სტუდიო სკანდინავიურ სტილში

სტუდიო სკანდინავიურ სტილში

სტუდიო სკანდინავიურ სტილში , რომლის ფართობი 48 კვმ – ია .
დღეს ჩვენ გთავაზობთ განსახილველათ ბინის ინტერიერს სკანდინავიურ სტილში , რომელიც მდებარეობს გეტებორგში ( შვეციაში ) . დიზაინერებმა შეძლეს  და შექმნეს თანამედროვე აპარტამენტები  ახალგაზრდა წყვილისთვის , რომელიც მთლიანად აკმაყოფილებს პატარა ბინის ძირითად მოთხოვნებს .

studios tipis bina skandinaviur stilshi
სამზარეულოს ჩართვამ ერთოთახიანი ბინის საერთო ინტერიერში საშუალება მოგვცა საგრძნობლად გაგვედიდებინა საცხოვრებელი სივრცე . ოთახი გამოიყურება ფართოდ .   ორი დიდი ფანჯრის ( ე.წ ფრანგული აივანი ) აგრეთვე ღია ფერის იატაკის , თეთრად შეღებილი კედლების და წერტილოვანი განათების ხარჯზე . ინტერიერის ფერთა გადაწყვეტა მთლიანად პასუხობს სკანდინავიურ სტილს : თეთრი ავეჯი , შავი კონტურები და მწვანე ნარგავების პატარ – პატარა ნოტები .

studios tipis bina skandinaviur stilshi
პატარა ბინის ინტერიერის დიზაინი .

გირჩევთ ბინის დათვალიერება დაიწყოთ მისაღებიდან . ეს არის იატაკის პატარა მონაკვეთი შემოსასვლელ კარებთან , ფილებით მოპირკეთებული . ქუჩაში გასვლამდე ფართო სარკის საშუალებით შეგვიძლია საკუთარი თავი თავიდან ფეხამდე დავათვალიეროთ . აქვე ორიდე საკიდი საკიდი ჩანთებისთვის და სხვა წვრილმანებისათვის . დამოუკიდებელი გარდერობი არის ყველა ყველა ქალის ოცნება და დიდი იშვიათობა პატარა ბინებისთვის .

studios tipis bina skandinaviur stilshi

გარდერობის ოთახი არის ვიწრო , ამიტომ პატარა  კარადები განლაგდება მხოლოდ ერთ კედელზე . აღსანიშნავია მისი კარგად მოფიქრებული ფუნქციონალურობა : ყველაზე მაღლა დიდი თარო თავსაბურავებისთვის და სეზონური ფეხსაცმლებისთვის  თავისუფლად შეგიძლიათ განათავსოთ . ხოლო ყუთებში და კალათებში საკმაოდ ადგილია დანარჩენი ნივთებისთვის : თბილი სვიტრებიდან  – პატარა აქსესუარებამდე .

studios tipis bina skandinaviur stilshi

შესასვლელიდან საერთო ოთახში მოვხვდებით . ინტერიერი ჰარმონიულად გამოიყურება – მარჯვნივ ფანჯრებია და მაგიდა სკამებით , მარცხნივ რბილი დივანი და ქათქათა თეთრი სამზარეულო .
საყურადღებოა ,  რომ მარჯვენა მხარე ბათქაშით არის შეთეთრებული .
სასადილო ზონა ერთოთახიან ბინაში .

studios tipis bina skandinaviur stilshi

კედლის ნიშა გადაკეთდა თაროებიან ღია კარადათ . მისი ქვედა ნაწილი გამოიყენება სკამების შესანახად , ზედა ნაწილი უფრო დეკორატიულია , ვიდრე ფუნქციონალური , რომელიც ალბათ დროთა განმავლობაში შეიცვლება .
დასასვენებელი ზონის გაფორმება .

studios tipis bina skandinaviur stilshi

დასასვენებელი ზონა სკანდინავურ სტილში გაფორმებული , ხშირად მოგვაგონებს  ” იკეის ” ინტერიერს . ჟურნალების გორა , ნაცრისფერი პლედი და რამოდენიმე დეკორატიული ბალიში დივანზე აძლევს სახლს სიმყუდროვის და სიმშვიდის იერს .  თუმცა რამდენად მოსაწონია ეს ყველაფერი ყველასათვის – სადაო საკითხია .

ასეთი დიზაინი საკმაოდ ცივი და არაკომფორტულია ზამთარში . დასასვენებელი ზონის მოპირდაპირე მხარეს განთავსებულია სამზარეულო  , თანამედროვე და ფუნქციონალური . დიდი სამუშაო ზედაპირი , ბევრი ყუთაები , ჭურჭლის სარეცხი მანქანა და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა  – ყოველდღიური საჭიროებისათვის .

studios tipis bina skandinaviur stilshi

სამზარეულოს სქემა კუთხურია . ავეჯი დალაგებულია ისე , რომ ვიზუალურად გაიყოს ოთახი ორ ნაწილად . დიზაინერების ჩანაფიქრით კედელი რომელზედაც განლაგებულია სამზარეულოს ყველა საჭირო აქსესუარი , ამავდროულად არის ტიხარი , რომელის უკანაც მდებარეობს საძინებელი ზონა .
ოთახის ეს ნაწილი საგრძნობლად პატარაა და დაახლოვებით 12 კვმ -რს იკავებს . გარდა ნიშასი საწოლისთვის , რომელის სიგანეც  140 სმ -ია , გათვალისწინებულია ადგილი პატარა სამუშაო ადგილისთვის . აქვეა კარები , რომელიც გადის სველ წერტილებთან .
მაგიდამ რომ არ ჩაკეტოს აბაზანისკენ გასასვლელი , დიზაინერებმა მოიფიქრეს კომპაქტური დასაკეტი მოდელი . დაგვრჩა შევიხედოთ აბაზანაში . აქაც ჩვენ ვხედავთ საყვარელ სკანდინავიურ კონტრასტს თეთრი და შავი ფერებისას . ოპტიმალურია საშხაპეს პატარა ვარიანტი , რკალისებრი დასაკეცი კარებით . ნიჟარა განთავსებულია კარიდან მარცხნივ უნიტაზის საპირისპირო მხარეს .

 

Comments

comments