მანსარდის დიზაინი

მანსარდის დიზაინი

ყველას სურს მყუდრო სახლში ცხოვრება . მათ ვისაც აქვთ ასეთი სახლის ყიდვის საშუალება , თავისი ოცნების რეალიზაციას ახდენენ .  სახლის შეძენისთანავე ჩდება გარემონტების საკითხი . განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მანსარდული ტიპის სახლს . მის ინტერიერს აქვს განსაკუთრებული თვისებები , რომელიც უნდა აუცილებლად გავითვალისწინოთ . თუ თქვენ გსურთ გააკეთოთ მანსარდის უვეულო და ორიგინალური დიზაინი , ისარგებლეთ უბრალო რჩევებით .

mansardis interieris dizaini

რა არის მანსარდი ?

თავიდან მოგიყვებით რა არის მანსარდი . ეს არის საკუთარი სახლის ბოლო სართული , ადრე ის გამოიყენებოდა , როგორც უსარგებლო ნივთების შესანახი ადგილი ან ადგილი სადაც მოსამსახურე ცხოვრობდა . დღეს მანსარდი ძალიან პოპულარული გახდა  , რატომ ? იმიტომ რომ , ამ სივრცეში ნამდვილად არაჩვეულებრივი ატმოსფეროა , რომელიც საიდუმლოებითაა მოცული , არაჩვეულებრივი ხედი ფანჯრიდან , ვარსკვლავებით მოჭედილი ცა – ყველაფერი ეს გვაძლევს უზარმაზარ საშუალებას მანსარდის განუმეორებელი დიზაინის შესაქმნელად .

interieris dizaini

როგორც წესი , მანსარდს აქვს ფართი , რომელიც საკმარისია სრულფასოვანი ოთახისთვის , ასე რომ ჩართეთ ფანტაზია და გვაჩვენეთ როგორი შემოქმედებითი უნარი გაგაჩნიათ .

მოგორ მოვაწყოთ მანსარდი : სასარგებლო რჩევები

mansardis interieris dizaini

მანსარდს ახასიათებს ბევრი თავისებურებები , ამიტომ როდესაც მისი დაგეგმარების პროცესს დაიწყებთ , მოგიწევთ ამის გათვალისწინება . უნდა აითვისოთ მთელი სივრცე – გამოიყენოთ მაღალი ჭერი , ოთახის კუთხეები და ა.შ . კარგია , თუ მანსარდი აშენდება თქვენი პროექტით , რომელიც ითვალისწინებს ამ სივრციდან საცხოვრებელი ოთახის შექმნას . ასეთ შემთხვევაში იოლია ოთახის გაფორმების სტილის შერჩევა . თუ ადრე ეს ადგილი ასრულებდა სხვენის ფუნქციას და ახლა გადაწყვიტეთ მისი მოდერნიზაცია , თქვენ მაინც შეგიძლიათ მოიფიქროთ ორიგინალური დიზაინი .

mansardis interieris dizaini

მაგრამ უნდა იცოდეთ , რომ სანამ მანსარდის მოწყობას დაიწყებთ , უნდა გადაწყვიტოთ პრობლემა – შენობის გამოყენების დროს თავი არ წამოყოს ტექნიკურმა პრობლემებმა .

  1. თბოსაიზოლაციო მასალები უნდა იყოს ძალიან ხარისხიანი . რომ არ დაუშვათ შეცდომა , კონსულტაცია უნდა გაიაროთ მაღალკვალიფიცირებულ სპეციალისტებთან .
  2. გადაწყვიტეთ , ღირს თუ არა მთლიანად შეცვალოთ მანსარდის იერი ? იქნებ საკმარისი იყოს რამოდენიმე დეტალის დამატება და სხვა ყველაფერი ხელუხლებელი დატოვოთ ? მაგალითად , თუ მანსარდა მოპირკეთებულია ხის მასალით , შეიძლება ასე დატოვოთ , მხოლოდ შეარჩიოთ შესაფერისი ავეჯი და გაფორმება .
  3. აირჩიეთ გათბობის სისტემა , რომელსაც გამოიყენებთ ზამთარში , გაზაფხულზე და შემოდგომაზე .
  4. როგორცვე ამ ამოცანებს გადაჭრით , შეგიძლიათ დაიწყოთ ოთახის გაფორმება .
  5. ფანჯარა ასეთი შენობისთვის არის მთავარი ელემენტი . მანსარდაში შესვლისას მზერა პირდაპირ მისკენ გარბის . რაც უფრო დიდია ფანჯარა მით უკეთესია , უფრო მეტი მზის სხივი შემოვა ოთახში .
  6. ხშირ შემთხვევაში მანსარდს მაღლა ერთი ფანჯარა აქვს . სასიამოვნოა როცა ღამით წევხართ საწოლსი და ტკბებით ვარსკვლავებით მოჭედილი ცით .
  7. ასეთი ტიპის ოთახის დიზაინი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ გეგმავთ მის გამოყენებას . მაგალითად , თუ მას აქვს შთამბეჭდავი ზომები სჯობს მისგან გააკეთოთ სასტუმრო ოთახი , საბილიარდო ან სატრენაჟორო დარბაზი . პატარა ოთახი , რომელსაც აქვს ჩატეხილ იფორმის სახურავი , გამოდგება საბავშვო ოთახისთვის , კაბინეტისთვის ან საძინებლათ . თუ მას აქვს კომუნიკაციები შეიძლება მისგან სამზარეულოს გაკეთებაც .
  8. ნებისმიერ შემთხვევაში დიზაინზე მუშაობისას უნდა მოვახერხოთ და ამ ტიპის შენობის თავისებურებები გადავაქციოთ უპირატესობათ . რაც შეეხება ფერთა გადაწყვეტას – არ შეიძლება გამოვიყენოთ ბევრი მუქი ფერი .
  9. ავეჯი – ოთახის გვერდებზე უნდა გაკეთდეს ჩაშენებული კარადები , ადგილის ეკონომიის მიზნით . არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ოთახის ცენტრის გადატვირთვა .
  10. ნივთები უნდა იყოს მსუბუქი და მოსახერხებელი . თუ ასეთს მაღაზიებში ვერ ნახავთ , დაამზადებინეთ შეკვეთით . საქმე იმაშია რომ , სტანდარტული ავეჯი რომელიც უხდება ჩვეულებრივ შენობას , მანსარდში გამოიყურება უხერხულად და ინტერიერს აფუჭებს . ხოლო შეკვეთით დამზადებული კი მიესადაგება ოთახს . ნატურალური ხით დამზადებული ავეჯი – არის შესანიშნავი გადაწყვეტილება .
  11. ფანჯრებზე უნდა დავკიდოთ ფარდა ან ჟალუზები , მოკრძალებული ნახატით . იატაკის მოსაპირკეთებლად უნდა გამოვიყენოთ ლამინატი .
  12. რაც შეეხება დეკორატიულ ელემენტებს , მანსარდში უნდა იყოს დიდი რაოდენობის ტორშერები , ლამპები და სხვა მოწყობილობები . კედლები შეიძლება მოვრთოთ სურათებით .

mansardis interieris dizaini

და ბოლოს , მანსარდის რა ნიუანსები არსებობს ?!

  • რომ გავზარდოთ ვიზუალურად ოთახი , უნდა გამოვიყენოთ ნათელი ფერები .
  • იმისთვის რომ მოვახდინოთ სივრცის ოპტიმიზაცია , უნდა გავყოთ ოთახი ორ ნაწილად – ეს შეიძლება გავაკეთოთ ორდონიანი იატაკის საშუალებით
  • არ დავტვირთოთ ოთახი ავეჯით . საკმარისია გამოვიყენოთ მხოლოდ უცილებელი ( საწოლი და ა.შ )
  • თუ მანსარდი დიდი ზომისაა , გამოიყენეთ ყვითელი და წითელი ფერის შპალერი , მსხვილი ნახატით . ასე დამყარდება ჰარმონია .
  • თუ ფართობი პატარაა , მისი წარმოსახვითი გადიდება მოხდება თუ გამოვიყენებთ ცისფერი და ლურჯი ფერის შპალერს , პატარა ორნამენტებით

mansardis interieris dizaini

დაიმახსოვრეთ , დიზაინერული იდეების რიალიზაციისას არ უნდა დაგავიწყდეთ თუ რა დანიშნულება აქვს ამ შენობას და რაფუნქციებს შესრულებს ის . ისარგებლეთ სასარგებლო რჩევებით და თქვენ მანსარდაში იქნება შესანიშნავი ატმოსფერო .

 

mansardis interieris dizaini

mansardis interieris dizaini

mansardis interieris dizaini

mansardis interieris dizaini

mansardis interieris dizaini

mansardis interieris dizaini

Comments

comments