სამზარეულოს კუნძული

იდეა , როგორ შევქმნათ შესანიშნავი სამზარეულოს კუნძული

სამზარეულოს კუნძული ჩვენს ბინაში ასრულებს რამოდენიმე დავალებას . ის არამარტო მზერას იბყრობს , არამედ ასევე ამაღლებს ფუნქციონალურობას და ხდის ბინას მოხერხებულს .

samzareulos kunzuli

interieris dizaini

ბინათმშენებლობის ნაციონალური ასოციაციის კვლევებით მომხმარებელთა 70 % – ზე მეტს სურვილი აქვს ჰქონდეს ასეთი ” კუნძული ” თავის სამზარეულოში , ხოლო 50% თვლის რომ ეს აუცილებელია . რადგანაც ნათელია , ის ფაქტი , რომ სამზარეულოს კუნძული ძალზედ სასარგებლო კაპიტალდაბანდებაა . ჩვენ მოვიძიეთ  ყველაზე წარმატებული იდეები . აბა იფიქრეთ , კონსტრუქციის რომელი ტიპი უზრუნველყოფს ყველაზე მეტ კომფორტულობას . დავუსვათ ჩვენ თავს შეკითხვა : რისთვის გამოვიყენებთ მას ყველაზე ხშირად ? რომელი ფუნქციები დაგვეხმარება სამზარეულოს სრულყოფისთვის ? რამდენი ადგილი დასჭირდება მას ? თუ სამზარეულოს კარადებისთვის ადგილი არ იქნება საკმარისი , მოგვიწევს დამატებითი სივრცის მოძიება . თუ თქვენ არ გაქვთ სამზარეულო ან სასადილო მაგიდა უნდა შევქმნათ დამატებითი ადგილი დასასხდომათ .

samzareulos kunzuli

არსებობს მრავალნაირი მიდგომა ამ საკითხის გადაწყვეტისთვის , რადგანაც სამზარეულოს კუნძული იკავებს მნიშვნელოვან ადგილს უნდა დაწვრილებით განვიხილოთ თითოეული ელემენტის ადგილმდებარეობა .

samzareulos kunzuli

დახურულ სამზარეულოში გამართლებულია მაგიდის დადგმა ცენტრში . ის ყოველი მხრიდან ადვილი მისადგომი იქნება და არ შეუშლის ხელს სამზარეულოში გავლას  . თუმცა ასეთი განლაგება ყველა სამზარეულოსთვის არ არის მისაღები . მაგალითად , პერიფერიული კუნძული ღია დაგეგმარებით უკეთესად გამოიყურება . ფორმა და ზომაც ასევე განისაზღვრება ინტერიერის დაგეგმარებით . დატოვეთ 90-120 სმ მანძილი კუნძულის პერიმეტრიდან მის გარშემო განლაგებულ კარადებამდე , რათა შეძლოთ თავისუფალი გადაადგილება . ჩვენ შევაგროვეთ რამოდენიმე განსხვავებული გადაწყვეტილება , რომელიც გახდის სამზარეულოს კუნძულს მაქსიმალურად მოხერხებულს , სამზარეულოს სამუშაო ზედაპირის გაზრდით და დამატებითი დასაჯდომი ადგილების ხარჯზე .

samzareulos kunzuli

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ერთი მათგანი ან შექმნათ კომბინაცია რამოდენიმე ელემენტისგან  , რომ მიიღოთ უნივერსალური დიზაინი, რომელიც ყველაზე მეტად მოუხდება თქვენს სამზარეულოს .

samzareulos kunzuli

samzareulos kunzuli

 

საუკეთესო გადაწყვეტილება სამზარეულოს კუნძულისთვის

  1. სამუშაო ზედაპირის ფართობის გაზრდა
  2. დამატებითი დასაჯდომი ადგილების შექმნა
  3. ჩაშენებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის განსათავსებეი კიდევ ერთი ადგილი .
  4. მრავალ დონიანი კუნძული
  5. მეტი სივრცე სათავსოებისთვის
  6. გამოყენებადი ზედა სივრცე

samzareulos kunzuli

სამუშაო ზედაპირის ფართობის გაზრდა

გაზარდეთ სამზარეულოს ინტერიერის ფუნქციონალური დონე და ამასთანავე შეინარჩუნეთ სისადავე , საგრძნობლად გაზარდეთ სამუშაო ზედაპირი სამზარეულოს კუნძულის დახმარებით . ზედაპირის ზრდა გვაძლევს დიდ უპირატესობას : მეტი ადგილი საჭმლის მომზადებისთვის , ერთდროულად მუშაობა ამოდენიმე მზარეულოს და საკვებს მიღების მოხერხებული ზონის არსებობა .

samzareulos kunzuli

გამოიყენეთ სხვა ოთახებისგან განსხვავებული მასალები , ფერები და , სტრუქტურა და ამით შექმენით კონტრასტი .

samzareulos kunzuli

 

დამატებითი დასაჯდომი ადგილების შექმნა

თუ თქვენ სამზარეულოში არ არის ნორმალური სასადილო მაგიდა , შეგიძლიათ გააკეთოთ  ე . წ ბარის საყრდენი კედელი რამოდენიმე სკამის დამატებით , რომელიც პატარა ადგილს იკავებს თუმცა საკმაოდ ამაღლებს ფუნქციონალურობას და სასიამოვნო გარემოს ქმნის თუნდაც სტუმრის მისაღებათ . თქვენ შეგიძლიათ ბარის საყრდენი კედელი აქციოთ სამუშაო ზედაპირის გაგრძელებათ , რომლის ქვეშ იქნება საკმარისი ადგილი სკამების შესანახათ , როცა ისინი საჭირო არ არის .

samzareulos kunzuli

 

ჩასაშენებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკის დამატება

სამუშაო პროცესის განაწილების ერთ ერთი მეთოდია ” კუნძული ” -ს ზედაპირზე ნიჟარის ან გაზქურის ჩაშენება . ეს პროცესი შეიძლება იყოს საკმაოდ რთული . ყურადღება უნდა მიაქციოთ ისეთ დეტალებს , როგორიცაა ვინტილაცია და სანტექნიკა . ამისთვის საჭირო გახდება გამწოვი , რომელიც მოთავსდება კუნძულის თავზე , გასათვალისწინებელია ის ფაქტი რომ ასეთი ტიპის გამწოვი შეიძლება მაცივარზე ძვირი რირდეს .  ამის გარდა კუნძულის კარადებში დაგჭირდებათ დამატებითი ადგილის გამოყოფა მილებისთვის .

samzareulos kunzuli

 

მრავალდონიანი კუნძული

თუ თქვენ შექმნით სიმაღლეების ვარდნას , ამით დაამატებთ კიდევ ერთ დინამიურ სივრცეს . სამზარეულოს კუნძულის ამ ნაირსახეობის გამოყენება უზრუნველყოფს მაქსიმალურ პირობებს და ამავდროულად გაგძნობინებთ თავს ორ აბსოლიტურად სხვადასხვა სივრცეში . მაგალითად , თქვენ შეგიძლიათ ერთ დონეზე განალაგოთ საყოფაცხოვრებო ნივთები ( როგორიცაა ნიჯარა ) და უფრო მაღლა ბარის საყრდენი .

samzareulos kunzuli

 

მეტი სივრცე ნივთების შესანახად

გარდა სამუშაო ადგილის გადიდებისა , სამზარეულოს კუნძული წარმოადგენს  სხვადასხვა ნივთების შესანახათ საჭირო სივრცის შექმნის კარგ საშუალებას  . მითუმეტეს იმ შემთხვევაში თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკა დიდ ადგილს იკავებს . შეინახეთ ჭურჭელი და ქვაბები ადვილად მისადგომ ადგილზე , მოშორებით შეინახეთ იშვიათად სახმარი ნივთები . კიდევ ერთი ვარიანტი : გამოიყენეთ ღია თაროები კულინარიული ნივთების ან სხვა ნივთების დემონსტრირებისთვის .

samzareulos kunzuli

 

ზედა სივრცის გამოყენება

გამოიყენეთ საშუალება და იხმარეთ სამზარეულოს კუნძულის ზედა სივრცე  . დააყენეთ იქ ჩამოსაკიდი თაროები . განალაგეთ ზედ ძვირფასი ტაფების ნაკრები ან ბროლის სერვიზი . ასევე შეგიძლიათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ სანათი საშუალებებით ან გამოიყენოთ ეს სივრცე გამწოვისთვის .

 

 

Comments

comments