ლესვა თუ თაბაშირმუყაო ?

ლესვა თუ თაბაშირმუყაო ?

ცალკეული სამუშაოების შესრულებისას , როგორც ახალ აშენებულ ბინებში , ასევე ძველ ბინებში , ხშირად არის ზედაპირების გასწორების საჭიროება ,  ზედაპირების რომელზეც უნდა გაეკრას შპალერი ან შეიღებოს .  ამ პრობლემების გადასაჭრელად ტრადიციულად იყენებენ სალეს მასალებს ან თაბაშირმუყაოს ფილებს . ქვემოთ განვიხილავთ თუ რომელ შემთხვევებში უკეთესია თაბაშირმუყაოს ფილების გამოყენება კედლის ზედაპირების გალესვივს მაგივრად , ამ მასალების პლიუსებს და მინუსებს , და ასევე ამ მასალების გამოყენების ვარიანტებს სხვადასხვა სირთულის ინტერიერიდან გამომდინარე .

gifskardonit kedlis gascoreba

თაბაშირმუყაო  ( როგორც მას ხშირად უწოდებენ – გიფსკარდონი )

ეს მასალა უკვე ათწლეულია რაც მყარად იკავებს ბაზარს . რაღაც ეტაპზე , თაბაშირმუყაოს გამოყენება დაუკავშირეს ” ევრო რემონტს ” , რადგან ამ ფილების გამოყენება უმეტესწილად ხდებოდა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში , სადაც იგი არის გაყიდვების ლიდერი .

თაბაშირმუყაოს ფილა შედგება , თაბაშირის მჭიდრო ფენისგან , სისქით 9 დან 12 მმ – მდე , რომლის ორივე მხარეს დაწებებულია მუყაო . იდეალურად სწორი ფილის ზედაპირი იძლევა სხვადასხვა კონსტრუქციის შექმნის  საშუალებას . ასევე კედლების ზედაპირების გასწორებას , მომავალი დამუშავებისთვის . წებოთი დამაგრებული მუყაო აკავებს საკმაოდ მტვრევად თაბაშირს , რაც  მის ლითონის კარკასზე დამაგრების საშუალებას იძლევა .

შენებლობაში სულ უფრო და უფრო ხშირად ლესვით სამუშაოებს ანაცვლებენ თაბაშირმუყაოს ფილების გაკვრით , ამ მასალის შემდეგი დადებითი თვისებების გამო :

  • თაბაშირმუყაოს ფილა იძლევა  ნებისმიერი ჩანაფიქრის განხორციელების საშუალებას ინტერიერის პროექტირებისას , სტანდარტული გამოყენებიდან დაწყებული ზედაპირის გასწორებით დამთავრებული .
  • თაბაშირმუყაოს ფილას კედელზე ამონტაჟებენ თუ კედლის ზედა და ქვედა კიდეების ვერტიკალური ცდომილება აღემატება 40მმ , რისი გასწორებაც შეუძლებელია
  • ეს ფილები იცავენ შენობას გარე ხმაურისგან და ხელს უწყობენ სითბოს შენარჩუნებას ინტერიერში .
  •  თაბაშირმუყაოს ფილებით შესაძლებელია კომუნიკაციების შეფუთვა შენობებში .
  • ფილების მონტაჟი არ საჭიროებს დიდ დროს .
  • მშენებლობაში გამოუცდელ ადამიანსაც ძალიან მარტივად შეუძლია ამ მასალის მონტაჟის შესრულება .
  • თაბაშირი არ არის ალაერგიული და ამიტომ თაბაშირმუყაოს ფილები ითვლება ეკოლოგიურად სუფთა მასალად .
  • დამონტაჟებულ თაბაშირმუყაოს კედელზე , პირდაპირ შეიძლება შპალერის ან კერამიკული ფილის გაკვრა
  • თაბაშირმუყაოს გამოყენებისას ფაქტიურად არ გროვდება სამშენებლო ნაგავი – მას ჭრიან დანით , ხოლო კონსტრუქციაზე მაგრდება თვითმჭრელების საშუალებით
  • თაბაშირმუყაო ნიღბავს წებოს ნარჩენებს , რომელიც რჩება მსუბუქი ბეტონის მასალებით კედლის ამოყვანისას – მინიმალური ცდომილებების დროს , საკმარისია თაბაშირმუყაოს უბრალოდ წებოთი ზედაპირზე მიმაგრება .
  • თაბაში წარმოადგენს სინოტივის რეგულატორი შენობაში – იგი იწოვს ნესტს , ხოლო როცა ტემპერატურა იცვლება ეს სინესტე ორთქლდება .
  • თაბაშირმუყაოს ფილებს იყენებენ მაშინაც , როდესაც ვერტიკალურ სიბრტყეს აქვს თავსა და ბოლოში ცდომილება .

დადებითი თვისებების გარდა , ამ მასალას აქვს რამოდენიმე ნაკლი , რომელიც მის გამოყენებას ზღუდავს ზოგიერთ შემთხვევაში .

  • თაბაშირმუყაოს ფილების გამოყენება , ეს ნიშნავს შიდა ფართის შემცირებას შენობაში , რაც დაუშვებელია პატარა ფართის შენობებში .
  • თაბაშირმუყაოს კედელს არ შეუძლია გაუძლოს საშუალო სიმძიმის დათვირთვას – თაროების ჩამოკიდება ესეთ ზედაპირზე არ გამოვა , რათქამაუნდა გამოცდილი მონტაჟნიკები , ასეთ შემთხვევაშიც პოულობენ გამოსავალს – თუ ზუსტად არის განსაძღვრული დამაგრების ადგილი , თაბაშირმუყაოს უკან კონსტრუქციაზე ამაგრებენ ფანერას .
  • თაბაშირმუყაოს ფილა ვერ უძლებს დიდ ტემპერატურულ ცვლილებებს , ამიტომ თაბაშირმუყაოს გამოყენება აგარაკებზე , რომლებიც არ თბება ზამთრის თვეებში , დაუშვებელია , რადგან ზედაპირი მალე გახდება გამოუყენებელი და დაიშლება .
  • შპალერის გაკვრამდე , თაბაშირმუყაოს ზედაპირი უნდა დაიშპაკლოს , საწინააღმდეგო შემთხვევაში , შპალერის მოშორებისას , აძვრება დამცავი ფენაც ( მუყაოს ფენა ) რაც გამოიწვევს კაპირალური რეკონსტრუქციის საჭიროებას .
  • ცარიელი ადგილები რომელიც რჩება თაბაშირმუყაოს ფილებით აშენებულ კედლებში – ხდება მწერებისა და მღრნელების თავშესაფრად .
  • მიუხედავად იმისა , რომ  თაბაშირმუყაოს ფილები არის ნესტგამძლეც  , მათი მუდმივი ყოფნა ნესტიან შენობაში ექსპლუატაციის ვადას ამცირებს 5-7 წლით .

gifskardonit kedlis gascoreba

ლესვითი სამუშაოები

ზედაპირის გასწორების ეს მეთოდი საუკუნეების მანძილზე გამოიყენება , ასევე ჩვენს დროშიც კედლის ლესვას ხშირად იყენებენ სამშენებლო სამუშაოების დროს . ამ მასალის საბასიზო ნივთიერებები შეიძლება იყოს – ცემენტი , თაბაშირი , გაჯი – შესაბამისად გალესილი კედლის ზედაპირი დამუშავების ტიპით და ექსპლუატაციის ხანგძლივობით  განსხვავდება .

ლესვითი სამუშაოების დადებით თვისებებათ თვლიან შემდეგ მომენტებს :

  • ამ მასალა , სწორი მომზადების და კედელზე დატანის შემთხვევაში , შეიძლება 30 წლის ექსპლუატაციას გაუძლოს
  • გალესილ კედელზე შესაძლებელია , პრობლემის გარეშე დაიკიდოს ნებისმიერი ელემენტი .
  • საფარი რომელზეც ხდება ნალესის დატანა , არ რეაგირებს ტემპერატურულ ცვლილებებზე და სინოტივეზე , რაც ნებისმიერ პირობებში მისი გამოყენების  საშუალებას იძლევა .
  • საჭიროების შემთხვევაში , ნებისმიერი დაზიანებული გალესილი ადგილი შესაძლებელია შეკეთდეს .
  • ნალესის ფენის სისქე არ აღემატება 20მმ -ს , რაც საშუალებას იძლევა შენარჩუნებული იყოს , შენობის ინტერიერის სივრცე .
  • ყველა ტიპის ნალესი არის უსაფრთხო ჯამრთელობისთვის .
  • გალესილი კედლები გამოიყენება შემდგომი მოსაპირკეთებელი მასალების დასატანად .

ლესვითი სამუშაოების ნაკლად ითვლება :

  • სალესი მასალების გამოყენებისას წარმოიქმნება დიდი რაოდენობით სამშენებლო ნაგავი .
  • გამოუცდელი ადამინი ვერ შეძლებს ხარისხიანად შეასრულოს ეს სამუშაო .
  • სალესი მასალის საშუალებით შეიძლება მაქსიმუმ 25მმ იანი უსწორმასწორო ზედაპირის გასწორება .
  • თითქმის ყველა შემთხვევაში , მონტაჟის ფინალური ფაზისთვის საჭირო იქნება შპაკლის დატანვა .
  • ელექტრო გაყვანილობის დასაფარად , ან წყალგაყვანილობის მილების , საჭირო იქნება სტრობების მომზადება , პერფორატორით .
  • სამუშაოს ხარისხიანად შესრულებისთვის საჭირო იქნება საკმაოდ დიდი დრო

 რა შემთხვევებში რისი გამოყენებაა უკეთესი ?!

დადებითი და უარყოფითი მხარეების გარკვევის შემდეგ , შეიძლება გავერკვიოთ თუ რა ჯობია , ლესვითი სამუშაოები თუ თაბაშირმუყაოს ფილები . გადაწყვეტილების მისაღებად , საჭირო იქნება შემდეგის გაანალიზება : კედლის სისწორის ცდომილება , საწტისი ზედაპირის მდგომარეობა , საჭიროა თუ არა რთული კონსტრუქციების დამზადება , ექსპლუატაციის პირობები , რაიმე კომუნიკაციების ან კონსტრუქციების შენიღბვა , როგორი მატერიალები უნდა იყოს დატანილი შემდგომში .

არანაკლებ მნიშვნელოვანი კითხვა – მასალის ფასი . სალესი მასალები არის იაფფასიანი , მაგრამ მოითხოვენ უფრო მაღალი კვალიფიკაციის ხელოსნებს . თაბაშიმუყაო კი გაცილებით ძვირია , ასევე მისი მონტაჯისთვის საჭიროა უამრავი სხვადასხვა სახის პროფილი , თუმცა ამ მასალის ფილებით კედლის მოპირკეთებას შეიძლება გაართვას თავი დამწყებმა ხელოსანმაც

თაბაშირმუყაო

ეჭვების გაქარწყლება , შესაძლებელია კი მოპირკეთდეს თაბაშირმუყაოთი კედელი ლესვითი სამუშაოების მაგივრად , შესაძლებელია შემდეგი მიზეზით :

  • თუ საწყისი ზედაპირი არის ხის , მაგალითად აგარაკზე რომელსაც ხშირად იყენებთ .
  • როდესაც საჭიროა შენობის შიგნით მდებარე კომუნიკაციების შენიღბა და სტრობების გათხრა ძალიან რთულია
  • დამატებითი დათბუნების საჭიროების შემთხვევაში , ან ბგერაიზოლაციის მოწყობის საჭიროებისას .
  • როდესაც ზედაპირი უსწორმასწორო 20 მმ ზე მეტად .
  • როდესაც ზედაპირის მოპირკეთება ძალიან საჩქაროა .
  • როდესაც საჭიროა სამუშაოს დამოუკიდებლად შესრულება , და არ არის  პროფესიონალი მლესავის დაქირავების საშუალება .

ლესვითი სამუშაოები

იმისთვის რომ ჩამოყალიბდეთ რითი გაასწოროთ კედლები – თაბაშირმუყაოთი თუ ლესვითი სამუშაოებით , ძირითად კრიტერიუმი გადაწყვეტილების მისაღებათ , იქნება კედლის უსწორმასწორობის სიდიდე ვერტიკალში .

კედლების ლესვა გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში :

  • როდესაც საწყისი ზედაპირი უნდა მომზადდეს შემდგომში , დეკორატიული ქვით მოპირკეთებისთვის .
  • როდესაც ზედაპირი უნდა გასწორდეს ისეთი შენობის ინტერიერში , სადაც მაღალი ტენიანობის მჩვენებელია .
  • როდესაც საჭიროა მასიური ნივთების ჩამოკიდება კედელზე
  • როდესაც ინტერიერის ფართი ძალიან პატარაა და საჭიროა სივრცის შენარჩუნება .
  • როდესაც ვერტიკალში ცდომილება 20 მმ -ზე მეტია
  • ინტერიერებში რომლებშიც არის მკაფიო ტემპერატურული ცვლილებები .

Comments

comments