რატომ უნდა მივმართოთ დახმარებისთვის ინტერიერის დიზაინერს

ალბათ ყველას უფიქრია ადგილზე და გარემოზე , სადაც იცხოვრებდა , ფერებზე , ავეჯზე , არსებული ინტერიერის გადაკეთებაზე ან ახლის შექმნაზე . ხშირად , ადამიანები არ მიმართავენ ინტერიერის დიზაინერს , რადგან ეს ზედმეტ ხარჯებთან ასოცირდება მათთვის , ან ფიქრობენ , რომ მათზე მორგებულ გარემოს სხვა ადამიანი ვერ შექმნის , თუმცა ყველაფერი ასე რთულად არ არის . სტატიაში  ნახავთ რამდენიმე მიზეზს , რის გამოც შესაძლოა , ამ საკითხზე აზრი შეიცვალოთ .

rato unda mivmartod daxmarebistvis interieris dizainers
  1. თუ ფიქრობთ , რომ ინტერიერის შექმნას ინტერნეტში ნანახი ზღვა მასალის მიხედვით მარტივად შეძლებთ , და რაც მთავარია შედეგით კმაყოფილნი დარჩებით , ცდებით . ეს ყველაფერი რეალობაში გადმოტანისას გაცილებით რთულდება , შეიძლება ფოტოდან გადმოტანილი ნივთები ან ფერები თქვენთვის არაპრაქტიკული ან არაკომფორტული იყოს . დიზაინერი აუცილებლად დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ ტექსტურები , ფაქტურები , ფერები , ქსოვილები , რომლებიც თქვენი ცხოვრების წესსა და საცხოვრებელ ადგილს მოერგება .
  2. მიუხედავად იმისა , რომ ინტერიერის დიზაინერი ზედმეტ ხარჯებთან ასოცირდება , საბოლოო ჯამში ეს ადამიანები თქვენი თანხების დაზოგვის ერთ -ერთი კარგი საშუალებაა . სპონტანურად შერჩეულ მოწონებულ ნივთებსა თუ ავეჯს შესაძლოა ადგილი ვერ მოუნახოთ ინტერიერში . ინტერიერის დიზაინერის პროფესია კი სწორედ სხვადასხვა ნივთების, ავეჯისა თუ მასალების ერთ სივრცეში წარმოდგენა და მათი ერთ მთლიანობად ქცევაა , მათი დახმარებით თქვენ არ მოგიწევთ იყიდოთ ზედმეტი , ან ცოტა .
  3. ინტერიერის დიზაინერი დაგიზოგავთ დროსა და ენერგიას , ამ პროფესიის ადამიანებისთვის თქვენთვის უჩვეულო პროცესები ნაცნობია და მათთვის რესურსების მოძიება ბევრად მარტივია .
  4. ტექნიკური საკითხების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია . მაგალითად, დიზაინერებმა იციან პასუხები ერთი შეხედვით უმნიშვნელო , თუმცა მნიშვნელოვან  კითხვებზე : რამდენი LED სანათი გჭირდებათ ოთახის კარგად გასანათებლად ? რა მანძილით უნდა იყოს დაშორებული ტელევიზორი საწოლიდან? და ა.შ.
  5. ინტერიერის ტრენდები მუდმივად იცვლება , პროფესიონალმა დიზაინერებმა ყოველთვის იციან რა არის კონკრეტულ მომენტში აქტუალური .
  6. ინტერიერის დიზაინერის მომსახურების ყველაზე სასიამოვნო მომენტი ვიზუალიზაციების ნახვაა , როდესაც , თქვენს ჯერ კიდევ არ აშენებულ აპარტამენტს ისეთს ხედავთ , როგორიც დასრულების შემდეგ იქნება . სადაც წინასწარ იქნება გათვლილი სხვადასხვა ფუნქციური ზონები , და წინასწარ იქნება შეთანხმებული დეტალები , ვიზუალიზაციები ლავირების საშუალებას გაძლევთ , თქვენ შეძლებთ ნახოთ რა და როგორ იქნება , შეძლებთ შეცვალოთ ის , რაც არ მოგწონთ , რაც მთავარია ეს ყველაფერი კომპიუტერში ხდება და არ მოგიწევთ აშენებულის დანგრევა , გადაღებვა და ა.შ .
rato unda mivmartod daxmarebistvis interieris dizainers
rato unda mivmartod daxmarebistvis interieris dizainers
rato unda mivmartod daxmarebistvis interieris dizainers
rato unda mivmartod daxmarebistvis interieris dizainers

გავრცელებული აზრია , რომ მცირე ზომის საცხოვრებელი იმდენად მარტივად მოსაწყობია , რომ არ არის საჭირო დიზაინერის დახმარება , თუმცა ცდებით

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ

Comments

comments