დიზაინი

ბავშვის ოთახის მოწყობა



ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია თავისი ოთახის ფერები , დიზაინი , სხვადასხვა გადაწყვეტები . დღეს გაეცნობით რჩევებს პატარა ადამიანების – ბავშვების საძინებლების მოსაწყობად . უნდა გახსოვდეთ , რომ ეს სივრცე არა მხოლოდ პატარებისთვის , არამედ მშობლებისთვისაცაა , რადგაც ისინი დღის დიდ ნაწილს ერთად ატარებენ .

rogor movacyot bavshvis otaxi

1 . არჩევანი გააკეთეთ ნეიტრალურ პასტელურ ფერებზე



ხშირად დგებიან ფერებთან დაკავშირებული არჩევანის წინაშე , და საბოლოო ჯამში პასტელურ ტონებს ანიჭებენ უპირატესობას : ღია პასტელური ცისფერი , ვარდისფერი და ყვითელი ყველაზე ხშირად გამოიყენება . არ აქვს მნიშვნელობა ბავშვის სქესს , პასტელური ფერები თეთრთან ერთად პატარას მშვიდ გარემოს შეუქმნის

rogor movacyot bavshvis otaxi

2 . შეარჩიეთ ისეთი ავეჯი , სადაც ბავშვი რამდენიმე წელი მაინც შეძლებს კომფორტულად ყოფნას

საბედნიეროდ , ავეჯის დიზაინერები უკვე ისეთ ტრანსფორმირებად ავეჯს ქმნიან , რომელთაც შეუძლიათ თქვენი შვილი ,,გაზარდონ . ავეჯის შერჩევისას უპირატესობა ისეთ ავეჯს მიანიჭეთ , რომელიც დროთა განმავლობაში სხვა ფუნქციას შეიძენს და მოკლე დროში მისი ინტერიერიდან მოშორება არ მოგიწევთ .

rogor movacyot bavshvis otaxi

3 . უპირატესობა მიანიჭეთ საინტერესო ხაზებს

ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ფერები . მოახდინეთ მისი სტიმულაცია მოძრავი ხელოვნებით . მასიური პრინტები , თვალისთვის კარგად აღსაქმელი შედარებით დიდგამოსახულებიანი პატერნები , ფოტოები და ა . შ .

rogor movacyot bavshvis otaxi

4 . არ დაივიწყოტ ბავშვის ოთახის მხიარული პატარა დეკორატიული ნივთებით გაფორმება .

შემატეთ მას აქსესუარები , კალათები , სათამაშოები , მცირე ზომის ხალიჩები და მოიწყვეთ სათამაშო ზონა .

rogor movacyot bavshvis otaxi
rogor movacyot bavshvis otaxi
rogor movacyot bavshvis otaxi
rogor movacyot bavshvis otaxi

სტატია მოამზადა – ლინდა დევაძემ