ტრანსფორმირებადი ავეჯი

ამერიკული საცხორებელი პირობები , ნელნელა სუბურბანულ , ე . წ. One – family homes -ზე ფოკუსირდება , მსგავსი  საცხოვრებლების დიზაინი 1950 – იანი წლების ინტერიერებისგან რადიკალურად განსხვავდება . აქ შეხვდებით მულტიფუნქციურ , ტრანსფორმირებად ავეჯს , რომლებსაც შეუძლიათ სხვადასხვა ფუნქცია შეითავსონ .

ტრანსფორმირებად ავეჯს შეუძლია თქვენი სივრცის დაზოგვა , მიუხედავად მისი ზომისა , იგი გამოსადეგია განსაკუთრებით სტუდიოს ტიპის ბინებში და გთავაზობთ იცხოვროთ კომფორტულად . სტატიაში გაგაცნობთ ფუნქციონალური ავეჯის რამდენიმე ვერსიას .

1 .  circe sofa

კედლის ე . წ queen bed – დივანი
Circe sofa ცალკე მდგარი , ჰორიზონტალურად გასახსნელი კედლის საწოლია , რომელიც ტანსფორმირების შემდეგ 2 – 3 ადგილიან დივანად იქცევა , მის თავზე კი ორი თაროა . circe sofa შეიძლება მოეწყოს ნებისმიერ სივრცეში , სადაც საჭიროა საძინებელი სივრცისა და საერთო ოთახის თანაარსებობა . მისი ცვლილების პროცედურა ძალიან მარტივია – უბრალოდ ჩამოწიეთ კედელი და თქვენს წინ რამდენიმე წამში queen size საწოლი იქნება .

transformirebadi aveji

2 . cabrio

Cabrio in ჰორიზონტალურად გასახსნელი , ერთსაწოლიანი კედლის საწოლია რომელიც ინტეგრირებულია საწერ მაგიდასთან ,
მისი მექანიზმი ისეა მოწყობილი , რომ ტრანსფორმირებისას და საწოლად გადაკეთებისას , თქვენ სულაც არ დაგჭირდებათ მაგიდაზე განტავსებული ნივთების ალაგება . თქვენ მხოლოდ უნდა 2 მოძრაობა გჭირდებატ მისი გარდასახვისთვის .

transformirebadi aveji

3 .  elegance

ტრანსფორმირებადი სასადილო მაგიდა
elegance მრგვალი მაგიდაა , რომელიც რამდენიმე წამში სასადილო მაგიდად იქცევა . მისი საშუალებით შეგიძლიათ დაზოგოთ ადგილი , მოსახერხებელია ბევრი სტუმრის მიღებისას, რაც მთავარია მისი ტრანსფორმირება ძალიან მარტივი და მოსახერხებელია .

transformirebadi aveji

4 .  giralot

Giralot ტრანსფორმირებადი სათავსოების კრებულია .
მისი საშუალებით თქვენ ძალიან დიდი სივრცის დაზოგვა შეგიძლიათ , მისი გამოყენება იდეალურია შესასვლელ ჰოლში ან ვიწრო დერეფანში , ასევე იგი ნებისმიერ ოთახსა და სიტუაციას კარგად ერგება . იგი იატაკიდან ჭერამდეა და იღება ნებისმიერი მიმართულებით , რაც კიდევ უფრო კომფორტულს ხდის მას .

transformirebadi aveji

Intra

ტრანსფორმირებადი კონსოლი და სასადილო მაგიდა
intra მაღალი ხარისხის მასალითა და ელეგანტური დიზაინით გამოირჩევა . შეიქმნა სივრცის მაქსიმალურად ეკონომიურად გამოყენებისთვის . 16 ინჩის იღრმის კონსოლი ტრანსფორმირდება 8 ადგილიან სასადილო მაგიდად .

transformirebadi aveji
transformirebadi aveji
transformirebadi aveji

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ

Comments

comments