პატარა სამზარეულოს დიზაინი

პატარა სამზარეულოს დიზაინი

ბევრ ადამიანს გაუკვირდება , მაგრამ 5 კვადრატული მეტრი – ეს არის ნორმა ფართის ერთ ადამიანზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში . ბევრი ჩვენთაგანი ცხოვრობს ისეთ პატარა ბინებში , სადაც სამზარეულო ასეთი ზომის არის . რთულია ესეთ პატარა ფართში დატევა , მაგრამ სხვა გზა არ არის . ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ  , როგორ შევქმნათ დიზაინი 5 კვადრატულიანი სამზარეულოსი რომელშიც უნდა განთავსდეს მაცივარიც  .

 

ძირითადი ამოცანა – მაქსიმალურად გამოსადეგად გამოვიყენოთ ყველა ხელმისაწვდომი სივრცე , შესანახი სივრცის ორგანიზება , ერგონომიურობა , ფუნქციონალურობა და მოხერხებულობა . სამზარეულოს ორგანიზების მთავარი მიზანია – სათავსების ზონა , მოსამზადებელი , სარეცხი და ასევე სამუშაო ზონა , საკვების მოსამზადებლათ .

5 კვადრატულიანი სამზარეულოს დაგეგმარება

სანამ დავიწყებთ სამზარეულოს დაგეგმარებას , უნდა წარმვიდგინოთ სამუშაო ზონის სივრცე სამკუთხედის ფორმაში – მასში უნდა განთავსდეს მაცივარი , გაზის ზედაპირი და ნიჟარა .  მოსახერხებელი სამზარეულოს დახაზვა , რის შემდეგაც ინტერიერის ნივთების დალაგება გაგიადვილდებათ მათი ზომების მიხედვით :

patara samzareulos dizaini

სამზარეულოს სივრცის დაგეგმარება შესაძლებელია უამრავი კომპიუტერული პროგრამით . გეგმარების შემდეგ მოდის სამზარეულოს ტექნიკით დაკომპლექტება რომელიც დამოკიდებული იქნება ოთახის სიგრძესა და სიგანეზე .

patara samzareulos dizaini

პატარა სამზარეულოს ერგონომია

ერთი შეხედვით , ერგონომიის პრობლემები პატარა სამზარეულოში საერთოდ არ უნდა იყოს – ყველა ნივთი განლაგებულია ერთმანეთისგან პატარა დაშორებით , ისედაც პატარა სივრცეში . მაგრამ ეს ასე არ არის . პატარა სამზარეულოც შეიძლება დაგეგმარდეს  მოუხერხებლად  და არაპრაკტიკულად . ამიტომ იფიქრეთ იმაზე , თუ როგორ გსურთ განათავსოთ ავეჯი . არის ოთხი მეთოდი :

  • ხაზოვანი მოდელი – კარადები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა განლაგებულია კედლის გასწვრივ .
  • გესებური მოდელი
  • პესებური მოდელი
  • სხვადასხვა კედელზე განლაგებული ავეჯის მოდელი

patara samzareulos dizaini

ხშირ შემთხვევაში 5 კვადრატულიანი სამზარეულოს ავეჯისთვის ირჩევენ გესებურ მოდელს .

მინუსებიდან უნდა აღინიშნოს , რომ ყველაზე ხშირად ასეთ შემთხვევაში ავეჯის შეკვეთაა საჭირო  , ოთახის ფართიდან გამომდინარე .  ესეთი სამზარეულო ჯდება უფრო ძვირი ვიდრე სწორხაზოვანი , რომელიც შეიძლება იყიდოთ ნებისმიერ მაღაზიაში . საყოფაცხოვრებო ტექნიკა უმჯობეისა იყიდოთ ჩასაშენებელი,   რაც სამწუხაროდ ასევე ძვირი გიჯდებათ ფინანსურად , ცალკეულად განსათავსებელი შეიძლება არც მოუხდეს ინტერიერს . ესეთ სამზარეულოში სავარაუდოდ არ დაეტევა სასადილო მაგიდა , ამიტომ უმჯობესია ჩამოსაშლელი მაგიდის და დასაკეცი სკამების გამოყენება . ასევე შეიძლება ბარის მაგიდის განთავსება .

patara samzareulos dizaini

პატარა სამზარეულოს შემთხვევაში სპეციალისტების რჩევით უნდა გავითვალისწინოთ დიზაინის შექმნისას შემდეგი :

  • საუკეთესო მაგრამ ძვირი არის სამზარეულოს ინდივიდუალური პროექტით შეკვეთა
  • მაქსიმალურად გამოიყენეთ ოთახის სიმაღლე – დასაკიდებელი კარადები შეიძლება გააკეთოთ ჭერამდე
  • გამოიყენეთ ჩამოსაკეცი მაგიდა და დასაკეცი სკამები
  • ვიზუალურად სივრცის გადიდება შეგიძლიათ შუშის , მეტალის და სარკის მეშვეობით
  • აირჩიეთ პატარა გაბარიტების მქონე საყოფაცხოვრებო ტექნიკა – საუკეთესო შემთხვევაში ჩასაშენებელი
  • ჩვეულებრივი კარის მაგივრად , დაამონტაჟეთ გასაცურებელი კარი ან საერთოდ უარი თქვით კარზე
  • ეფექტურად გამოიყენეთ ფანჯრის რაფა
  • ნუ იყიდით გაზის ზედაპირს ოთხი ქურით – ხშირ შემთხვევაში საკმარისია ორიც
  • გამოიყენეთ სივრცის ეკონომიისთვის სხვადასხვა ვარიანტები – რეილინგი , გამოსაღები უჯრები , მრავალიარუსიანი კონსტრუქციები და ა.შ

სამზარეულოს დაგეგმის ეტაპები

  1. აზომეთ თქვენი სამზარეულო ( სიგრძე , სიგანე , სიმაღლე , კარებისა და ფანჯრების სიმაღლეები ) და ჩაიწერეთ ზომები
  2. დაახატეთ სამზარეულოს გეგმა ქაღალდზე ან ნებისმიერ სახაზავ პროგრამაში
  3. ჩაიწერეთ არჩეული ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ზომები , შეეცადეთ განათავსოთ ისინი გეგმარებაზე
  4. ჩამოყალიბდით ფერების გამაზე , იმის გათვალისწინებით , რომ სამზარეულოს ოთახის ინტერიერი მთლიანობაში უნდა მიესადაგებოდეს ბინის დიზაინს . დაიმახსოვრეთ , რომ მუქი და არაპრიალა ზედაპირები ვიზუალურად აპატარავებენ სივრცეს
  5. რემონტის დაწყებამდე აუცილებლად გათვალეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკის განლაგება , რადგან მათზეა დამოკიდებული თუ სად განთავსდება შტეფცელები და ჩამრთველები
  6. კარგათ გათვალეთ სად განთავსდება ნიჟარა – მასთან უნდა მიდიოდეს საკანალიზაციო და წყლის მილები .
  7. კარგად შეამოწმეთ გეგმარება – ისე რომ არცერთი პუნქტი არ იყოს მეორისთვის ხელის შემშლელი

patara samzareulos dizaini

patara samzareulos dizaini

patara samzareulos dizaini

patara samzareulos dizainipatara samzareulos dizaini

 

 

 

 

 

 

 

Comments

comments