პატარა აპარტამენტი მულტიფუნქციური ავეჯით

ძალიან კომპაქტური აპარტამენტის დიზაინი KC Design Studio -მ შექმნა . ინტერიერი ინდუსტრიულ ელემენტებს  , მინიმალიზმსა და ფუნქციონალიზმს აერთიანებს .

ავეჯის დიდი ნაწილი ტრანსფორმირებადია , აპარტამენტის ზომიდან გამომდინარე , მნიშნელოვანი იყო სივრცის დაზოგვა .

ფერები მონოქრომატულია , თუმცა ნატურალური ხისფერი და ამავე ტონალობის ელემენტები აცოცხლებს მას და სიმყუდროვეს სძენს .

ტელევიზორი გამყოფ თაროებზეა , თაროების სისტემა საძინებელს , სამზარეულოსა და  სამუშაო სივრცეს ყოფს ერთმანეთისგან .

საძინებელში კიბით შეგიძვლიათ ასვლა , თუმცა გაგიჭირდებათ თქმა – ეს მეორე სართულია , ანტრესოლი თუ უბრალოდ დაკიდებული საწოლი . აქვეა გარდერობიც .

ინტერიერი მიუხედავად იმისა , რომ აპარტამენტი პატარაა , გადატვირთული მაინც არ არის , და ყველა ზონა იზოლირებულია .

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ

Comments

comments