თანამედროვე საბავშვო ოთახი

თანამედროვე საბავშვო ოთახი

საბავშვო ოთახის შექმნის შემოქმედებითი იდეები .

სიცილი , ცრემლები , თამაში , ბრძოლები . საბავშვო ოთახი არის აქტიურობისა და ბავშვთა მოთხოვნილებების კონცენტრაციის ადგილი . ეს იმას ნიშნავს რომ ამ ოთახის მოწყობისას მშობლებს მოუწევთ ბევრ ნიუანსზე ფიქრი . როდესაც ოთახში რამოდენიმე ბავშვის შესახლება იგეგმება , იზრდება მათი მოთხოვნილებებიც . მშობლებს უწევთ პრაქტიკულად გადაუჭრელ ამოცანასთან გამკლავება . გასათვალისწინებელია თითოეული ბავშვის ინდივიდუალური ცხოვრების წესი .

interieris dizaini

bavshvis otaxis dizaini

ქვემოთ მოვიტანთ რამოდენიმე სასარგებლო რჩევას , რომელსაც შეუძლია დაგეხმაროთ დაგეგმარების პროცესში და ბედნიერი და ფუნქციონალური საბავშვო ოთახის შექმნაში .

bavshvis otaxis dizaini

საერთო ოთახი გოგონასა და ბიჭისთვის

ოთახის გაკეთება და – ძმისთვის არ უნდა იყოს რთული . სინამდილეში , ეს შეიძლება იყოს ყველაზე პატარა პრობლემა , რომლის გადაწყვეტაც თქვენ მოგიწევთ . აირჩიეთ ძირითადი ფერთა გამა ოთახის მთავარი ელემენტებისთვის ( კედლი , ხალიჩა , ავეჯი ) რომელიც მოსწონთ ბავშვებს სქესის მიუხედავად და დაიმსახურებს და – ძმის მოწონებას . თუ რათქმაუნდა ისინი იმ ასაკში არიან , რომ შეუძლიათ განხილვაში მონაწილეობის მიღება . ფერთა ისეთი შეხამება , როგორიცაა : თეთრი და ნაცრისფერი , ფირუზისფერი და თეთრი , ასევე ძირითადი ფერების კომბინაციები შესანიშნავია გოგონებისთვისაც და ბიჭებისთვისაც . ძირითადი ფერების გამოყენებისას ხმარობენ დამატებით ფერს და ორნამენტებს . მაგალითად , ნაცრისფერ – თეთრ ოთახი გააკეთეთ აქცენტები ყვითელი აქსესუარების დახმარებით . რაც შეეხება ორნამენტებს , სჯობს აირჩიოთ ზოლიანი ან მსხვილი გეომეტრიული ფიგურებიანი შპალერი .

bavshvis otaxis dizaini

ავეჯის შერჩევისას არჩევანი გააკეთეთ არათემატურ მოდელებზე , გამოკვეთილი და სუფთა ხაზებთ . ( თავი შეიკავეთ მანქანის ფორმის საწოლის ან პრინცესის ავეჯსი ყიდვისგან ) . დამატებითი ელემენტებისთვის , როგორიცაა  ფარდები , ლამპები და სხვა , რეკომენდირებულია ნეიტრალური ფერები .

bavshvis otaxis dizaini

ყველაზე ამაღელვებელი ნაწილი თქვენი ოჯახის ახალგაზრდა თაობის ოთახის შექმნისას არის აქსესუარებით შევსება და დიზაინის ინდივიდუალური ელემენტები . ისინი უნდა აკმაყოფილებდეს ბავშვების ფორმულირებად გემოვნებას .  შეარჩიეთ ისეთი ელემენტები , რომლებიც საშუალებას მისცემენ ბავშვებს იგრძნონ რომ ოთახი ეკუთვნით ორივეს . განალაგეთ ინდივიდუალური აქსესუარები , მაგალითად , სურათები , ტანსაცმლის ჩამოსაკიდები , დააწერეთ ლამფებს მათი სახელები ან ინიციალები , შთაბერეთ სიცოცხლე და ენერგია სივრცის ყოველ სანტიმეტრში . შესძინეთ აქსესუარებს თემატური ნოტი ბიჭებისთვის და გოგონებისთვის . ამასთანავე შეინარჩუნეთ საერთო ფერთა სქემა . მაგალითად , თუ თქვენ გადაწყვიტეთ შეავსოთ ოთახი წითელი აქსესუარებით , აირჩიეთ ბალიში წითელ ისახანძრო მანქანის ნახატით ბიჭებისთვის ან ჭითელი ყვავილებით – გოგონებისთვის .  სივრცე , სადაც ნივთები ინახება , უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან – მაგალითად მუქი შავი ბიჭებისთვის  და ყვითელი – გოგონებისთვის .

bavshvis otaxis dizaini

ოთახი სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის

როცა თქვენს წინაშე დგას ამოცანა – მოაწყოთ ოთახი არა უბრალოთ ბიჭისა და გოგნასთვის , არამედ სამი წლის ბიჭისთვის და ოთხი თვის გოგონასთვის , რათქმაუნდა ეს დამატებითი სირთულეა ოთახის დაგეგმარების საქმეში .

bavshvis otaxis dizaini

პირველი რაზეც უნდა ვიზრუნოთ არის ავეჯის განლაგება . ბავშვთა ოთახში ხშირად მოგიწევთ ღამით შესვლა , რომ დაამშვიდოთ პატარა , ამიტომ შეძლებისდაგვარად განათავსეთ ბავშვთა საწოლები ოთახის მოპირდაპირე კუთხეებში , ისე რომ პატარას საწოლი მდებარეობდეს კარებთან მაქსიმალურად ახლოს . ისეთ ელემენტებს , როგორიცაა ფაჯარა , გათბობის ბატარეა შეუძლიათ კორექტირების შეტანა ამ სქემაში , მაგრამ გახსოვდეთ , რომ ძირითადი მიზანი დაგეგმარების არის პატარის მშვიდი ძილის უზრუნველყოფა .

bavshvis otaxis dizaini

სათამაშო ზონის შექმნა

სათამაშო ზონის შექმნა საბავშვო ოთახში , საგრძნობლად ამსუბუქებს დაღლილი მშობლების ცხოვრებას . ბალიშები , დიდი რბილი სათამაშოები , იდეალურად მოუხდება სათამაშო მოედანს და სიამოვნებას მიანიჭებს ორივე პატარას . ჩაალაგეთ უფროსი ბავშვის სათამაშოები კოლოფში , რომელსაც ბავშვი ადვილად მიუდგება , მაგრამ არ დადგათ ის იატაკზე , რომ არ იყოს ხელმისაწვდომი უმცროსისთვის .

bavshvis otaxis dizaini

შეავსეთ ოთახი ელემენტებით , რომლებიც ბავშვებს დაანახებს თუ როგორ იზრდებოდა მათი ოჯახი . მათი ერთად გადაღებული სურათები , ხელისგულების ანაბეჭდები , გაკეთებული მაშინ როცა ისინი დაიბადნენ – ყველაფერი ეს დაახლოვებს ბავშვებს და მისცემს მათ საძინებელს თბილ ოჯახურ ატმოსფეროს .

bavshvis otaxis dizaini

ადგილის მოძებნა ორჯერ უფრო მეტი ავეჯისთვის – ერთ ერთი რთული ამოცანაა , რომელიც მშობლების წინაშე დგას . აქ მოგიწევთ თქვენი ნიჭის და გამომგონებლობის მობილიზება . ავეჯი უნდა ავირჩიოთ სწორი ხაზებით , რომელიც შექმნის მაქსიმალურად ვრცელი ოთახის შთაბეჭდილებას და დაგვიტოვებს ადგილს ნივთების შესანახად და თამაშისთვის . თუ ბავშვები საკმაოდ მოზრდილები არიან , იდეალური ვარიანტი იქნება ორსართულიანი ლოგინი . ასეთი ლოგინი საშუალებას მოგვცემს გამოვიყენოთ სივრცე მაქსიმალურად ეფექტურად , ხშირად ასეთი ლოგინის ქვეშ დამატებითი უჯრების მონტაჟიც კეთდება .

bavshvis otaxis dizaini

ჩამოსაკიდი თაროები

ჩამოსაკიდი თაროები ძალიან მოსახერხებელია სათამაშოების განსათავსებლათ და არ ისთხოვს დამატებით სივრცეს . ისინი შეიძლება ჩამოვკიდოთ კომოდის , მაგიდის ან კარებების თავზეც კი . ასევე წიგნის თაროებიც არ დაიკავებს ძვირფას ადგილს თუ მათ მოვათავსებთ მაგალითად ლოგინის ფეხებთან .ასეთ შემთხვევაში შეიძმნება დამატებითი ზედაპირი წიგნისთვის ან სათამაშოსთვის .

bavshvis otaxis dizaini

ყოველდღიური ტანსაცმლისთვის მოხერხებულია კაუჭები კედლეზე ან კარებზე .

bavshvis otaxis dizaini

თუ საერთო საბავშვო ოთახის შექმნისას უპირატესობას მიანიჭებთ გამომგონებლობას , ეფექტურ , მხიარულ და შემოქმედებით ვარიანტებს , ბავშვები აუცილებლად შეიყვარებენ ასეთ ოთახს .

bavshvis otaxis dizaini

bavshvis otaxis dizaini

bavshvis otaxis dizaini

Comments

comments