თეთრი ინტერიერი

როგორ შევქმნათ თეთრი ინტერიერი სწორად : რჩევები დიზაინერებისგან

1 . თეთრი ფერი თავის თავში მთელ ფერთა გამას აერთიანებს , ამიტომაც თეთრი შეიძლება იყოს როგორც თბილი , ასევე ცივი . ინტერიერში მნიშვნელოვანია ბალანსი . არ არის ლამაზი  როცა ინტერიერი ერთ ტონშია ( ცივი ან თბილი) .უკეთესი იქნება თუ თბილ თეთრ ფერს გამოვიყენებთ ავეჯისთვის , ხოლო ცივ ტონებს კედლებისთვის .

2 . არ არსებობს თეთრი შავის გარეშე . პროფესიონალებმა იციან კონტრასტების წესები , მაგალითად , თუ მთელი ოთახი თეთრი ელემენტებითაა შექმნილი , ის უბრალოდ თეთრი საღებავით შეღებილ ოთხ კედელს ემსგავსება . თეთრი თავის პლუსებს დაკარგავს , თუ მასთან სხვა ფერს ან ფერებს არ გამოვიყენებთ . მას კარგად გამოკვეთენ მუქი დეტალები , რომლებიც ქმნიან კონტრასტს .

3 . არ დაგავიწყდეთ , რომ თეთრი ფერის შეცვლა შეუძლია განათებას . როდესაც ასეთ ინტერიერზე ვაჩერებთ არჩევანს , ეს ფაქტი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ . დიზაინერები გვირჩევენ , გამოვიყენოთ ნეიტრალური განათების მქონე ლამპები . ჰალოგენური და თბილი განათებები თეთრ ფერს ყვითლად აქცევს , მაგრამ არც ცივი განათებაა მიზანშეწონილი – ასე ოთახი საავადმყოფოს დაემსგავსება .

4 . სხვა ყველა ფერი თეთრ ფონზე კიდევ უფრო ყვირის , ამიტომ არ შეარჩიოთ ძალიან აქტიური ფერის დეტალები .

5 . ნათელი ინტერიერი თეთრი ფერის გარეშე ძალიან მყუდროდ გამოიყურება , საკმარისია თეთრი დეტალები , და ყველაფერი ჰარმონიულ იქნება .

6 . პრიალა თეთრის დიდი დოზით გამოყენებას მოერიდეთ . მისი გამოყენება შეგიძლიათ აქცენტების სახით , რათა ხაზი გაუსვათ მასალებს შორის განსხვავებას .

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ

Comments

comments