ხის პანელები ინტერიერის მოსაპირკეთებლათ

ხის პანელები ინტერიერის მოსაპირკეთებლათ

შერჩევის პრინციპები და მონტაჟი

პრაკტიკულობით და მომხიბვლელი შეხედულებით ხის პანელები გამოირჩევიან ინტერიერის მოსაპირკეთებელ მასალებთა შორის . პანელები დღესდღეობით სულ უფრო და უფრო პოპულიარული ხდება . განვიხილოთ შერჩევის თავისებურებები და მონტაჟის პრინციპები .

interieris dizaini

 

ხის პანელები : ფუნქცია , უპირატესობა და ნაკლი

ხის პანელებით აპირკეთებენ როგორც შიდა ასევე გარე კედლის ნაწილებს . მაგრამ , ყველაზე ხშირად მათ იყენებენ ინტერიერის ( შიდა კედლების ) მოსაპირკეთებლათ . მათი დახმარებით , კედლები , დიზაინერული კონსტრუქციები , ტიხრები ან ჩაშენებული ავეჯი , იძენს გაცილებით პრეზენტაბელურ შეხედულებას .

 

პანელის ძირითადი შემადგენელი არის ხე . ხის პროცენტულ შემადგენლობაზეა დამოკიდებული პანელის ფასი . ყველაზე ძვირად ღირებული პანელები შედგებიან ნატურალუი ჯიშის ხისგან .

ინტერიერის მოსაპირკეთებლათ გამოყენებული ხის პანელების დანიშნულებაა :

  • კედლების გამოყოფა ( ვიზუალურად ) , მნიშვნელოვანი დიზაინ ელემენტის სახით .
  • სივრცეში სხვადასხვა  სტილის გაერთიანება
  • გარე კედლების დათბუნება
  • ბგერაიზოლაციის მახასიათებლეის გაზრდა
  • ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი გარემოს შექმნა
  • კედლებსა და ჭერზე დეფექტების დამალვა
  • ინტერიერის რესპექტაბელობის გაზრდა

პრაქტიკულობის გარდა პანელები გამოირჩევიან შეხედულების ორიგინალობით , მაღალი ხარისხით და ექსპლუატაციის სიხანძლივით . მოპირკეთების ესეთი ტიპი  დიდი ხანი ინარჩუნებს პირველად შეხედულებას .

ხის პანელები გამოსადეგარია როგორც სააგარაკე სახლებისთვის , ასევე ბინებისა და საოფისე ფართებისთვის . მათი წარმოებისთვის იყენებენ ძვირფას ხის ჯიშებს , ამიტომ მათი ვიზუალური მხარე დიდ ხანს ახარებს თვალს . პანელები აგრეთვე არის მრავალი სხვადასხვა ფორმის , ფერის და ტექსტურის , ამიტომ ადვილია მათი შერჩევა ნებისმიერი სტილის ინტერიერისთვის .

xis panelebi interierisa da eqsterieristvis

განვიხილოთ ხის პანელების ძირითადი უპირატესობები :

 

  1. ესთეტიური მომხიბვლეობა .  ხის პანელებით ინტერიერი ხდება უნიკალური , განსაკუთრებული და მყუდრო .
  2. ეკოლოგიურობა . პანელის საჭყისი ნატურალური ხეა , იგი არ არის მავნე ჯამრთელობისთვის , აბალანსებს ოთახში ტენიანობას და ქმინის მიკროკლიმატს .
  3. პრაკტიკულობა . ხის პანელების მოვლა საკმაოდ მარტივია და არ საჭიროებს სპეციალურ საწმენდ საშუალებებს . საკმარისია პანელების ნოტიო ტილოთი გაწმენდა , რითიც ისინი არ კარგავენ ვიზუალურ შეხედულებას .
  4. ადვილი მონტაჟი . ხის პანელების მონტაჟისას არ არის აუცილებელი განსაკუთრებული გამოცდილება , არ საჭიროებს სპეციფიური ხელსაწყოების გამოყენებას .
  5. სითბოს გატერების დაბალი მაჩვენებელი . თუ კედლები ან ჭერი ხის პანელებით არის მოპირკეთებული , ზამთარში იგი არ გაატარებს სიცივეს , შესაბამისად ინტერიერში შენარჩუნდება სითბო .
  6. შესანიშნავი ბგერაიზოლაცია . ატმოსფერო ინტერიერში ხდება გაცილებით სასიამოვნო როდესაც ხის პანელები ახშობენ არასასურველ ხმაურს .
  7. სიმყარე და კარგი ეკსპლუატაციური მაჩვენებლები . ხის პანელებს აქვს კარგი მედეგობა ბუნებრივი ან მექანიკური ზემოქმედების მიმართ  .
  8. ხის პანელების მონტაჯამდე არ არის  კედლების მომზადების ან გასწორების საჭიროება . ამიტომ ზედმეტი ხარჯი მცირდება .
  9. მისაღრები ფასი ხის პანელებს ხდის მიმზიდველს მომხმარებლებისთვის  .
  10. კიდევ ერთი უპირატესობა ხის პანელების არის მრავალფეროვანი არჩევანი , ფერების , ფორმების და ტექსტურების მხრივ .

 

xis panelebi interierisa da eqsterieristvis

 

 

დიდი უპირატესობის გარდა ხის პანელებს აქვს მცირე ნაკლი .

 

  •     დაბალი ნესტგამძლეობა , ხავსის გაჩენის საშიშროება , სოკოს გაჩენის საშიშროება და ლპობა – ამიტომ მოპირკეთების ეს მეთოდი მიზანშეწონილი არ არის ინტერიერებისთვის მაღალი ტენიანობით .
  • ანტიკოროზიული ხსნარით დამუშავების საჭიროება – ხის პანელები საჭიროებენ პერიოდულათ სპეციალური ხსნარებით დამუშავებას .

ხის პანელები ინტერიერში : გამოყენების მნიშვნელოვანი თავისებურებები

არსებობს რამოდენიმე ხერხი ხის პანელების ინტერიერში გამოყენების , გთავაზობთ რამოდენიმე მათგანს :

  1. ჰორიზონტალური დამაგრება . ასეთი ხერხი პანელების კედელზე მიმაგრების საშუალებას იძლევა . პანელებეის გაკვრის ესეთი ტიპი , ინტერიერს ხდის უფრო სტილიზირებულს , გარდა ამისა ვიზუალურად კედლები უფრო გრძელი და დიდი ჩანს .  ინტერიერის თანამედროვე გამორმების დროს ხის ჰორიზონტალური პანელების გაკვრა ხდება ან ერთ კონკრეტულ კედელზე ან მის ამორჩეულ ნაწილზე , რითაც კედელი ხდება გამოყოფილი სხვა კედლებისგან .
  2. ვერტიკალური მონტაჟი წარმოადგენს უფრო გავრცელებულ ხერხს და ყველაზე ხშირად იყენებენ სამუშაო სივრცის და კაბინეტების მოსაპირკეთებლათ . ასეთი მოპირკეთების წყალობით შესაძლებელია ინტერიერის მკაცრი სტილის ხაზგასმა და მისი უფრო პრეზენტაბელურობის ამაღლება .
  3. საშუალო ზომის ვერტიკალური ხის პანელების გამოყენება ინტერიერის მფლობელის განსაკუთრებულ გემოვნებაზე მიგვითითებს .
  4. მთლიანი ან ნაწილობრივ მოპირკეთებას იყენებენ არა მარტო კედლებზე , არამედ ჭერზეც . ჭერის ხის პანელების მოპირკეთება ყველაზე ხშირად გამოიყენება აგარაკის სახლებში .

 

xis panelebi interierisa da eqsterieristvis

 

ხის პანელების სახეობები

 

 

პანელები გაკვრის მდებარეობის მიხედვით არის :

  • კედლის
  • ჭერის

ხის პანელები კედლის მოსაპირკეთებლათ გამოირჩევა მაღალი გამძლეობით მექანიკური დაზიანებების მიმართ  . ამის გარდა ესეთი პანელები ადვილად იწმინდება და მათ უფრო გამოხატული შეხედულება აქვთ .

ხის პანელები ჭერისთვის გამოირჩევა მაღალი მდგრადობით სინესტის მიმართ , მაღალი თბოიზოლაციით და მონტაჟის სიმარტივით .

 

xis panelebi interierisa da eqsterieristvis

ხის პანელები შემადგენლობის პროპორციულობით იყოფა შემდეგ ნაწილებათ :

  • პანელები ნატურალური ხის მასივისგან
  • პანელები დამზადებული ლამინირებული ხის მასალისგან
  • მდფ – ის პანელები
  • საცობის ტიპის პანელები
  • დსპ – ს პანელები

ყველაზე ძვირადღირებულია პანელები ნაურალური ხისგან . ამის გარდა მათ აქვთ ყველაზე ლამაზი შეხედულება , რადგან მთლიანად ასახავენ ხის სტრუქტურას . ასეთი პანელები გამოირჩევიან ექსპლუატაციის ყველაზე მაღალი პერიოდით .

 

xis panelebi interierisa da eqsterieristvis

 

 

Comments

comments