რატო იორთქლება ფანჯარა

რატო იორთქლება ფანჯარა

მეტალოპლასმასის ფანჯრების  გამოყენებისას ბევრს სახლის მფლობელს გაუჩდა პრობლემა – კერძოდ კონდენსატი ფანჯრის შუშაზე , ოთახის მხრიდან . ამ პრობლემის უგულველყოფა არ შეიძლება – ოთახში შეიძლება გაჩდეს ხავსი . რატომ ხდება ასე და როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ სიტუაციაში – სწორედ ამას განვიხილავთ ამ სტატიაში .

არასასურველი შედეგი დაორთქლილი ფანჯრების გამო – ობი კუთხეებში :

ფანჯრებზე კონდენსატის გაჩენის მიზეზი არის ის რომ , ფანჯრის ტემპერატურა დაბალია  ოთახის ტემპერატურაზე . მაღალი ტენიანობის პირობებში  ეს ყველაფერი იწვევს ფანჯრის დაორთვლას შიგნიდან ( ოთახის მხრიდან ) . შესაბამისად , ბუნებრივი მიზეზი ფანჯრის დაორთქვლის არის ტენიანობის ზრდა , სხვაობა ტემპერატურების ოთახში და ფანჯრებს გარეთ , ვენტილირების არყოფნის და მეტალოპლასმასის ფანჯრების დეფექტები . როგორ უნდა გაიგოთ რომელი პრობლემაა თქვენს შემთხვევაში ?

ტენიანობა

სტანდარტული ტენიანობის ნორმა ოთახში არ უნდა შეადგენდეს 55% მეტს . ტენიანობის გაზომვა შეგიძლიათ გიგრომეტრის საშუალებით :

ყველაზე ხშირად ტენიანობის დიდი მაჩვენებელი არის სამზარეულოსა და სააბაზანო ოთახში , ამიტომ ამ ზონებში მონტაჟდება ვენტილაცია და გამწოვი . ჰაერში წლის რაოდენობის მომატების მიზეზი რათქმაუნდა < სველი წერტილების >  არსებობაა . მაგრამ სამზარეულოში შემრევის არ ყოფნის შემთხვევაშიც კი , ტენიანობა მაინც იქნება მაღალი საკვების მომზადების დროს აორთქლების გამო . ტენიანობა ასევე მატულობს იმ სივრცეებში ,  სადაც იმყოფება რამოდენიმე ადამიანი . თითოეული ეს ადამიანი არა მარტო გამოყოფს გარკვეული რაოდენობის წყალს სხეულიდან , არამედ ასევე ოთახის ტემპერატურას ადიდებს . ამიტომ ადამიანების  თავშეყრის ადგილას ფანჯრები უფრო მალე იორთქლება . ტენიანობის მომატების მიზეზი ასევე შეიძლება იყოს , აკვარიუმი და ოთახის მცენარეები .

როგორ მოვიქცეთ ? ასეთ შემთხვევაში საკმარისია ყოველდღიურად გავანიავოთ ოთახი , რათა შევქმნათ ხელოვნურად განიავება .

daortqlili vitrajebi

ტემპერატურა

ზამთარში ოთახისა და ფანჯრის გარეთა ტემპერატურა ძალიან განსხვავებულია . თუმცა თვითონ კონდენსატის წარმოქმნა ყოველთვის არ არის დამოკიდებული თუ რამდენად თბილა ოთახში . განვიხილოთ ორი სიტუაცია :

 

  • ტემპერატურა ოთახში 25 გრადუსზე დაბალია , მაგრამ ფანჯრები ” ტირიან ” . ეს დაკავშირებულია ოთახში თბილი ჰაერის არასწორ განაწილებაზე . მიზეზი შეიძლება იყოს განიერი ფანჯრის რაფა , რომელიც არ აძლევს საშუალებას ფანჯარას გათბეს . იქმნება დიდი ტემპერატურული ცვალებადობა.
  • ტემპერატურა ოთახში მეტია 25 გრადუსზე . ზედმეტად ძლიერი გათბობა იწვევს ტენის ზრდას ჰაერში , და იგი მალე ორთქლდება.

როგორ მოვიქცეთ ?

თუ ფანჯრები არასაკმარისად თბება რაფების გამო , ისინი შეიძლება შეიფუთოს დამათბუნებელი მასალით . ზოგჯერ მინაპაკეტის არასწორი დათბუნება დკავშირებულია რადიატორების განლაგებასთან . ესეთ შემთხვევაში აუცილებელია გათბობის სისტემის გადაკეთება ფანჯრების განლაგების მიხედვით . ასევე გამოსავალი შეიძლება იყოს იატაკის გათბობა .

მეორე შედეგამდე მივყავართ კიდე ერთ მიზეზს , რატომ იორთქლება მეტალოპლასმასის ფანჯრები მინაპაკეტის შიგნით და როგორ მოვიქცეთ ესეთ შემთხვევაში , ამაზე უკვე დავწერეთ ზევით . პრობლემა მდგომარეობს ინტერიერის ცუდ ვინტილაციაში , რომელიც წესით უნდა ხსნიდეს პრობლემას ზედმეტი ტენიანობის და მაღალი ტემპერატურის .

daortqlili vitrajebi

 

ვენტილაცია

მეტალოპლასმასის ფანჯრების დაორთქვალა ხშირად აწუხებთ ძველი სახლების მაცხოვრებლებს .სახლები რომლებიც აშენებულია XX საუკუნეში , პროექტდებოდა ბუნებრივი ვენტილაციის გათვლით , ხის კარ ფანჯრებში მიკრო ნასვრეტებით . მეტალოპლასმასის კარფანჯარა კი უნდა იყოს გერმეტული , ამიტომ ვენტილაცია არ ხორციელდება სწორად . არასწორი ჰაერის გაცვლის გამო ოთახში ჩდება წყლის წვეთები , რომლის შედეგადაც იორთქლება ფანჯრები .

როგორ მოვიქცეთ?  ვენტილაციის პრობლემების გადაჭრა შეიძლება ხშირი, რეგულარული განიავებით . თუმცა ზამთარში ეს მეთოდი ყველასთვის მისაღები არ არის . ზოგიერთი ბინის მაცხოვრებელი აყენებს ბინაში დამატებით ჰაერის შემომტანს . თუმცა ზოგიერთი , ყველას არ სურს ესეთი ცვლილებების ჩატარება .  ამიტომ ნორმალური ტენიანობის შემთხვევაში სასურველია მიმართოთ კომპანიას , რომელმაც მოგყიდათ მინაპაკეტი .

ფანჯრის დეფექტები

ფანჯრის ბუნებრივად დაორთვლის გარდა , მიზეზი შეიძლება იყოს მინაპაკეტის ცუდი ხარისხი ან მისი მონტაჟის დროს დაშვებული შეცდომა . მაგალითად , თუ შუშას აყენებენ შენობის შიდა პირზე , დაორთქვლის პრობლემა იქნება მუდმივად .

ყველაზე ხშირად იორთქლება ერთკამერიანი მინაპაკეტები , რადგან ისინი ყველაზე ნაკლებად ინახავენ სითბოს .  მათი გამოყენება არ არის რეკომენდირებული ჩრდილოეთ რეგიონებში , რადგან ისინი მუდმივად დაიორთქლება სწორი მონტაჟის შემთხვევაშიც კი . შეცდომები მონტაჟის დროს დაკავშირებული შეიძლება იყოს ცუდ გერმეტულობასთან . მეტალოპლასმასი მონტაჟის დროს ნასვრეტები არ ქმნიან ბუნებრივ ვენტილაციას , პირიქით ტემპერატურას წევენ დაბლა ფანჯრიუს რაფის მიდამოებში .

მიზეზი შეიძლება გახდეს მეტალოპლასმასის არასწორი მონტაჟი . ასეთი ხდება , როცა მონტაჟს ანხორციელებენ თვითონ ბინის მფოლობელები ან გამოუცდელი მემონტაჟეთა ბრიგადა .

 

არ დაგავიწყდეთ , რომ მეტალოპლასმასის ფანჯრებს აქვთ რეჟიმი ზაფხული და ზამთარი , რომელიც დაკავშირებულია ოთახის განიავებასთან . ზამთრის რეჟიმი გულისხმობს რეზინის უფრო მჭიდროდ მიკვრას ჩარჩოს კონსტრუქციასთან , რაც გერმეტულს ხდის ფანჯარას . როგორც შედეგი , ამ ყველაფერმა უნდა გადაჭრას ტემპერატურის ცვალებადობის პრობლემა . თვითონ რეზინის საფენის ცვლა რეკომენდირებულია რამოდენიმე წელიწადში ერთხელ .

მეტალოპლასმასის ფანჯრების მონტაჟისთანავე ყურადღება უნდა მიექცეს იმას თუ როგორ რეაგირებენ ისინი ტემპერატურაზე . ასე შეიძლება პირველივე ზამთარში განისაღვროს მონტაჟის დეფექტები  . თუმცა სანამ ამაში დაადანაშაულებთ მწარმოებელს და მემონტაჟეს , უმჯობესია მიზეზი ეძებოთ ჯერ ბინაში .

daortqlili vitrajebi

 

ზოგჯერ ბინის პატრონები მიმართავენ დაორთქვლის საწინააღმდეგო ძველ მეთოდს :

  • მინის გარეცხვა საპნიანი წყლით და გამშრალება , რის შემდეგაც ხდება მინის სპეციალური ხსნარით დამუშავება ოთახის მხრიდან . ამ ხსნარის შესყიდვა შესაძლებელია საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიებში .
  • თუ იორთქლება ფანჯრები აივანზე , გაწმინდეთ ის მცირეოდენი რაოდენობის გლიცერინიან წყალში ( რამოდენიმე წვეთი გლიცერინი ერთ ლიტრ წყალში ) . გლიცერინის მაგივრად შეიძლება მარილის გამოყენება .

 

 

 

 

 

Comments

comments