როგორ დავფაროთ უსწორმასწორო ზედაპირის მქონე კედელი

უსწორმასწორო კედლები ნაცნობი პრობლემაა ბევრი ადამიანისთვის , ეს საკითხი განსაკუთრებით ძველაშენებულ სახლებშია აქტუალური . სტატიაში გაეცნობით ამ პრობლემბის მოგვარების საინტერესო გზებს .

1 . დაფარეთ დეფექტები საინტერესო შპალერით – თუ უსწორმასწორო კედლებს ერთ ფერში შევღებავთ , ამით მხოლოდ გამოვკვეთთ მის არაერთგვაროვნებას . დამოკვეთილი ორნამენტის მქონე ან ფოტო – შპალერის საშუალებით ეს პრობლემა დაიფარება .

2 . არაერთგვაროვანი ზედაპირის მქონე კედლები შესაძლოა სულაც არ აღვიქვათ პრობლემად . თუ მათ დეკორატიულ დანიშნულებას მივცემთ და ლოფტის სტილის ნაწილად ვაქცევთ , შესაძლოა კედლის უსწორმასწორობა პრობლემიდან არაჩვეულებრივ დეტალად იქცეს . ამ შემთხვევაში შეგიძლიათ არც კი მოაპირკეთოთ ზედაპირი .

3 . გამოიყენეთ ხის პანელები – ხის პანელები მხოლოდ კედლის უსწორმასწორო ზედაპირს კიარ დაფარავს , არამედ ინტერიერს ორიგინალურობას შესძენს . ნატურალური მასალების სიძვირის გამო შეგიძლიათ შედარებით ბიუჯეტური ხის ფაქტურის მქონე პანელები გამოიყენოთ .

4 . გადაიტანეთ ყურადღება დეკორატიულ ნივთებზე – კედლის ზედაპირის არაერთგვაროვნებიდან ყურადღება რომ გადაიტანოთ , ამისთვის რამდენიმე  პოსტერი , ნახატი ან სურათიც საკმარისი იქნება . დაკიდეთ ისინი კედლის იმ ნაწილში , სადაც ყველაზე მეტადაა უსწორმასწორობა თვალშისაცემი .

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ

Comments

comments