მარტივად მოსავლელი მცენარეები

არის რაღაც მაგიური სახლში ბევრი მცენარის განთავსებაში , არ აქვს მნიშვნელობა სივრცის ზომას ან დანიშნულებას , გამწვანებები ყოველთვის აცოცხლებენ ნებისმიერ ადგილს და მეტად მყუდროს ხდიან მას .

ალბათ , ბევრ თქვენგანს მოსწონს მცენარეებით დატვირთული ინტერიერები , მაგრამ საკუთარ სახლში მათ შემოტანას იმის გამო არ რისკავს , რომ მათი მოვლა პრობლემატური ჰგონია , სწორედ ასეთი ადამიანებისთვისაა ეს სტატია , სადაც გაგაცნობთ ინტერიერის იმ მცენარეებს , რომელთა მოვლაც ყველაზე მარტივია .

1. Maranta leuconeura – ცნობილი , როგორც მლოცველი მცენარე (prayer plant) . იგი ძალიან ლამაზად გამოიყურება ინტერიერში და უხდება ნებისმიერ სივრცეს . მისი განთავსება სასურველია ისეთ ადგილზე , სადაც მზის შუქი კარგად აღწევს . მისი მორწყვა რეკომენდირებულია თბილი წყლით ორ კვირაში ერთხელ , რაც საკმაოდ მარტივია და არც დიდ დროს მოითხოვს .

2. გაყოფილფოთლებიანი ფილოდენდრონი – ერთ-ერთი მარტივი გამოსავალია იმ შემთხვევაში , როცა მოვლა ან არ შეგიძლიათ , ან უბრალოდ გეზარებათ . მისთვის ხელოვნური განათებაც კი საკმარისია და საუკეთესო ნაწილი ისაა , რომ მას გააჩნია ნაყოფი , რომელსაცც ანანასის გემო აქვს და ძალიან გემრიელია .

3. ჰაერის მცენარეები – მათ აღსაწერად 3 სიტყვაა საკმარისი  : მიწა არაა აუცილებელი ! მათი სიცოცხლისთვის სულ ცოტა წყალიც საკმარისია .


4 . ბედნიერი ბამბუკი – ამ მცენარის სახელი იმ ფაქტს უკავშირდება , რომ ზოგ ადამიანს სჯერა , ამ მცენარეს ბედნიერება და იღბალი მოაქვს . იგი ცოცხლობს დახურულ სივრცეებშიც კი და მათი მოვლა უმარტივესია .

5. ponytail ( პონის კუდი ) palm – ერთ-ერთი ცნობილი მარტივად მოსავლელი მცენარეა , რომელიც ბოთლის პალმის სახელითაცაა ცნობილი და მისი მორწყვა კვირაში ერთხელაც საკმარისია .

6 . succulents and cacti -კაქტუსის სიაში ნახვა ალბათ არ  გაგიკვირდებათ . მათი მოვლა ყველაზე მარტივია , მთავარია , ყველაზე განათებულ ადგილას დადოთ , სააუკეთესო ადგილი ფანჯრის რაფებია .

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ

Comments

comments