4 ხრიკი , რომელიც გამოაცოცხლებს ნებისმიერ ინტერიერს

4  ხრიკი , რომელიც გამოაცოცხლებს ნებისმიერ ინტერიერს

ყველას უნდა თავი კომფორტულად იგრძნოს საკუთარ სახლში , სტატიაში ნახავთ რჩევებსა და ხრიკებს , თუ როგორ გახადოთ თქვენი სახლი კომფორტული და ლამაზი .

1 . საჭიროა კარგი განათება . ბუნებრივ განათებასთან ერთად ხელოვნური განათებაც დიდ როლს თამაშობს ინტერიერში არა მარტო განათების , არამედ ესთეტიური კუთხითაც . გამოიყენეთ წერტილოვანი განათებები , დიდი სანათებით გამოყავით მნიშვნელოვანი ზონები , მაგალითად – ბარი , დივანისა და სავარძლების სივრცე , სასადილო მაგიდა … გამოიყენეთ ტორშერები , ისინი გარემოს თბილს და კომფორტულს გახდიან .

interieris mocyoba

საძინებელში ტუმბოს თავზე ბრები , ან ჭერიდან დაშვებული სანათები დაკიდეთ – ეს ხაზს გაუსვამს ოთახის მთავარ ნაწილს . ასევე შეგიძლიათ გირლანდებით მორთოთ ადგილი სარკესთან , ან ის კედელი , სადაც ფოტოები გაქვთ .

2 . დაამატეთ ოთახს ნათელი , მკვეთრი წერტილი – კარგი ინტერიერის მთავარი ელემენტი სწორედ მთავარი დეტალია , ეს შეიძლება იყოს კედელი , ბუხარი , სავარძელი , მაგიდა . ისინი შეიძლება გამოირჩეოდეს ფერით , ფორმით , ზომით . თუმცა ფრთხილად იყავით , ზედმეტი არ მოგივიდეთ და მთელი ინტერიერი არ გააფუჭოთ .

interieris mocyoba

3. გამოხატეთ საკუთარი თავი . უკრავთ გიტარაზე ? დაკიდეთ იგი გამოსაჩენ ადგილზე . გიყვართ მოგზაურობა ? არ მოგერიდოთ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი ნივთების გამოფენა . კითხვაა თქვენი ჰობი ? მოიწყვეთ პატარა ბიბლიოთეკა მისაღებში . ეს ყველაფერი ქვენს სახლს ინდივიდუალურობას შესძენს .

interieris mocyoba

4 . არ დაგავიწყდეთ , რომ აივანიც საცხოვრებელი სივრცეა და ის მხოლოდ ზედმეტი ნივთების შესანახი ადგილი არ არის . მოაწყვეთ იგი ავეჯით , მცენარეებით , საქანელებით , და აუცილებლად იქცევა თქვენი სახლის ყველაზე სასიამოვნო ზონად .

interieris mocyoba
interieris mocyoba
interieris mocyoba
interieris mocyoba

Comments

comments