ფერების ფსიქოლოგია

ინტერიერის დიზაინში უდიდესი ყურადღება ექცევა . ერთი შეხედვით , შეიძლება ვიფიქროთ , რომ ფერის შერჩევა მარტივია მაგალითად საერთო ოთახისვის ან ჩვენი სახლის ნებისმიერი ნაწილისთვის ,რადგან ჩვენ იმ ფერებს ვირჩევთ , რომელიც გვიყვარს . ზოგჯერ , ეს პრინციპი ამართლებს , თუმცა ხშირ შემთხვევაში შედეგი არც ისე კარგია .

ინტერიერის დიზაინერების უმრავლესობას ფერებზე დიდი ცოდნა აქვს , იციან , რომელი ფერი რომელს მოუხდება , რომელი ფერი რა ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს ადამიანზე .

ფერები ჩვენს ხასიათზე , აზროვნებაზე და ფსიქოლოგიაზე მოქმედებენ , შეუძლიათ ენერგიით აგვავსონ , მოგვადუნონ და ჩვენში სხვადასხვა შეგრძნებები გამოიწვიონ .

ყავისფერი

ამ ფერს შეუძლია ბუნებრივობა და კომფორტი შემოიტანოს თქვენს სახლში . ყავისფერი ბუნებაში გავრცელებული ფერია  , იგი ადამიანს იდუმალებისა და სტაბილურობის შეგრძნებას უჩენს და სახლს სიმყუდროვეს სძენს .

feris fsiqologia

თეთრი

თეთრი ფერი თქვენს სახლს სისუფთავის შეხედულებას მისცემს . ადამიანებს ამ ფერთან სხვადასხვა ასოციაციები უჩნდებათ . ინტერიერში მისი გამოყენება სივრცეს ვიზუალურად ადიდებს , რაც სიახლის შთაბეჭდილებას ქმნის . მისი გამოყენება რეკომენდირებულია სხვა ნეიტრალურ ან აქტიურ ფერებთან .

feris fsiqologia

ნაცრისფერი

ნაცრისფერი ინტერიერი ელეგანტურობას და ფორმალურობას სძენს ამა თუ იმ სივრცეს . ამ ფერს სხვადასხვა ელფერი აქვს და თითოეული ელფერი სხვადასხვა ფსიქოემოციურ დამოკიდებულებას იწვევს , მაგალითად ნაცრისფერი ყვითელი ელფერით დეპრესიულ ფონს ქმნის , განსაკუთრებით მაშინ , თუ ასეთი ფერის ოთახში ყავისფერი ნივთებია . იმ შემთხვევაში კი , თუ ნაცრისფერი არც ისე ნათელ თეთრ ფერთანაა კომბინირებული , სისუფთავისა და სიცოცხლის ეფექტს ქმნის .

feris fsiqologia

შავი

შავი ელეგანტური ფერია და თუ მას ჭკვიანურად გამოიყენებთ , ძალიან კარგი შედეგი შეიძლება მიიღოთ . ბევრი ადამიანი ამ ფერს სიკვდილთან და სხვა სერიოზულ უარყოფით მოვლენებთან აიგივებს , ამიტომ მისი ჭარბად გამოყენება არ არის რეკომენდირებული .

feris fsiqologia

ყვითელი

ყვითელი ოპტიმისტური ფერია და ადამიანებისთვის ის მზესთან ასოცირდება , თუ თქვენ არ გინდათ ამ ფერით კედლების შეღებვა , შეგიძლიათ ყვითელი ავეჯის, დეკორატიული ნივთებისა და სხვადასხვა ელემენტების გამოყენება , იიგი თქვენს სახლს მხიარულებასა და ბედნიერებას შესძენს .

feris fsiqologia

წითელი

წითელი სტიმულაციის ფერია . მას შეუძლია ადამიანებში მაღალი წნევა და გულის აჩქარება გამოიწვიოს , სწორედ ამიტომ მისი დიდი დოზით ინტერიერში გამოყენება არ არის სასურველი . თუმცა თუ ამ ფერის სწორ ელფერს შეარჩევთ , შეძლებთ კარგი რეზულტატის მიღწევას , იგი ვნებისა და სურვილების ფერია , ამიტომ წითელი შტრიხები ხშირად გამოიყენება საძინებელ ოთახებში და სამზარეულოში .

feris fsiqologia

ვარდისფერი

ხშირად ვარდისფერს ფემინურ ფერად თვლიან და იგი გოგონებთან ასოცირდება . ამ ფერს შეუძლია კომფორტული გარემოს შექმნა , იგი ასოცირდება ტკბილეულობასთან და ხშირად გამოიყენება პატარა გოგონების საძინებელი ოთახში .

feris fsiqologia

იასამნისფერი

ამ ფერით თქვენს სახლს შეგიძლიათ მდიდრულობა შესძინოთ . იასამნისფერს მისტიკა  შემოაქვს და ყურადღებას იქცევს . ადამიანებში მეფურობისა და ძალაუფლების ასოციაციას იწვევს .

feris fsiqologia

ცისფერი

ცისფერით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ გრილი და სუფთა გარემო . ინტერიერის დიზაინში ეს ფერი გამოიყენება სამუშაო სივრცეებში და კარგია მედიტაციისთვის .  იგი ანეიტრალებს მზის ჭარბ სინათლეს , იგი მადას აქვეითებს და წონაში კლებისთვის კარგია .

feris fsiqologia

მწვანე

ეს ფერი თქვენს სახლში მშვიდ და მყუდრო ატმოსფეროს შექმნის, იგი ბუნებასთან ასოცირდება და მისი გამოყენება სხვა ფერებთან ერთადაა რეკომენდირებული .

feris fsiqologia

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ

Comments

comments