საშხაპე ზონა

საშხაპე ზონის მოწყობისას ხშირად დაშვებული შეცდომები

აბაზანის მნიშვნელოვანი დაწილი – საშხაპე ზონა არც ისე მარტივი მოსაწყობია . რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ ამ პროცესში და როგორ უნდა მოაწყოთ ეს ნაწილი კომფორტულად და რაც მთავარია ხარისხიანად , სტატიაში გაიგებთ .

1 . ერგონომიკის უგულებელყოფა – ,, თვალის ზომით „ შექმნილი ინტერიერი ხშირ შემთხვევაში მოუხერხებელი და შესაძლოა მომავალი ტრავმების გამომწვევი მიზეზიც გახდეს – სივიწროვის გამო გამყოფ მინაზე ან საკიდზე ხელის მირტყმა და ა.შ . ამ პრობლემის თავიდან ასარიდებლად პირველ რიგში დახაზეთ აბაზანის გეგმა და პირველ რიგში დაიწყეთ საშხაპე ზონით და შემდეგ სხვა დეტალები , აღნიშნეთ თითოეული ნაწილი – დუში , საკიდი და ა.შ , შემდეგ კი უბრალოდ ამ გეგმის მიხედვით ნახეთ , რამდენად მოგერგებათ ზომების ასეთი გადანაწილება .

საშხაპე ზონა

2 .  ძვირადღირებულ სპაში მოწყობილი საბანაო ადგილი – ხშირად გვგონია , რომ ძვირადღირებულ სასტუმროებსა თუ სპა-სალონებში მოწყობილი საშხაპე აუცილებლად კომფორტულია , თუმცა ხშირ შემთხვევაში ისინი მხოლოდ დეკორატიულია და ესთეტიკურ მხარეზეა გათვლილი .

საშხაპე ზონა

3 . დაფარეთ შუშა დამცავი საფარით , რომელიც დაიცავს მას სიბინძურისგან . ხშირად ამ საფარს არ იყენებენ , რაც დიდი შეცდომაა . მისი გამოყენების შემთხვევაში წყლის წვეთებიც კი არ გაჩერდება შუშაზე , მისი დასუფთავებაც არ მოგიწევთ დიდი სიხშირით . ამ საფარის მინუსი მხოლოდ ისაა , რომ დროთა განმავლობაში ირეცხება . თუმცა შუშის მრავალჯერადი დაფარვაა შესაძლებელი .

საშხაპე ზონა
საშხაპე ზონა
საშხაპე ზონა

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ

Comments

comments