ლამინატი კედელზე

ლამინატი კედელზე

თანამედროვე მოსაპირკეთებელი მასალების ზოგიერთი ნაირსახეობები , რომლებსაც ახასიათებს კარგი საექსპლუატაციო თვისებები , ხშირად გამოიყენება არაპირდაპირი დანიშნულებით . მათ იყენებენ განუმეორებელი და ორიგინალური დიზაინის ფორმირებისთვის . დღეს პოპულარობით სარგებლობს კედლების მოპირკეთება ლამინატით .

interieris dizaini

თავდაპირველად ეს მასალა შეიმუშავეს იატაკისთვის , მაგრამ ლამინატით მოპირკეთებული კედლები გამოიყურება ისე ეფექტურად , თანამედროვედ და ლამაზად , რომ მას უკვე აქტიურად იყენებენ არასტანდარტული ზედაპირების მოსაპირკეთებლათაც .

laminati kedelze

კედლის ლამინატით მოპირკეთების უპირატესობები

ლამინატი და მისი მრავალსახეობები წარმოადგენენ თანამედროვე მოსაპირკეთებელ მასალებს , რომელთა დამახასიათებელი თვისებები გვაძლევენ საშუალებას გამოვიყენოთ ისინი ყველა სახის სივრცეში , გარდა ინტერიერებში , სადაც ტენიანობის მაღალი მაჩვენებელია .

დიზაინერები ცდილობენ შექმნან ელეგანტური ინტერიერი და არ დაივიწყონ პრაქტიკულობა აი ამ მიზეზთა გამო სპეციალისტებმა აირჩიეს ლამინატი , რომელიც გვაძლევს საშუალებას უნიკალური სახე მივცეთ კედლების ზედაპირებს .

laminati kedelze

ეს მასალა სარგებლობს მზარდი მოთხოვნით . პოპულარობა განპიროვნებულია უამრავი უპირატესობებით .

1.  პრაქტიკულობა და მოხმარების მიმართ მდგრადობა

ლამინატი მზადდება ექსპლუატაციისა და დიდი დატვირთვის მიმართ მოთხოვნილებების გათვალისწინებით . კედლების მოპირკეთებისას მასალის ექსპლუატაციის ვადა რამოდენიმეჯერ უფრო დიდია , ვიდრე იატაკის შემთხვევაში .

2. მისაღები ფასი და ბიუჯეტის ეკონომია

კედლების მოსაპირკეთებლათ შეიძლება იაფფასიანი ლამინატის გამოყენება  , რადგანმის მიმართ განსხვავებული მოთხოვნილებებია , ვიდრე იმ მასალის მიმართ , რომლითაც კეთდება იატაკი .

3. ანტისტატიკური თვისებები .

მასალა არ იკრავს მტვერს და ნამცეცებს . ამიტომ მისი მოვლა ადვილია .

4. ადვილი მონტაჟი .

ლამინატი შეიძლება დიდი შრომის გარეშე და საკუთარი ხელით დავაგოთ ( მივაკრათ კედელზე )

5. დიდი ასორტიმენტი .

ფაქტურების ნაირსახეობა , ფერებისა და დიზაინერული გადაწყვეტილებები გვაძლევენ უნიკალურ საშუალებას ავირჩიოთ საკუთარი გემოვნებით კონკრეტული ვარიაცია .

6. ელემენტარული და ესთეტიური გარეგანი სახე .

laminati kedelze

 

ჩამოთვლილმა იდეებმა დაბადეს კითხვა : როგორი ტიპის ლამინატი გამოიყენება კედლების მოსაპირკეთებლად ?

მასალა იყოფა სამ სახეობათ :

1 . მისაწებებელი სახეობა – გამოირჩევა იმით , რომ აქვს სწორი გვერდები და არ აქვს ჩამკეტები . მონტაჟი ხდება სპეციალური წებოს საშუალებით . დემონტაჟი ასეთი მასალის რთულია , განსაკუთრებით მაშინ , თუ გვსურს შევინარჩუნოთ პანელები დაუზიანებლად .

2. დაფისებური ლამინატი – ასეთ მასალას აქვს ჩამკეტები , რომლებიც აუცილებელია ცალკეული პანელების შესაერთებლათ . მონტაჟის დროს წებო არ გამოიყენება . ამ ტიპის მასალა გამოდგება როგორც კედლებისთვის , ასევე იატაკისთვის .

3. ” კლიკისებური ” მასალა – ისეთივე პრინციპით ეწყობა , როგორც დაფისებური , მაგრამ მას აქვს უფრო გაუმჯობესებული და პრაქტიკული ჩამკეტების  კონსტრუქცია .

laminati kedelze

კედლების მოსაპირკეთებელი მასალის არჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ ლამინატის დამაგრების და დალაგების მეთოდს . მისაწებებელი ლამინატით მუშაობა გვაძლევს საშუალებას გავაკეთოთ სივრცის ეკონომია  და არ მოითხოვს ზედაპირის განსაკუთრებულ მომზადებას . დანარჩენი ორი ტიპს მასალის მონტაჟი ძალიან მოსახერხებელია , ასევე ისინი უფრო პრაქტიკულია და საიმედო .

სპეციალისტები გვირჩევენ ყურადღება მივაქციოთ თხელ პანელებს , რომლებსაც აქვთ სიმკვრივის დაბალი მაჩვენებელი . უკეთესია შევიძინოთ მასალა პატარა ზომებით , რადგან ის მონტაჟის დროს უნდა ხელით აწიოთ და რაღაც დროის განმავლობაში გეჭიროთ კიდეც .

მოპირკეთების ტექნიკა მთლიანად დამოკიდებულია შეძენილი ლამინატის სახეობაზე . დასაწებებელი ლამინატი გამოიყენება იმ ოთახებში , სადაც პატარა ფართობია . ჰორიზონტალური წყობის შემთხვევაში , მუშაობა მიმდინარეობს ზემოდან ქვემოთ . ვერტიკალური წყობის შემთხვევაში კი უნდა დავიწყოთ კუთხიდან  და მიმართულებით – მარცხნიდან მარჯვნივ . თუ კედელში არის კარი, მაშინ რეკომენდირებულია კარი მოვხსნათ .

laminati kedelze

მისაწებებელი ლამინატის მონტაჟი

მისაწებებელი ლამინატის დამახასიათებელია , ის რომ მას არ აქვს სპეციალური ჩამკეტები . მისი მონტაჟი ხდება სწორ კელდებზე , წებოს გამოყენებით . წებოს ლამინატს უსვავენ უკანა მხარეს და კედელზე ზიგზაგისებურად . სპეციალისტები თვლიან , რომ კედლის გასწორების ყველაზე  ოპტიმალური ვარიანტია , თაბაშირ მუყაოს კარკასზე დამაგრება.

კედლის გასწორების შემდეგ იწყება , მასზე ლამინატის მიწებება . მისაწებებელი ტიპის ლამინატი შეიძლება გამოვიყენოთ ჰორიზონტალური , დიაგონალური და ვერტიკალური მოპირკეთებისთვის .

laminati kedelze

დაფისებური ლამინატი მიმაგრება

მასალის ეს სახეობა გამოირჩევა ჩამკეტის საიმედოობით , რომელიც საშუალებას გვაძლევს შევაერთოთ ერთმანეთთან პანელები . შიეძლება პატარა ლურსმნებით დავაჭედოთ ჩამკეტები , რათა გადაბმა იყოს მყარი და საიმედო .

laminati kedelze

ხის კარკასი რეკომენდირებულია გაკეთდეს ხის ფიცრებისგან ზომით 2,5 X 5 სმ . ისინი პარალელურად მაგრდება კედელზე , დაახლოვებით 24-26  სმ – ის დაშორებით . სამუშაოს ამ ეტაპზე აუცილებელია მოვამზადოთ :

  • თარაზო
  • პერფორატორი
  • სახრახნისი
  • თვითმჭრელი და ბლოკის ლურსმანი
  • გელა

laminati kedelze

” კლიკისებური ” ტიპის მასალის დამაგრების სამი ეტაპი

  1. მონიშვნა ზედაპირზე
  2. ხის კარკასის შექმნა . ფიცრის ნაჭრებს ამაგრებენ კედლებზე თვითმჭრელის და ბლოკის ლურსმნების დახმარებით . აუცილებელია თარაზოს გამოყენება , იმიტომ რომ სულ პატარა გადახრამ შეიძლება ლამინატის დეფორმაცია გამოიწვიოს და კედელი გახადოს არაესთეტიური .
  3. პანელები ხის კაკასზე მიმაგრდება სპეციალური ნაერთით , შემდეგ ჩემკეტები ლურსმნებით დაჭედდება.’

laminati kedelze

 

გამოცდილი სპეციალისტები გვიმტკიცებენ , რომ ” კლიკისებური ” მასალის მიმაგრებისას შეიძლება მომოვიყენოთ სამშენებლო სტეპლერი , ასეთი ხელსაწყო კარგად ამაგრებს ლამინატს ხის კარკასზე , ამავდროულად ისინი პრაქტიკულად შეუმჩნეველნი არიან .

კედლის მოპირკეთება ლამინატით არის საინტერესო და ორიგინალური გადაწყვეტილება , რომელიც გვაძლევს უნივერსალურ საშუალებას შევქმნათ ეფექტური და შთამბეჭვი ინტერიერი . აუცილებელი გათვლებით და ტექნოლოგიის დაცვით შეიძლება საკუთარი ხელით გავამდიდროთ და გავალამაზოთ ოთახის კელდები .

laminati kedelze

სამუშაოების დაწყების წინ რეკომენდირებულია გაეცნოთ კედლების ფოტოს , რომელიც დამუშავებულია ლამინატით . ეს დაგეხმარებათ ორიენტირებაში და ოპტიმალური მიმართულების არჩევაში .

 

laminati kedelze

პრაკტიკული და უნივერსალური მასალა უფლებას მოგვცემს ფრთები შევასხათ დიზაინერების ყველაზე თამამ და უჩვეულო ჩანაფიქრებს . ლამინატი შეიძლება გამოვიყენოთ შემოსასვლელში , სამზარეულოს , საძინებელსა და კაბინეტის მოსაპირკეთებლათ .

laminati kedelze

laminati kedelze

laminati kedelze

laminati kedelze

laminati kedelze

laminati kedelze

laminati kedelze

laminati kedelze

laminati kedelze

 

 

 

 

 

Comments

comments