ინტერიერის განახლება დაბალი ბიუჯეტით

რა თქმა უნდა , რენოვაციები და სიახლეები ინტერიერში არ არის იაფი , თუმცა თქვენ მისი განახლება შეგიძლიათ დაბალი ბიუჯეტითაც . სტატიაში გაეცნობით დიზაინერების რჩევებს , თუ როგორ შესძინოთ ახალი სახე თქვენს სახლს , რაც მთავარია დაბალ ფასად .

1 . დაიწყეთ ახალი ფერით

ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ხერხი ალბათ სწორედ კედლებისთვის ფერის შეცვლაა . თქვენი ოთახის ერტი კედლის ფერის შეცვლითაც კი შეგიძლიათ მისი განახლება . არ მოერიდოთ ექსპერიმენტებს , ამ გზით შეგიძლიათ მიყვეთ ტრენდებს და გამოიყენოთ სწორედ ის ფერი , რომელიც კონკრეტულ პერიოდშია მოდური , მაგალითად , 2019 წელი შეგიძლიათ ახალი მწვანე კედლით დაიწყოთ .

2 .  სცადეთ ავეჯის სხვანაირად განლაგება

ყველაზე იაფი , ფაქტობრივად უფასო სიახლე თქვენს ინტერიერში სწორედ ამ გზით შეგიძლიათ შეიტანოთ . დიდი ხნის განმავლობაში უძრავად მდგარი ავეჯი უბრალოდ გადაანაცვლეთ , ეს დაგეხმარებათ თქვენი ოთახის ახალი კუთხით დანახვაში . დიზაინერები ამ ხერხს ყველაზე ეფექტურად თვლიან .

interieris ganaxleba dabali biujetiT

3 .  განაახლე მაგიდის ზედაპირი

მაგიდის ზედაპირის განახლებაში იგულისხმება იმ ნივთების შეცვლა, რაც მაგიდაზეა მოთავსებული . შეიძლება იფიქროთ , რომ მთლიანობაში ეს ვერანაირ სიახლეს ვერ შეიტანს ინტერიერში , თუმცა უკვე გამოცდილი ხერხია ამ გზით დიზაინის გახალისება .

interieris ganaxleba dabali biujetiT

4 . შეცვალეთ ბალიშები

ბალიშები ინტერიერის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია და ისინი მარტივად შესაცვლელია , თანაც საკმაოდ დაბალ ფასად , თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ მხოლოდ ზედაპირები . ითამაშეთ ფერებით და ისინი აუცილებლად გამოაცოცხლებენ ინტერიერს  და ახლებურ იერს შესძენენ მას .

interieris ganaxleba dabali biujetiT

5 . შპალერი

თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ შპალერი , მაშინ მისი დამატებით აუცილებლად განაახლებთ თქვენს სივრცეს , არ მოერიდოთ სხვადასხვა პრინტებსა და ფერებს , ეს გზა აუცილებლად დაგეხმარებათ .

interieris ganaxleba dabali biujetiT

6 . შეცვალეთ ხალიჩა

ხალიჩის როლი ინტერიერის დიზაინში საკმაოდ დიდია , იგი აერთიანებს სივრცეს და კრავს  კომპოზიციას . მისი შეცვლით ოთახი აუცილებლად შეიძენს ახლებურ იერს . აირჩიეთ ძველისგან განსხვავებული ფერი და ზედაპირი .

interieris ganaxleba dabali biujetiT

7 . შეცვალეთ ტორშერები

ტორშერების ცვლილება  დაგეხმარებათ ინტერიერის განახლებაში . განსხვავებული ფორმები , ფერები და განათების დონე თქვენს სახლს გაახალისებს .

interieris ganaxleba dabali biujetiT

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ

Comments

comments