2019 – 2020 წლების ტრენდები

ინტერიერის დიზაინი მუდმივად ცვალებადია , წლის სხვადასხვა სეზონი შეიძლება სხვადასხვა ტრენდებით იყოს დატვირთული , სტატიაში შემოდგომა – ზამთრის ინტერიერის ტენდენციებს გაეცნობით .

1 .  რეტროს კოალიცია – ყველაზე მთავარი ტრენდია , ნოსტალგიური აქცენტები გასული წლების ინტერიერებიდან . 50 – იანებისა და 70 – იანების ფერთა გამა , მწვანე , მდოგვისფერი და 1920 – იანი წლების ხელოვნება , სუფთა , სწორი ხაზები და ბუნებრივი მასალები – სწორედ ეს არის რეტრო .

2019 wlis tendenciebi

2 . აქტუალური სკანდინავიური სტილი ნელნელა უფერულდება , თუმცა ეს მხოლოდ მის განახლებას გულისხმობს უფრო თბილი ფერებით , მრავალფეროვანი ტექსტურებით , ქსოვილებით . მკვეთრი ცივი ფერებიდან სკანდინავიური სტილი ნეიტრალურ ტონებში გადადის , მიზანშეწონილია თბილი ტონალობის ხის მასალისა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის გამოყენება .

2019 wlis tendenciebi

3 . ტროპიკული აქცენტები კვლავ აქტუალური ხდება დიზაინში , თუმცა ამჯერად ისინი უფრო მსუბუქი უნდა იყოს , მკვეთრი ფერების ნაცვლად ნათელი , პასტელური ფერების გამოყენებას გვირჩევენ დიზაინერები .

2019 wlis tendenciebi
2019 wlis tendenciebi

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ

Comments

comments