იდეები უფანჯრო ოთახისთვის

მიუხედავად იმისა , რომ ოთხ უფანჯრო კედელში ყოფნა შეიძლება ვერ წარმოგიდგენიათ , მაინც ხდება არც თუ ისე იშვიათად მსგავსი შემთხვევები . სტატიაში ასეთი ოთახების გაფორმების იდეებს გაეცნობით .

  • სურათები – კედლები დატვირთეთ სურათებით . ამ შემთხვევაში თქვენ აღარ გექნებათ ისეთი შეგრძნება , თითქოს სარდაფში იყოთ .
  • თეთრი ფერები – უფაბჯრო ოთახში რაღა თქმა უნდა არ არის საკმარისი ბუნებრივი სინათლე . ამის გამოსწორება თეთრ ფერს შეუძლია , თანაც ღია ფერები ვიზუალურად ადიდებენ სივრცეს . ამ ყველაფერთან ერთად თეთრი  ყველაზე კარგად ირეკლავს და ავრცელებს სინათლეს . იმისათვის , რომ თქვენი ოთახი საავადმყოფოს არ დაემსგავსოს , შეიტანეთ მასში ფერადი დეტალები .
  • სარკეები – როდესაც მუქ ან ბნელ სივრცეებზეა საუბარი , დიზაინერები გვირჩევენ სარკეების გამოყენებას . თუმცა , ეს იდეა არ გამოდგება იმ ადამიანებისთვის , ვისაც სარკეები არ უყვარს .
  • დაფარული განათება – თუ გინდათ ბუნებრივი განათების შთაბეჭდილება შექმნათ , შეგიძლიათ გამოიყენოთ ე.წ. განათების ლენტი , რომელიც ოთახის ნებისმიერ ნაწილს გაანათებს : ნიშას , კედლებს , დივანის ადგილს , ჭერს და ა.შ.
  • მცენარეები – უფანჯრო ოთახი არც ისე კომფორტულად გამოიყურება , მისი გაცოცხლება და სიმყუდროვის შეტანა კი მცენარეებით შეიძლება . დახურულ სივრცეში ისეთი მცენარეები უნდა გამოიყენოთ , რომლებსაც მზის სინათლე არ სჭირდებათ .

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ

Comments

comments