რეზინის იატაკი

რეზინის იატაკი

რეზინის იატაკის საფარი – ეს არის მყარი და მდგრადი მექანიკური დაზიანების , ტემპერატურის ( +50 -30 C )  , ქიმიური ( ბენზინი , მჟავა და ა.შ )  ზემოქმედების მიმართ . იგი შესანიშნავად ახშობს ხმაურს და აქვს სრიალის საწინააღმდეგო ეფექტი . ასევე რეზინის იატაკი კარგად იტანს სინესტეს , აქვს მიმზიდველი გარეგნული იერი , მარტივია სამონტაჟოთ და მისი გამოყენება ხანგძლივად შეიძლება . ეკოლოგიურად უსაფრთხოა ადამიანებისთვის და ცხოველებისთვის .

ამის გარდა რეზინის საფარი გამოიყენება იატაკის საფუძვლის ( ბეტონის , ცემენტის , ხის ) დასაცავად , დეფექტების დასამალათ . თუ გამოვიყენებთ ქუჩის საფარს , მაშინ ის თამამად შეიძლება ვიხმაროთ ასფალტზე , გრუნტზე , ქვიშაზე დასაფენად .

interieris dizaini

ყველა თავის დადებითი თვისების გარდა რეზინის საფარი ადვილი მოსავლელია , საკმარისია დრო და დრო გამოვიყენოთ ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებები .

რეზინის იატაკის საფარი გამოიყენება , როგორც საფინალო საფარი ოფისებისთვის , საწარმოებისთვის , ავტოფარეხებისთვის და იქ სადაც მაღალი ტენიანობაა – აბანოებში , აუზებში , აგრეთვე სპორტულ და საბავშვო მოედნებისთვის .

rezinis iatakis safari

რეზინის იატაკის საფარის სახეობები

რეზინის იატაკის საფარი მზადდება რეგენერატული რეზინის ნამცეცებისგან და პოლიურეტანული შემკვრელისგან , იყოფა ორ ძირითად სახეობად : სექტორული და რულონური .

რულონური რეზინის იატაკის საფარს აქვს 1 – 22 მეტრის სიგანე და 6მმ სისქე  . სიგრძე კი თვითონ დამკვეთთან განიხილება ინდივიდუალურად .

სექტორულ საფარს აქვს სხვადასხვა ზომების კვადრატები – 500X500 მმ , 400X400 მმ ,  სისქე კი 15-40 მმ .

თუ შევადარებთ ამ ორ ვარიანტს , ვნახავთ რომ რულონურ საფარს აქვს უფრო მეტი სისქე და შესაბამისად უფრო გამძლეა. სექტორული კი ადვილი დასაგებია რთული კონფიგურაციის ფართობებზე . მისი რემონტი იოლია – ამისთვის საკმარისია ამოიღოთ დდაზიანებული უბანი და შევცვალოთ ის ახლით .

მონტაჟის ტექნოლოგია

რეზინის იატაკის საფარის მონტაჟი ძალიან მარტივია . თუ მას აგებთ ცემენტის საფუძველზე , მაშინ ის ჭინასწარ უნდა მოამზადოთ – გაასუფთავოთ აგვისგან , მტვრისგან  ქიმიური დაბინძურებისგან . ასევე მაქსიმალურად გაასწორეთ და დაგრუნტეთ ზედაპირი . შემდერ უნდა წაუსვათ პოლიუტერანული წებოს ფენა , საფარი იგება იმის მიხედვით თუ რომელი სახეობისაა  . გასავალისწინებელია ჰაერის ტემპერატურა , ის არ უნდა იყოს – 15 გრადუსზე დაბალი და ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 75 % – ს . ეს დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ რელიეფური ნაკეცები .

თუ რელიეფურ საფარს ვაყენებთ გრუნტზე ან ქვიშაზე , მაშინ სექტორები ერთმანეთს უნდა დავუკავშიროთ სპეციალური პლასტიკური ვტულოკით  .  ეს დაეხმარება დამწყებსაც კი სწორად დააგოს კვადრატები . რეზინის სექტორებს აქვს რელიეფური ძირი , რომელიც შესანიშნავად მაგრდება გრუნტზე ან ქვიშაზე და არ სრიალებს .

იმისთვის რომ საფარმა დიდხანს გაძლოს  და ექსპლუატაციაში მოსახერხებელი იყოს , დააყენეთ რეზინის ბორდიურები მთელ პერიმეტრზე .

 

 

 

Comments

comments