მთის ბროლი

არ ფლობს დიდ სახელოსნოს ძვირადღირებული ტექნიკით , მაგრამ მისი ხელით და დიდი სიყვარულით შექმნილი ნამუშევრები გაოცებას იწვევს არა მარტო მოყვარულებში , არამედ – პროფესიონალებში . ტიხრული მინანქრის ოსტატის , ნათია ედიშერაშვილის მიერ დაარსებული სახელოსნო , „ მთის ბროლი “ , აღდგენილი და მივიწყებული ქართული ტრადიციის ნიმუშია . ნათიას მამა ოქრომჭედელი იყო და ბავშვობიდან სურდა მამის ტრადიციის გაგრძელება .მოინდომა და ძალიან კარგად გამოუვიდა . მხატვრული ნიჭი და ხედვა , რომელიც ბავშვური გატაცება ეგონა , დაეხმარა დამუშავებული ძვირფასი ლითონები ხელოვნების ნიმუშად ექცია . შეისწავლა მთის ბროლის მოპოვების და დამუშავების ტექნიკა ,დაიწყო დაკარგული ტექნოლოგიების აღდგენაში არც თუ ისე მცირე წვლილის შეტანა . მაღარლხარისხოვანი მთის ბროლის კრისტალთა ძარღვები , კავკასიონის მთაგრეხილზე , ძნელად მისავალ ადგილებშია განლაგებული . მთები ისედაც ყოველთვის ეძახდა და ორი საყვარელი საქმე საუკეთესოდ შეუთავსა ერთმანეთს .

გთხოვთ ეწვიოთ ჩვენ გვერდს

https://m.facebook.com/mtisbrolcloisonneenamel/?_rdr

Comments

comments