ყველაზე გავლენიანი ინტერიერის დიზაინერები ლოს ანჯელესში

ამ ადამიანებმა შექმნეს ისეთი ადამიანების სახლების ინტერიერები , როგორებიც არიან სტივენ სპილბერგი, ტომ კრუზი , კარდაშიანები …

ჯეფ ენდრიუსი

ყველაზე გავლენიანი ინტერიერის დიზაინერები ლოს ანჯელესში

ჯეგ ენდრიუსი ლოს ანჯელესში საკმაოდ ცნობილი დიზაინერია , და მისი ნამუშევრები კარდაშიანების სრული შემადგენლობის სახლებს წარმოადგენს . იგი ამბობს , რომ მუშაობის პროცესში კარდაშიანებს წვრილმან დეტალებზეც კი უთანხმდებოდა .

ყველაზე გავლენიანი ინტერიერის დიზაინერები ლოს ანჯელესში
ყველაზე გავლენიანი ინტერიერის დიზაინერები ლოს ანჯელესში
ყველაზე გავლენიანი ინტერიერის დიზაინერები ლოს ანჯელესში

Atelier AM

ამ სახელის უკან ცოლ-ქმარი – ალექსანდრა და მაიკლ მიცინსკი დგანან . ისინი ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი დიზაინერები არიან ლოს ანჯელესში . მათ ნამუშევრებს აფასებენ , როგორც სიძლიესისა და მარტივი ფორმების კომბინაციას საუცხოო მასალებით . მათ შემოქმედებაში ტომ კრუზის სახლიც შედის .

ყველაზე გავლენიანი ინტერიერის დიზაინერები ლოს ანჯელესში

პიტერ დანემი

მისი დიზაინი ეკლექტიკური და ძალიან ესთეტიკურია , რის გამოც იგი სასურველია ჰოლივუდში . მის მიერ გამოყენებული ტექსტილები ისტორიული სპარსული ქვეშაგებითა და ხალიჩებითაა შთაგონებული . მის ნამუშევრებს ასე აფასებენ :  ფრანგული სიმკაცრე , ბრიტანული კომფორტი და ამერიკული პრაქტიკულობა . დანემის მიერაა შექმნილი ჯესიკა ბილისა და ჯენიფერ გარნერის სახლების ინტერიერები .

ყველაზე გავლენიანი ინტერიერის დიზაინერები ლოს ანჯელესში

მარტინ ლოურენს ბალერდი

 მარტინ ლოურენსი 20 წლიანი გამოცდილებით ჰოლივუდში , ოდესღაც თვითონაც მსახიობი იყო . მას არა ერთ ცნობილ ადამიანთან უმუშავია , მათ შორის არიან ოზი ოსბორნი , შერი , ელტონ ჯონი, ევა მენდესი , ქრისტინა აგილერა .

ყველაზე გავლენიანი ინტერიერის დიზაინერები ლოს ანჯელესში
ყველაზე გავლენიანი ინტერიერის დიზაინერები ლოს ანჯელესში

მარმონ რადზინერი

ეს დიზაინერი თანამედროვე , დახვეწილი , ელეგანტური გარემოს შექმნის ოსტატია . იყენებენ ხეს , ქვას , ბუნებრივ მასალებს , რომლებიც სხვადასხვა ადამიანებისგან , მოვლენებისგან თუ ნივთებისგანაა შთაგონებული . მის გემოვნებასა და ნიჭს მიენდნენ ტომ ფორდი , დემი მური , ადამ სენდლერი …

ყველაზე გავლენიანი ინტერიერის დიზაინერები ლოს ანჯელესში
ყველაზე გავლენიანი ინტერიერის დიზაინერები ლოს ანჯელესში

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ

Comments

comments