ფასადის დეკორატიული ფილები

ფასადის დეკორატიული ფილები , მახასიათებლები , მწარმოებლები , მონტაჟი

აშენებული სახლის კედლის ზედაპირისთვის მომხიბვლელი დიზაინერული შეხედულების მისაცემად ხშირად იყენებენ ფასადის მოსაპირკეთებელ მასალებს . ერთ – ერთი ასეთი მოპირკეთების საშუალება არის ფასადის დეკორატიული ფილები , რომელიც აუმჯობესებს შენობის არქიტექტურულ ვიზუალს .

interieris dizaini

 

ფასადის ფილების თავისებურებები

დეკორატიული ფილების დამზადება იდენტურია დეკორატიული აგურის დამზადებისა . განსხვევბა არის დასამზადებლად საჭირო მასალის შემადგენლობაში და ტემპერატურულ რეჟიმში  :

  • გამოიყენება პლასტიკური თიხა , რომელიც რაოდენობრივად დეფიციტურია , ამის გამო ამ მასალის საფასური ძვირია .
  • ღუმელში სადაც ფილების გამოწრთობა მიმდინარეობს , ტემპერატურა 1360 ცელსიუსია

განსხვავებით , კაფელისა და კერამოგრანიტისგან , ფასადის მოსაპირკეთებელ ფილებს აქვთ გარკვეული უპირატესობები :

  • მხატვრული ფასეულობა – 90 ამდე სხვადასხვა ფერთა გამის არჩევანი , განსხვავებული ფაქტურა , ფორმა და ფორმატი .

fasadis filebi

 

 

 

  • ადგეზია საწყისიდან – ფილების უკანა მხარეს აქვს რელიეფური უსწორმასწორობა , ჩამკეტი შემაერთებლები , რომლებშიც აღწევს წებოცემენტი .
  • ექსპლუატაციის ხარისხი – ზედაპირს არ აზიანებს მზის ულტრაისფერი სხივები , ტემპერატურული ცვლილებები .
  • რესურსი – ფასადი ამ ფილებით მოპირკეთებისას , სახლის მფლობელი უზრუნველყოფს შენობის ექსპლუატაციის საგრძნობლად გახანგძლივებას .

ფილების დამზადების ტექნოლოგიის განსხვავება არის მხოლოდ ფორმის მიცემაში  , გამოწვა ნებისმიერ შემთხვევაში მიმდინარეობს მაღალი ტემპერატური ღუმელში .

fasadis filebi

 

მოსაპირკეთებელი ფილების ზომები

მოსაპირკეთებელი ფილები გამოიგონეს გერმანიაში , ხოლო შემდეგ ამ ფილების წარმოება დაიწყეს სხვა ქვეყნებმაც . ბაზარზე არის ფილების რამოდენიმე ფორმატი :

  • L-NF – ყველაზე გრძელი , გაბარიტები  295 X 71 X 15 მმ , 1 კვატრატულ იმეტრის დეკორირებისთვის საჭიროა 40 ცალი ფილა .
  • WDF – 215 х 65 х 15  მმ , კვადრატულ მეტრში ეტევა 59 ელემენტი .
  • WF – ზომა  21 х 5 x 1,7 სმ , ყველაზე პატარა ფორმატი  73 ცალი 1 კვარდატულ მეტრზე

დანარჩენ 4 ევროპულ ფორმატს აქვს ერთნაირი სიგრძე , სისქე ( 240 , 17 – 9 მმ )  შესაბამისად :

  • 2DF – სიგანე 11,3 მმ , 1 კვადრატულის მოსაპირკეთებლათ საჭირო იქნება 32  ცალი ფილა
  • DF – 52 მმ , 64 ცალი 1 კვადრატუ ლმეტრზე
  • RF – სიგანე 65 მმ , 54 ცალი 1 კვადრატულ მეტრზე
  • NF – სიგანე 71 მმ , 48 ცალი 1 კვადრატულ მეტრზე

ამერიკული ფორმატი გამოირჩევა ევროპულისგან ერთიდაიგივე სისქით ( 15 მმ )  . მოდულის სიგრძე CS, MS შეზღუულია – 193 მმ , US, JS, NS – 295 მმ . დეკორის სიგანე შეიძლება იყოს 92 , 71 ან 57 მმ . ფილების ხარჯი 33 დან 74 ცალამდეა 1 კვადრატულ მეტრზე .

fasadis filebi

კუთხის ელემენტები გარე და შიდა კედლებისთვის მზადდება ექსტრუზიული ტექნოლოგიით . მათი საშუალებით შენობის თუ ინტერიერის კედლების კუთხეს ეძლევა სტაბილური გეომეტრიული ფორმა , მათი დახმარებით ადვილად იმალება მლესავის მიერ ცუდად გალესილი კედლების ხარვეზები .

ფილების მწარმოებელთა რეიტინგი

სპეციალისტები ერთხმად თანხმდებიან იმაში , რომ , ეკსტერიერის მოსაპირკეთებელი ფილების მწარმოებელ კომპანიებში ლიდერები არიან სამი გერმანული ფირმა :

  • Feldhaus – ოპტიმალური შეფარდება ხარიხი – ფასი
  • Stroher – ფაქტურის მაქსიმალური ასორტიმენტი , ფერების მრავალფეროვანი არჩევანი , ფორმატი  .
  • Roben – საუკუნეებით დამტკიცებული ხარისხი

fasadis filebi

 

პოლონელები უშვებენ მაღალი ხარისხის კერამოგრანიტს , რომელსაც ასაღებენ როგორც დეკორატიულ კედლის მოსაპირკეთებელ ფილას . ესპანელ მწარმოებლებს ხშირად ექმნებათ პრობლემა გეომეტრიასთან და ფერთან . რუსეთი აწარმოებს ტერაკოტის ფერ ფილებს , ბეტონისგან – რომელიც მხოლოდ ვიზუალურად წააგავს ნამდვილს .  სწორედ ამიტომ მხოლოდ გერმანული წარმოების კედლის მოსაპირკეთებელი ფილების შეძენაა სასურველი

  • მოსაპირკეთებელი ქვა ფასადისთვის მოგემსახურებათ საუკუნეზე დიდ ხანს
  • არ იქნება შეცვლის საჭიროება , გარემონტება – რესტავრაცია
  • თითოეული ელემენტის გეომეტრია სტაბილურია

fasadis filebi

 

ნაწარმის ფერი შეიძლება არსებითად განსხვავდებოდეს , ამიტომ სამუშაოს დაწყებამდე ფროფესიონალები იყენებენ ტექნოლოგიას , მსგავს მეტალოკრამიტის მონტაჟსა :

  • ხსნიან ყველა შეფუთვას
  • ფილებს ურევენ ერთმანეთში ქაოტურად

ამით მიიღწევა ერთდროულად მხატრული ფასეულობის გაზრდა და ფასადის აღთქმის ესთეტურობა .

fasadis filebi

 

 

ფასადის კლინკერის ფილით მოპირკეთების ტექნოლოგია

 

ფილების მისამაგრებლად იყენებენ მყარ ზედაპირებს , ისეთს როგორიც არის აგურით ნაშენები კედელი ან ბეტონის კედელი . ფასადის მოსაპირკეთებელი კლინკერის ფილა აგურის წყობის იმიტაციას ქმნის , რითაც ექსტერიერს სასურველი ვიზუალური შეხედულება ეძლევა .  გარე კედლების მოპირკეთების თექნოლოგია შემდეგი სახის არის :

  • ზედაპირის მომზადება – სწორდება უსწორმასწორო ადგილები ლესვით , შპატელის  დახმარებით . შემდეგ ზედაპირი იგრუნტება ღმა შეღწევადობით
  • გამოშრობა – დაუშვებელია კლინკერის ფილის გაკვრა არამშრალ ზედაპირზე , ან ცუდ ამინდში ამის გაკეთება .
  • გაზომვა ( გათვლა ) – იწყება ფანჯრის ზედა ნაწილიდან , კედლის ზედაიპრზე იხაზება ჰორიზონტალური ზოლები ფილების წყობისთვის .

fasadis filebi

 

  • ხსნარის მომზადება – გამოიყენება სპეციალური წებოვანი შემადგენლობები , რომლის მორევა ხდება დაბალ ბრუნვიანი რელითა და მიქსერით .
  • ფილების გაკვრა – წებოვანი ხსნარის დატანვა კედელზე ხდება შპატელის კბილებიანი ზედაპირით ( ძირითადი ფენის ) , კლინკერის ფილისი უკანა ზედაპირზე კი ჩვეულებრივი შპატელით . ნაკერის რეკომენდირებული სიგანე 14 -10 მმ – ია

დისტანციის ჯვრები ( პლიუსის ფორმის პლასმასები ) ამ ტექნოლოგიაში აუცილებელია მხოლოდ ელემენტების დასაფიქსირებლათ , სანამ ბოლომდე არ გაშრება წებო . ჰორიზონტალური და ვერტიკალური ნაკერების რეგულირება ხდება თვალით .

fasadis filebi

 

 

მწარმოებლები , რომლებიც მასალას ექსტრუზიული მეთოდით ამზადებენ , მოხერხებულობისთვის მომპირკეთებელ ხელოსნებს სთავაზობენ ფიგურული ფასადის ფილების ასორტიმენტს :

  • შიდა კუთხეები
  • გარე კუთხეები
  • ფანჯრის რაფის ელემენტები
  • ვერტიკალური გვერდები

fasadis filebi

 

ფასადის თერმოპანელები – ახალი კლინკერის ტექნოლოგიები

ფილების გაკვრის წარმოების გასაზდელად იყენებენ ფასადის თერმოპანელებს . თითოეული მათგანი – ეს არის კლინკერის ფილა ფასადისთვის , დამაგრებული პოლიურეტანის შრეზე , რომელიც თბო და ბგერა იზოლატორია . მოსახერხებელ იმუშაობისთვის კომპოზიტურ მასალასთან , მწარმოებლები უშვებენ სწორხაზოვან , კუთხის ელემენტებს და მოდიფიცირებულ რთულ ფორმებს .

fasadis filebi

 

პანელების სისქე მინიმალურია , მათ აქვთ საკმარისი სიმყარე იმისთვის რომ მიმაგრდნენ შენობის კარკასზე დამატებითი სარტყელის გაკეთების გარეშე .  თერტმო პანელების ძირითადი უპირატესობებია :

  • მშენებლობის ბიუჯეტის შემცირება – არ არის ფუნდამენტის გაძლიერების საჭიროება , გადახურვის მოდერნიზების და  დამატებითი კარკასის მონტაჟი საჭიროება .
  • მონტაჟი შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს
  • ადვილი მონტაჟი – ხელოსანს მონტაჟისთვის არ სჭირდება დამატებითი ხელსაწყოები
  • ბონუსი – შენობა დამატებით იღებს  ჰიდრო , ხმისიზოლაციას და ორიგინალურ ექსტერიერის შეხედულებას .

fasadis filebi

ტერმოპანელების კომპლექტში შედის , კომპოზიტური ფირფიტები , სამაგრები ( დუბელი – ლურსმანი ) , ცოკოლის პროფილი , სამონტაჟო ქაფი . მცირე გამოცდილების ქონის შემთხვევაშიც ხელოსანი ადვილად შეძლებს პანელების მონტაჟს

 

 

 

 

Comments

comments