დიზაინი

კინემატოგრაფია და ინტერიერის დიზაინი

ალბათ , ფილმებში ნანახი ინტერიერები ხშირად გამხდარა თქვენი ოცნების სახლის ინსპირაციის წყარო . დიდ ეკრანებზე მსახიობების გარდა ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარემოს , დეტალებს და რაღა თქმა უნდა საცოხვრებლებს , სადაც პერსონაჟები იმყოფებიან . სტატიაში გაგაცნობთ ან შეგახსენებთ რამდენიმე ინტერიერს ფილმებიდან , რომლებიც ქმნიან განწყობას , კონკრეტული საუკუნისა თუ დეკადის სულს და შთაგაგონებენ თქვენ .

სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი ( The Grand Budapest Hotel , 2014 )  

აღმოსავლეთ ევროპის გამოგონილ ქვეყანაში ,  თოვლიან მთებზე განთავსებული სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი , სადაც კომედიური დრამის მოქმედება ვითარდება , ერთ-ერთი დასამახსოვრებელი და ბოლო ათწლეულის დახვეწილი და ესთეტიური ფილმია . ჟოლოსფერი ხალიჩები , მარმარილოს კოლონები და სპილენძის სანათები სასტუმროს ვესტიბიულს საოცრად მდიდრულს ხდის . ეს ყველაფერი კი , რეალურად , აღმოსავლეთ გერმანიაში , Görlitzer Warenhaus – ის ატრიუმში – არტ-ნუვოს დეპარტამენტის თავისუფალ ნაწილშია გადაღებული . ამ უცნაური , პასტელური ფერების უკან კი დიზაინერი ადამ სტოკჰაუზენი დგას .

ღამის ცხოველები ( Nocturnal Animals , 2016 )

კალიფორნიაში , მალიბუს მთებში ჩამალული ბეტონისა და შუშის სასახლე , ამ თრილერის ხასიათის შესაფერისია . ასეთი თანამედროვე და საინტერესო დიზაინი გასაკვირი არ უნდა იყოს , რადგან ფილმის რეჟისორი მოდის დიზაინერი ტომ ფორდია .
სახლის ინტერიერი ძვირადღირებული ავეჯითა და ხელოვნების ნიმუშებითაა სავსე , თუმცა გარემო უფროდაუფრო მრისხანე და საშიში ხდება , როცა მთავარი გმირი იღებს შემაშფოთებელ ხელნაწერ ნოველას ყოფილი ქმრისგან . ფილმის ესთეტიური მხარე , რაღა თქმა უნდა , ტომ ფორდის უდიდესი დამსახურებაა .

ამერიკელი ფსიქოპატი ( American Psycho , 2000 )

მთავარი პერსონაჟის ორი განსხვავებული ბუნება – დღისით არაფრით გამორჩეული , ღამით კი სისხლითა და ძალადობით სავსე .

ბეიტმენის აპარტამენტი მოწესრიგებული უცოლო კაცის სახლს ზუსტად ასახავს . ინტერიერი თეთრი , ნათელი კედლებით , მეტალის დეტალებითა და მის ვან დერ როეს სკამებითაა შექმნილი . ამ სწორ ხაზებსა და მინიმალიზმში ფილმის განმავლობაში საზარელი ამბები ხდება .

მექანიკური ფორთოხალი ( A clockwork Orange , 1971 )

კაშკაშა რეტრო ინტერიერები სტენლი კუბრიკის ფილმში დიდ ყურადღებას იქცევს . ბევრი სცენა გადაღებული იყო რეალურ სახლებში , გარდა ჰერთფორდშირის საკუთრებისა , რომელსაც Skybreak ქვია , მისი შემოქმედია Team 4 . ფილმის რამდენიმე საინტერესო კადრი Korova Milk Bar – ში გვხვდება , სასმელების ფიქტიური ბარი , რომელიც სავსეა მინაპლასტიკის სკულპტურებით .

ის ( Her , 2013 )

ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი საუკეთესო ფანტასტიკური ჟანრის რომანტიკული დრამა Spike Jonze – სგან , რომელიც დასამახსოვრებელია თავისი ლამაზი ფერებითა და ესთეტიური ინტერიერებით .
ფილმის მთავარი პერსონაჟი მრავალსართულიანი შენობის მინიმალისტურ აპარტამენტში ცხოვრობს , საიდანაც საინტერესო ხედი იშლება ლოს-ანჯელესის ახლო მომავლიდან . პროდაქშენის დიზაინერმა KK Barrett – მა ეს საოცარი სურათები ლოს-ანჯელესის და შანხაის არქიტექტურული ლანდშაფტების შერევით მიიღო .

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ