებიც  .

კაბინეტში სტილი არ ირღვევა , ნაცრისფერი ავეჯი და ხის პანელებით მოპირკეთებული კედლის ნაწილი ბეტონის კედლების სიცივეს აბალანსებს . პანელებზე დაკიდებული საინტერესო მცენარეები აცოცხლებენ გარემოს .

ინდუსტრიული სტილის ინტერიერი

საერთო აბაზანა სახლის ყველაზე ღია და ნათელი ნაწილია . ფერადი აქცენტებითა და სიძველის ეფექტის მქონე ფილები ინარჩუნებენ ინდუსტრიულ ხასიათს . თუმცა მუქი ფერები დუშის , განათების , რადიატორის , სხვადასხვა ელემენტების , კარისა და ხელსაბანის კედლით შემოდის .

ინდუსტრიული სტილის ინტერიერი

საძინებლის ერთი კედლის ნაწილი ლურჯი და შავი ტონალობების დეკორატიული ნალესითაა მოპირკეთებული . საწოლის საზურგე – კედელი იატაკის იდენტური მასალითაა მოპირკეთებული და თაროებითაა გაფორმებული . კედელი ჭერზე გადადის და თბილ გარემოს ქმნის . შავი რადიატორები , პატარა დივანი და ტორშერი ინდუსტრიულ გარემოს ინარჩუნებს .

ინდუსტრიული სტილის ინტერიერი

საძინებლის აბაზანაში შავი ფერი დომინირებს , თუმცა, თბილი ხისფერი დეტალები აქაც შემოდის .

ინდუსტრიული სტილის ინტერიერი
ინდუსტრიული სტილის ინტერიერი
ინდუსტრიული სტილის ინტერიერი
ინდუსტრიული სტილის ინტერიერი
ინდუსტრიული სტილის ინტერიერი
ინდუსტრიული სტილის ინტერიერი
ინდუსტრიული სტილის ინტერიერი
ინდუსტრიული სტილის ინტერიერი
ინდუსტრიული სტილის ინტერიერი

Comments

comments